ივანიშვილი და არაპარტნიორი ოპოზიციური პარტიები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ივანიშვილი და არაპარტნიორი ოპოზიციური პარტიები
ნანახია: 263

ივანიშვილი და არაპარტნიორი ოპოზიციური პარტიებიპოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს იმ ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში, რომლებიც მის პოლიტიკურ პარტნიორებად არ დასახელებულან, ჩინეთის დიდი კედელი არ აღუმართავს.

როგორც ბერიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ იმ ოპოზიციურ ძალასთან, ვისაც ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სურს, საუბარსა და თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა რესპუბლიკელებისა და “თავისუფალ დემოკარეტების” გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანება და ერთიან ბლოკში შესვლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოსალოდნელი არ არის.

პოლიტოლოგის შეფასებით, პარტნიორობის თვალსაზრისით ივანიშვილმა რესპუბლიკურ პარტიასა და “თავისუფალ დემოკრატებზე” არჩევანი თავისი პოლიტიკური გემოვნებიდან გამომდინარე და პოლიტიკური სპექტრის საფუძვლიანი ანალიზის შედეგად გააკეთა.

“გარდა ამისა, ბუნებრივია, ივანიშვილმა პოლიტიკური პარტნიორები იმ მიზნებიდან გამომდინარე შეარჩია, რასაც ის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ისახავს, მიზანი კი, როგორც ცნობილია, ხელისუფლების სათავეში მოსვლაა. ამ გზაზე მას, ბუნებრივია, ისეთი პოლიტიკური პარტნიორები სჭირდება, რომლებიც ნაცადი პოლიტიკოსები არიან, როგორც პიროვნული, ასევე ორგანიზაციული საკითხების თვალსაზრისით. ამასთან, არიან ერთმნიშვნელოვნად პროდასავლურები და ორიენტირებული ცივილიზებულ ნორმებზე სახელმწიფოებრივი მოწყობისა და პროგრესის მიმართულებით და რომელთაც, სავარაუდოდ, არ აქვთ ისეთი პოლიტიკური ტვირთი, რაც უხერხულობს შექმნიდა ახალი პოლიტიკური ძალისთვის. ასეთ ძალას კი ბიძინა ივანიშვილი უახლოეს მომავალში ჩამოაყალიბებს ჯერ მოძრაობის, ხოლო შემდეგ პოლიტიკური ორგანიზაციის სახითაც. პოლიტიკურ ტვირთში ვგულისხმობ გარკვეულ ეტაპებზე სხვადასხვა ძალის მიერ დაკავებულ პოზიციას, დამოკიდებულებას ხელისუფლებასთან, საკუთარ შეცდომებსა და საზოგადოებასთან. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია პოლიტიკაში მოსული ან მომსვლელი ფიგურის პოლიტიკური გემოვნებაც, ამ თვალთახედვით კი, ივანიშვილი საკმაოდ პრინციპული, მოქნილი, სერიოზული ანალიტიკური უნარის მქონე ადამიანია და ყველაფერ ამას მთლიანობაში შედეგად მოყვა ამ ორი პოლიტიკურ ძალის და მათი ლიდერების გამოყოფა”, - აღნიშნა ბერიძემ და დასძინა, რომ მიუხედავად ზემოხსენებულისა, ივანიშვილს სხვა ოპოზიციურ ძლებთან ჩინეთის კედელი არ აღუმართავს და მან ეს თავის განცხდებაშიც დაადასტურა.

“ივანიშვილს მათ შორის, ვისთანაც თანამშრომლობას აპირებს და ვისაც მან გარკვეული შეფასებები მისცა, ან არ მისცა – დადებითი ან უარყოფითი თვალსაზრისით, ჩინეთის დიდი კედელი არ აღუმართავს. ივანიშვილმა არაერთელ განაცხადა, რომ იგი ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ ძალასთან, რომლის მიზანიც იქნება დღევანდელი ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის საკმაოდ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა. აქ უკვე ტაბუდადებული პოლიტიკური ჯგუფი არ არსებობს. საუბარი შეიძლება ყველასთან, თანამშრომლობაც შეიძლება ყველასთან, მაგრამ გაერთიანება და ბლოკში ყველასთან ერთად შესვლა შეუძლებელია და არც მოხდება. ამ თვალსაზირისთ ივანიშვილს რესპუბლიკელებისა და “თავისუფალი დემოკრატების” სახით არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს”, - განაცხადა მან.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48