რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში ბრაიზა? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რა მისიით ჩამოვიდა საქართველოში ბრაიზა?
ნანახია: 783

რატომ დადის ბენდუქიძე კარდაკარ და რისთვის მიესია ყველა ბურჯანაძეს?

ბრაიზა, ბრაიზა?

ეს ხუთი წელია ვერავინ გაიგო ამ ქვეყანაში სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი რიგითი თანამშრომლის მეთიუ ბრაიზას ზუსტი თანამდებობა. ერთნი ამბობდნენ, რომ იგი ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეაო. ამას ძირითადად ხელისუფლების წარმომადგენლები იჯერებდნენ, მერე აღმოჩნდა, რომ მეთიუ მართლაც თანაშემწეა, ოღონდ სახელმწიფო მდივნის მოადგილის – დენიელ ფრიდის. მოკლედ, რომ არ დაგაბნიოთ, ჩვენებურად აგიხსნით – მეთიუ ბრაიზა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანაშემწეა. ასეთი თანამდებობა საქართველოშიც არსებობს. მაგალითად, საგარეო საქმეთა ჩვენს მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს ჰყავს მოადგილე – გიგა ბოკერია. გიგა ბოკერიას ჰყავს თანაშემწე, მაგრამ მისი სახელი და გვარი ამერიკელებმა არ იციან. მართლაც არ იციან, უფრო მეტიც. მისი სახელი და გვარი არც საქართველოში არ იციან. უფრო მეტიც. ამერიკაში თვით გიგა ბოკერიას სახელი და გვარიც ბევრმა არ იცის. ჩვენთან კი ყველამ იცის, რომ ბრაიზა საქართველოს ფაქტობრივი გუბერნატორია. იგი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც კურირებდა ბუშის ადმინისტრაციაში, თუმცა, ვფიქრობ, იქ გაცილებით იშვიათად ჩადიოდა. ალიევს და სარქისიანს იმდენი დრო სადა აქვთ, სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ რიგით თანამშრომელს უსმინონ და მისი მეშვეობით აკვარახჭინონ საქმეები ვაშინგტონში. ჩვენ კი თურქული წარმოშობის ქალბატონ ზეინო ბარანთან შეუღლებულ ბრაიზას ქორწილიც გადავუხადეთ ისტამბულში. რა ვიცი, ასე ამბობენ და...
ბრაიზა ჩამოვიდა, დამოძღვრა პრემიერი გილაური და სპიკერი ბაქრაძე, მოუსმინა პატრიარქს, რაც გინდათ, ის ქენითო, გვითხრა და გაუჩინარდა.
გია მაისაშვილმა ბრაიზას მხილება გადაწყვიტა. მან განაცხადა, რომ ბრაიზა ობამას ადმინისტრაციას არ წარმოადგენს. დღის ბოლომდე, შესაშური ოპერატიულობით, სააგენტო `პირველმა~ ეს ინფორმაცია უარყო, არაო, ბრაიზა ახალ ადმინისტრაციაშიც იმავე თანამდებობაზე დარჩაო და ისევ საქართველოსთან იმუშავებსო. გადავრჩით, თუ მართლაც ასეა, გვეშველა და ეგ არის.
ბრაიზა ჩამოვიდა, ადგილზე შეისწავლა სიტუაცია, დასკვნები გააკეთა და თავისი პატრონებისკენ გასწია. თან დაგვიბარა: არჩევნები როდის იქნება, თქვენი გადასაწყვეტია და ამერიკა მხარს უჭერს არა ცალკეულ პიროვნებებს, არამედ საქართველოსო.
არა, ბატონო ბრაიზა! დიპლომატები რომ ფიქრობდნენ, მეორეს ამბობდნენ და მესამე აკეთებდნენ, ის დრო წავიდა. ის დროც წავიდა, ამერიკელები რუსებს რომ ავალებდნენ საქართველოში სიტუაციის დალაგებას და ივანოვს გზავნიდნენ კონკრეტული მისიებით, რა თქმა უნდა, საქართველოში ამიერიდან ყველაფერს საქართველოს ხალხი გადაწყვეტს, მაგრამ ამერიკელების აზრის გათვალისწინებით. ამერიკელებმა მრავალი მილიარდი დოლარი სწორედ იმიტომ ჩადის საქართველოში, რომ სულ არ დაინტერესდნენ აქ ხელისუფლების სათავეში მუნის სექტის წარმომადგენლები მოვლენ თუ იტალიური მასონური ლოჟის `პ-2~-ის წარმომადგენლები. ისემც რა გითხრათ თქვენ, მისტერ ბრაიზა! სწორედ ამერიკაა ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე და მან უნდა თქვას გადამწყვეტი სიტყვა საქართველოში პოლიტიკური პროცესების გარკვეული მიმართულებით განვითარებაში. ეს უნდა იყოს ღია გზავნილი, დაფუძნებული ჩვენი ქვეყნის ხალხის, ისტორიის, ტრადიციების და ეროვნული ინტერესების ცოდნაზე და არა დილეტანტი მოპოლიტიკოსო და მოექსპერტო ელემენტების რჩევებზე.


მჟავია გადადგა და იჭერენ

დევნილი აფხაზების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თემურ მჟავია გადადგა. ზუსტად ერთ საათში მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის შესახებ გამოცხადდა – 2004 წელს დაშვებული დარღვევების გამო.
აი, ასე. აბა, რა ეგონა.
ახლა ვიღას ახსოვს აფხაზეთიდან დევნილები. ისინი ხომ შევარდნაძის დევნილები არიან. 2004 წლიდან პარლამენტში აფხაზეთის დეპუტაცია დაითხოვეს, პარტიზანული შენაერთები დაშალეს, კინაღამ აფხაზეთის უზენაესი საბჭო და მინისტრთა კაბინეტიც მიაყოლეს. აქაოდა, აფხაზები ღიზიანდებიანო, ბოლო დრომდე მათ არსად აჩენდნენ. ახლა ამბოხებულ თუ განზე გამდგარ მჟავიას სანიმუშოდ სჯიან – გადადგომის სხვა მოსურნეები უნდა ძრწოდნენ.

ბენდუქიძის განდაგანა

ეკრანებიდან ჩამოხსნილი და გაუჩინარებული ბენდუქიძე სახელმწიფო კანცელარიის უფროსობიდან კი გადადგა, მაგრამ ისევ კანცელარიის შენობაში ზის და ისევ ყველაფერს აკონტროლებს. ყველგან თავისი ხალხი ჰყავს, პრემიერის 2 თანაშემწე თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა და სხვები. მაგრამ პარალელურად დარაბებს მიღმა გადამალული ბენდუქიძე არენაზე გამოჩნდა და ინგა გრიგოლიასთან ეთერში განაცხადა – გვითხრეს, არაპოპულარულები არსად გამოჩნდეთო და მეც ორი წელია არსად გამოვჩენილვარ, თორემ ჟურნალისტებს და ოპონენტებს ბრდღვინს ვადენდიო.
თქვა და საქმესაც შეუდგა. ორ დღეში 2-ჯერ მივიდა პირველ არხზე. ინგა გრიგოლიასთან და ეკა კვესიტაძესთან. მაინცადამაინც არაფერი გამოუვიდა. მერე "კავკასიას" მიადგა. დათო აქუბარდიამ, რახან შენს მოსვლას ვეღირსე, რამდენიც გინდა ილაპარაკეო და ორი საათი და 20 წუთი ალაპარაკა, გარედან შესული ზარების გარეშე და ორგანიზებული სახოტბო მესიჯების თანხლებით.
მისი რეაბილიტაციის მწვერვალი მაინც "იმედი" იყო. "ღამის შოუში" საყვარელი, ბუნჩულა და პუტკუნა გადამდგარი ურჩხული ითამაშა, გვარიანად ხითხითა და თან ცინიკოსი, თავისი ნახევარი მილიარდით ცა ქუდად რომ არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად, ქალამანზე გამახსენდა, ქალამნის (ანუ `ტუფლების~) თასმების შემკვრელს (...) თვეში 1000 დოლარს რომ უხდის.
და სთქვა რუქამ (ანუ ბენდუქიძემ) არაკი:
რა არის, რომ იძახით "ერთიანი საქართველო", არ სჯობია - "დიდი საქართველო".
რა არის, რომ იძახით "ნიკოფსიით დარუბანდამდე".
არ სჯობია - `"ბომბეიდან ლონდონამდე"?
სთქვა და ჩაბჟირდა. - "ხითხითა და სუქანა".
ვაი, ჩვენს პატრობს!
ახლა დაძრწის აჩრდილივით ტელევიზიების კარდაკარ და იმიჯს იკეთილშობილებს – რა ქნას, გაყიდულ და მითვისებულ ქონებას პატრონობა ხომ უნდა? აქეთ რუსი მოწილე – მეგობრები, იქეთ არაბები, იქეთ, სულ იქეთ და აქეთ ჩვენები...
საქართველო პატარა, მაგრამ მსუყე ლუკმაა. თან კაცს უნდა, რომ ყველა ქართველს ეჯავრებოდეს და რა ქნას, უნდა არავის უყვარდეს. საქართველო და თბილისი ჩინელებით გაავსოს.
"კავკასიაზე" სულ იაპონიაზე ლაპარაკობდა. აქამომდელი `პლასტინკა~ - სინგაპური და ჰონ-კონგი დაივიწყა, რადგან იქ არც დემოკრატიაა და ადგილობრივი, მკვიდრი მოსახლეობა მთელი მოსახლეობის 14%-ს შეადგენს (სინგაპურში), ამიტომ ახლა იაპონიაზე გადავიდა, მაგრამ დაავიწყდა, რომ იაპონია იაპონელებმა ააყვავეს და არა ჩინელებმა და არაბებმა.
სხვა ქვეყნების მაგალითებით კეკლუცობს და თავისი ცოდნით. არადა, განათლებით ბიოლოგი ღრმად უწიგნურია. ამასთან დაკავშირებით ერთ ანეკდოტურ ამბავს ჰყვებიან თბილისში.
მთავრობის სხდომაზე ანტიმონოპოლიურ სამსახურთან დაკავშირებით დაუჟინია - ასეა, ბატონო, ირლანდიაშიო. რომ ვერაფრით გააჩერეს, წამომხტარა ფეხზე გილაური, მაშინ ფინანსთა მინისტრი, არა, ბატონო კახა, ირლანდიაში ვსწავლობდი და იქ ასე ნამდვილად არ არისო. თქვენ რა გგონიათ, წარბი შეიხარა და შუბლი შეიჭმუხნა? არა, ბატონო! ჰე, ჰე, ჰეო, - ურცხვად ჩაიხითხითა. აბა?!

რატომ მიესია ყველა ბურჯანაძეს

ხელისუფლებას არც ისე ცუდად აქვს საქმე. რა მაძლევს ამის თქმის საშუალებას? `ბ&ფ~-ში გამოქვეყნებული რეიტინგის მონაცემები IPL-ის გამოკითსვის შედეგების მიხედვით მიხეილ სააკაშვილს დაახლოებით 14% უჭერს მხარს, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას – 12,5%. გაითვალისწინეთ, რომ ეს გამოკითხვა თბილისშია ჩატარებული, სადაც საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის იანვარში ოფიციალური მონაცემებითაც კი წააგო სააკაშვილმა. რეგიონებში ოფიციოზს უფრო მეტი მხარდაჭერა აქვს. ალბათ, სადღაც 19-20%-ის ფარგლებში. რომც გაიხსნას მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები ოპოზიციისთვის, ეს მდგომარეობას რადიკალურად ვერ შეცვლის. ამიტომ, ხელისუფლებას ხელს უნდა აძლევდეს დემოკრატიზაციის პროცესი, როცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი პოლიტიკური პროცესის ლეგიტიმურ სუბიექტებად იქცევიან. ამის შანსი მათ ჯერ კიდევ აქვთ და თანაც რეალური.
სრულიად გაუგებარია, ასეთ ვითარებაში, რატომ მიდის ხელისუფლება ვითარების დაძაბვაზე. `დაცვის~ მანქანის ხელყუმბარით აფეთქება მომიტინგეების მიერ, 9 აპრილის მემორიალისთვის ცეცხლის წაკიდება, ხმები მიტინგის ორგანიზატორთა ნაწილის მოსალოდნელი დაპატიმრების შესახებ, ინფორმაცია მომიტინგეთა სასტიკი და ულმობელი დარბევის მზადების შესახებ და ა. შ. საერთოდ არ უნდა იცნობდე ქართველების, საქართველოს მოსახლეობის ბუნებას, რომ ამ გზით იარო. მეფის რუსეთმა, ჟანდარმებმა და ოხრანკამ ვერ დააშოშმინეს უსამართლობით გულმოკლული თბილისი, კახეთი, მთა, სამეგრელო, გურია. მერე კომუნისტებმა ვერაფერი მოუხერხეს მეამბოხე ქართულ სულს. ძალით ქართველობის შეკავება დაშოშმინება, მითუმეტეს, როცა ის უსამართლობით გულნატკენია, შეუძლებელია. ამას, იმედია, ნაციონალები მხედველობაში მიიღებენ და პოლიტიკურ პროცესს ბუნებრივი განვითარების საშუალებას მისცემენ. გულმოწყალე ქართველობა მათ არენაზე დარჩენის გარანტიას მისცემს.
დღეს კი რა ხდება. უგნურება უგნურებას ემატება. ახლა ბურჯანაძის დროა. ერთ დღეს ქვეყნდება რამდენიმე პუბლიკაცია მის წინააღმდეგ, აქტიურობენ კომედი-ჯგუფები, ხოლო ყველაფერს გია თორთლაძე აგვირგვინებს, რომელმაც გრიგოლიასთან ბურჯანაძის მამხილებელი დოკუმენტები წარმოადგინა. მე ვფიქრობ, პოლიტიკოსების პოზიციის წონას მათი რეიტინგი განსაზღვრავს. IPL-ის გამოკითხვის მიხედვით ("ბანკები და ფინანსები", #8(184), 10-16 მარტი, 2009 წელი) დემოკრატიულ პარტიას 4% აქვს, დემოკრატიულ ფრონტს – 8,2%, ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის მე-4 ადგილზეა ხმათა 9,6%-ით. პირველია ირაკლი ალასანია – 19,3%, მეორე – მიხეილ სააკაშვილი – 13,8%, მესამე ლევან გაჩეჩილაძე – 13,4%. ჯერჯერობით ბურჯანაძისა გაცილებით მეტ მოქალაქეს სჯერა, ვიდრე გია თორთლაძის.

თუმცა, ხალხი ყველას დაავიწყდა, ბატონებო.
"რეზონანსის", "ბანკები და ფინანსების" და "კვირის პალიტრის" ობიექტური რეიტინგების შემდეგ მე ველოდი, რომ ხელისუფლება ორგანიზებას გაუკეთებდა რომელიმე მარიონეტი სოციოლოგიური კვლევების კომპანიის მიერ გაკეთებული გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას. თუმცა, იგი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ძნელია ასეთი კომპანიის პოვნა. თითქმის ყველა ადრინდელი ხელისუფლების სასარგებლოდ რეიტინგების გაყალბებაშია შემჩნეული. მაგრამ, როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, ერთ-ერთი ასეთი კომპანია მალე გამოაქვეყნებს ე. წ. კვლევის შედეგებს, სადაც ხელისუფლება, მისი წარმომადგენლები და მათი მარიონეტები ლიდერობენ. ოპოზიცია ამ მიმართულებითაც ჯერ-ჯერობით თვლემს.
ბურჯანაძე ავსტრიაში გაფრინდა. მის ჩამოსვლამდე ალასანია და ალიანსია მთავარი სამიზნე.
ხელისუფლება აქცენტს ისევ ძალისმიერ მეთოდებზე აკეთებს.
ეს კი სამწუხაროა.
ეს მას არ სჭირდება.
როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციურ ძალებს აკლიათ პოლიტანალიტიკოსები, პოლიტტექნოლოგები და PR-ექსპერტები. "გრინბერგერმა" და სხვებმა ეს ქვეყანა ისე იციან, როგორც მე ჩინური.
ამიტომ, ყველაფერია მოსალოდნელი.

ლევან მზიანიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48