კეთილდღეობა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : კეთილდღეობა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე
ნანახია: 275

კეთილდღეობა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე გერჰარდ შრიოდერი ევროპის შეერთებული შტატების შექმნის იდეით გამოვიდა. ”შპიეგელ”-თან ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ ევროზონაში ფისკალური კავშირის შექმნა მისი წევრი ქვეყნების მიერ საბიუჯეტო და პოლიტიკის სფეროში სუვერენიტეტზე უარის თქმას გულისხმობს. აისახება თუ არა ეს საქართველოზე ამის შესახებ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ვკითხეთ.

- ყველაფერი რაც ევროპასთან არის დაკავშირებული ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია, რადგანაც ჩვენი ქვეყანა მიისწარფის ევროკავშირისკენ და ოფიციალურად ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენი პოლიტიკის ქვაკუთხედად არის აღიარებული. შრიოდერის განცხადებაში ახალი არაფერია, ეს პოლიტიკა (ევროკავშირის პრინციპები) სამოციანი წლებიდან უკვე რეალურად ხორციელდება. ახლებურად ჟღერს მხოლოდ სიტყვათშეთანხმება - ევროპის შეერთებული შტატები. ეს გულისხმობს ინტაგრაციის უფრო მაღალ საფეხურზე გადასვლას, კაპიტალის და მუშახელის უფრო თავისუფალ გადაადგილებას, საზღვრების ნომინალურად გადაქცევას და, საბოლოო ჯამში, ევროპის ერთიანი ცენტრალიზებული მმართველობის შექმნას. საინტერესოა, რომ შრიოდერის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ანგელა მერკელმა განაცხადა მულტიკულტურული გერმანიის იდეის კრახის თაობაზე. მერკელის ამ განცხადებამ ეჭვქვეშ დააყენა გაერთიანებული ევროპის მომავალი და ამ ფონზე მოულოდნელი იყო შრიოდერის განცხადება. ჩანს, მულტიკულტირულ ერთობაზე მერკელის აზრი იმას არ ნიშნავს, რომ გაერთიანების იდეა ევროპამ უარყო. სამომავლოდ გამოიკვეთება, საით წავა ევროკავშირი. შრიოდერის განცხადებაში არის აშშ-ის მოდელისკენ სვლის სურვილი.
გამოთქმა - ევროპის შეერთებული შტატები, თავის დროზე ლენინმაც გამოიყენა, ოღონდ სხვა კონტექსტში. ის ფიქრობდა, რომ ევროპის ყველა ქვეყნაში გაიმარჯვებდა ძლევამოსილი პროლეტარული რევოლუცია და მერე შეიქმნებოდა ევროპის ერთიანი შეერთებული შტატები.
ეს ყველაფერი ორგანულად ჯდება ცივილიზაციათა დაპირისპირების და ერთიანობის იმ თეორიაში, რომელიც ცნობილ ამერიკელ მოაზროვნეს ჰანტინგტონს ეკუთვნის. აქ იგულისხმება, რომ ევროპა არის აშშ-ის მოკავშირე და ორგანული ნაწილი და იქ სახელმწიფოებრივი ცხოვრების მოწყობაც უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ლიდერ ქვეყანაში. ?ივი ომის დასრულების შემდეგ ერთპოლუსიანი მსოფლიოს ჩამოყალიბებით თვითონ ამერიკელები არიან შეწუხებულები. მათთვის უხერხულია ისეთი რეგიონული ლიდერების არსებობა, როგორიც არის ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, ბრაზილია და ევროპა. მალე, შესაძლოა, თვითონ აშშ-მა ამჯობინოს მსოფლიოს ლიდერი კი არა, თანსწორთა შორის პირველი გახდეს და მრავალპოლუსიანი რეგიონული ლიდერების არსებობას დათანხმდეს. თუ ასე არ იქნება, თალიბები ისევ შეუტევენ აშშ-ის საელჩოს ქაბულში, ერაყში მყიფე სიტუაცია იქნება, ეგვიპტეში კი გაუგონარი ამბები მოხდება. სიჩუმე და ნეტარება იქნება მხოლოდ სინგაპურში, ამ პარაზიტ ქვეყანაში, რომელიც მომხიბვლელია თავისი ცათამბრჯენებით, მაგრამ ის ხიბლს დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის წინააღმდეგობების ხარჯზე, მათი მომსახურების მეშვეობით და თავისი სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე ინარჩუნებს.

- როდესაც სააკაშვილი ქვეყნის სინგაპურიზაციაზე ლაპარაკობს, მისგან პარაზიტი ქვეყნის შექმნა უნდა?
- პარაზიტობისა და იოლად ცხოვრებისკენ მიდრეკილება ქართველებს მართლაც გვაქვს, მაგრამ თუ სინგაპურისკენ შევაბრუნებთ ვექტორს, არ გვექნება სახელმწიფო, ვიქნებით პარაზიტული საზოგადოება, სადაც, ალბათ ქართველები იქნებიან ეთნიკური უმცირესობა, იქნება კეთილდღეობა, მაგრამ ეს მოხდება სუვერენიტეტის დათმობისა და დემოკრატიის შეზღუდვის ხარჯზე.

- ეროვნული სახელმწიფოების სამომავლო პერსპექტივის შესახებ პროგნოზები ისევ კეთდება და მასთან რამდენად თავსებადია ევროპის შეერთებული შტატების იდეა?
- გლობალიზაცია შეუქცევადია და ეროვნული სახელმწიფოები თანდათან წარსულს ჩაბარდება. რუსთაველს ერთი ბრძნული ფრაზა ეკუთვნის, - ?იკვდილამდე ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსაო. ვიდრე ევროპასთან შერწყმის ეტაპი დადგება, მანამ უნდა მოვასწროთ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, სწრაფი კეთილდღეობის მიღწევის გამო ეროვნულ ინტერესებზე რატომ უნდა ვთქვათ უარი? მარქსისტებმა ჰეგელს გენიალური გამონათქვამი მოჰპარეს, - ვიდრე გავერთიანდებით, საჭოროა გავიმიჯნოთო. ვიდრე საქართველო ერთიან ევროპაში შევა მანამ უნდა დაფიქსირდეს სახელმწიფო საზღვრებში, ჩვენი ეროვნული ცნობიერების ფარგლებში ჩამოვყალიბდეთ, მოვაგვაროთ ურთოერთობა ჩვენს ძმებთან აფხაზებთან, ოსებთან, ჩვენს მეზობელ სომხებთან, აზრებაიჯანელებთან, თურქეთთან და რუსეთთან. ევროპამდე, ჩვენ ჯერ კავკასიაში უნდა გავერთიანდეთ. საქართველო თუ ასე დაშლილ-დაქუცმაცებული და ქართველებისგან ნახევრად დაცლილი მიუერთდება ევროპას, კარგი არაფერი გველოდება. ცივილიზაციათა ომის პირობებში ჩვენ უნდა შევქმნათ დემოკრატიული სახელმწიფო. როდესაც ტერიტორიულ მთლიანობას აღვადგენთ და მეზობლებთან ურთიერთობას დავალაგებთ, ამის შემდეგ შევერწყმებით დასავლეთს და გლობალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში გავხდებით ერთიანი ევროპის ნაწილი.

- რა შედეგი მოაქვს საზღვრების გახსნას?
- ახლახანს საქართველოს საზღვარი გაიხსნა ბრაზილიასთან, სადაც აღმავალი ეკონომიკაა, მაგრამ ჩვენზე მეტი უმუშევარია. ნახავთ, ბრაზილიელი უმუშევრებით მალე გაიძეძგება თბილისი და არა მარტო თბილისი.
ჩვენი მმართველი პარტია და ზოგერთი ოპოზიციონერი ამბობს, - აქართველო მარვალეროვანი ქვეყანაა. ნურას უკაცრავად, საქართველო 25 საუკუნე ქართველების ქვეყანა იყო და არის, სადაც სხვა ეროვნების წარმომადგებლებიც ცხოვრობდნენ მუდამ და ცხოვრობენ ახლაც. დღეს ცივილიზაციათა ურთიერთდამოკიდებულება მთავარ პრობლემად იქცა. თავის დროზე, ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა, მოჰამედ ჰათამიმ შესთავაზა დასავლეთს ცივილიზაციათა დიალოგი, მაგრამ დასავლეთმა დიალოგი არ დაიწყო, იმიტომ, რომ ზოგიერთ ფუნდამეტალისტურ ქვეყანასთან დასავლეთის დიალოგი ყრუების ბრმებთან საუბარს დაემგვანებოდა, დიალოგი მხოლოდ საერთო ღირებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. ჰოპკინსის უნივერსიტეტის პროფესორი ფუად აჯამი ამბობს, სამწუხაროა, რომ ცივილიზაციები კი არ აკონტროლებენ სახელმწიფოებს, არამედ სახელმწიფოები აკონტროლებენ ცივილიზაციებს. სახემწიფო კი ძალადობის ინსტრუმენტია და როდესაც ის იღებს კონტროლს, მაშინ უკან გადადის ცივილიზაციათა ღირებულებები და მოდის ფუნდამენალისტური, პიროვნების დამთრგუნველი ღირებულებები. ასევეა დასავლეთშიც. ქაფი, რომელიც დასავლური ცივილიზაციის ზედაპირზე ამოდის, სახელმწფოებისგან არის წახალესებული და არა ქრისტიანული ცივილიზაციისგან. ლაპარაკი აღარ არის საქართველოზე, რომელიც გაუგებარია დღეს დემოკრატიულ ბანაკს უნდა მივაკუთვნოთ თუ არადემოკრატიულს

- მაგრამ როდესაც ბარაქ ობამამ დემოკრატიული ქვეყნების ალიანსის შესახებ ილაპარაკა, ამ იდეას საქართველოც გამოეხმაურა.
- ეს გადასარევი იდეაა, მაგრამ რომელმა დემოკრატიულმა ქვეყნებმა უნდა უზრუნველყონ პროგრესი? არჩევნები ტარდება აზერბაიჯანშიც, სომხეთშიც და საქართველოშიც, მაგრამ ეს დემოკრატიული ქვეყნებია? საუდის არაბეთში არა, მაგრამ ქუვეითში არჩევნები ტარდება, თუმცა, სიმდიდრისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით მოწინავე ქვეყნებია და იქნებ მათ უნდა დაიცვან დემოკრატიის ღირებულებები? ან უფერული ყვავილოვანი რევოლუციების იმედად უნდა ვიყოთ?! რა მოიტანა ამ ყვავილოვანმა რევოლუციებმა უკრაინაში, საქართველოსა და ყირგიზეთში ნათელია. ოფიციალური პროპაგანდის მიღმა რა პრობლემები აქვს ამ ქვეყნებს, არ იმალება. ამ ქვეყნებში სასურველის რეალურად გასაღების პრინპიცია იმპერატივის რანგში აყვანილი.

- ასეთ დროს სად არის საქართველოს ადგილი და რაში მდგომარეობს მისი როლი?
- თავის დროზე მილიარდობით დილარი იახარჯებოდა დასავლეთში კომუნისტური საფრთხის შესაკავებლად. დღეს ეს საფრთხე არ არსებობს და მილიარდები მიმართულია ფუნდამენტალისტურ ისლამთან დაპირისპირებისკენ, მაგრამ აუცილებელია ცივილიზებულმა სამყარომ ყურადღება მიმართოს იმ ქვეყნებისკენ, რომლებიც ტოტალიტარული კომუნისტური რეჟიმისაგან გათავისუფლდნენ. საჭიროა, რომ ამ ქვეყნებში ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც თვითკმარი და თვითრეგულირებადი იქნება. ასეთი საზოგადოება არცერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ჩამოყალიბებულა. დასავლეთის მთავარი შეცდომა ის არის, რომ საუბრობს სტაბილურობასა და დემოკრატიაზე და არჩევანს ყოველთვის სტაბილურობაზე აკეთებს. დემოკრატიის გარეშე კი სტაბილურობა ძალიან მყიფეა.
ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე აშშ, აზერბაიჯანის მოკავშირე უფროა, ვიდრე ჩვენი. ჩვენი ?ტერი რუსეთი კი სომხეთის მეგობარია. ეს ფანტასმაგორია იმის მაუწყებელია, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს პერსპექტივა არ აქვს. ამასობაში კი ჩვენს მეზობლებს შეჯიბრი აქვთ, ვინ იქნება რეგიონის ლიდერი სახელმწიფო. არადა, აზერბაიჯანს უმდიდრესი რესურსების, სომხეთს კი სომხური ლობების უდიდესი მხადაჭერის მიუხედავად, რეგიონული ლიდერობის არავითარი პერსეპტივა არ აქვთ. ორივეს, ისევე როგორც რუსეთს, დასავლეთსა და თურქეთს, აწყობს, რომ რეგიონის ლიდერი იყოს ტერიტორიულ მთლიანობა აღდგენილი, განვითარებული საქართველო. გეოპოლიტიკური მდებარეობა გვაქვს ისეთი, რომ რეგიონის ლიდერი საქართველო უნდა იყოს. სხვა ამას ვერ შეძლებს. ამიტომ იყო უხსოვარი დროიდან დამპყრობლების წაპანწყვეტა საქართველოს დასაპყრობად. დღევანდელ ძლიერთა ამა სოფლისათა კი არა დაპყრობილი, არამედ ერთიანი და აყვავებული საქართველო სჭირდებათ და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა გააცნობიერონ.

იზო რიკაძე
"ქართული გაზეთი"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48