რა უნდა სააკაშვილს პერუში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : რა უნდა სააკაშვილს პერუში
ნანახია: 492

რა უნდა სააკაშვილს პერუში”სააკაშვილის პერუში ვიზიტი აშშ-ს პოლიტიკის ნაწილია”

ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის პერუში ვიზიტს, სადაც იგი ვენესუელის ლიდერ უგო ჩავესის უახლოეს მეგობარ, პრეზიდენტ ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო, ლათინური ამერიკის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების ბლოკირების კამპანიას უკავშირებენ.

როგორც “მედიანიუსს” ექპსერტმა მამუკა არეშიძემ განუცხადა, სააკაშვილის პერუში ვიზიტი თავის დროზე საქართველოს პრეზიდენტის კოსტა-რიკაში და საგარეო საქმეთა მინისტრის კუბაზე ვიზიტების გაგრძელებაა.

“მართალია, ჰუმალა ჩავესის მეგობარია, მაგრამ აქ საინტერესოა ის გარემოება, რომ ჰუმალას ინაუგურაციაზე ვენესუელიდან და ნიკარაგუიდან წარმოდგენილი არავინ ყოფილა. ჩავესის შემთხვევაში გასაგებია, იგი ავად არის, მაგრამ ვენესუელიდან პრეზიდენტის შემდეგ იერარქიულად მდგარი მეორე პირიც არ ჩასულა პერუს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. ჩემი აზრით, აქ მთავარი მაინც ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილის პერუში ვიზიტი იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც აწარმოებს შეერთებული შტატები და რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ხელისუფლება _ ეს არის ლათინური ამერიკის ქვეყნების მიერ აფხაზეთის არაღიარების პროცესი. გავიხსენოთ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი კოსტა-რიკაში, გავიხსენოთ გრიგოლ ვაშაძის კუბაზე ვიზიტი და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო იმისათვის, რომ აფხაზეთის აღიარების პროცესი ბლოკირებულ იქნას. სხვათა შორის, ამ პროცესის მუშაობის ეფექტიანობა განსაკუთრებით გამოჩნდა ბოლივიის შემთხვევაში, ჰუმალასთან შედარებით ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი ჩავესის “ძმაა”, მაგრამ მაინც მიღწეული იქნა ისეთი შედეგი, რომ მორალესმაც კი თავი შეიკავა აფხაზეთის აღიარებისაგან”, - განაცხადა არეშიძემ.

პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე კი იმ გარემოებას, რომ ევროპის ქვეყნების ლიდერებიდან ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი დაესწრო, დასავლეთის ქვეყნების მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის დაკისრებული მისიით ხსნის.

“მიხეილ სააკაშვილი არამარტო პერუს ახალ პრეზიდენტთან მეგობრობს, გარკვეული დროის განმავლობაში ის მეგობდრობდა ლუკაშენკოსთანაც. გახსოვთ ალბათ, ჩვენი პოლიტიკური ისტებლიშმენტი ლუკაშენკოს საარჩევნო პერიოდში ძალიან აქტიურად ეხმარებოდა. სახელოვანი მომღერალი ბუბა კიკაბიძე ბელორუსის პრეზიდენტს პერსონალურადაც კი უმღეროდა. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური თამაშებია, რომელშიც სააკაშვილი მონაწილეობას არამხოლოდ როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ როგორც პოლიტიკური მოთამაშე საერთაშორისო არენაზე. მას გარკვეული მისია აქვს ჩვენი დასავლეთელი მეგობრებისაგან დაკისრებული, ვგულისხმობ ირანთან ურთიერთობას, ჩვენს მეზობლებთან ურთიერთობებს. სააკაშვილი ამ მისიის აღსასრულებლად ჩადის ამ ქვეყნებში და ხვდება მათ ლიდერებს, რომლებიც ავტორიტარები არიან და დასავლეთის ნდობით არ სარგებლობენ. რაც შეეხება პერუს, შესაძლოა მისი პრეზიდენტი უგო ჩავესის მეგობარია, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არსებითი არ არის. პერუ დემოკრატიას აშენებს და მინდა გითხრათ, რომ საქართველოზე დემოკრატიული ქვეყანაა. თუ მისი პრეზიდენტი კასტროს ან ჩავესის მეგობარია, ეს არსებითი მომენტი არ არის. აქ ვფიქრობ, გარკვეულ როლს თამაშობს ერთი პრაგმატული საკითხი _ ლათინური ამერიკის ქვეყნები იმის გამო, რომ ჩვენ მათ მიმართ არავითარი ინტერესი არ გვქონდა, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის მიერ იგნორირებული, მიგდებული იყო. უცებ აღმოჩნდა, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხში მათ შეიძლება სერიოზული როლი შეასრულონ. ამიტომ, ამის შემდეგ ჩვენი პრეზიდენტი ჩავიდა კოსტა-რიკაში, კარგადაც დაისვენა და ჩვეულებისამებრ, კარგადაც მოილხინა, ახლა პერუშიც ჩავიდა. ვფიქრობ, ლათინური ამერიკის მიმართულებით გააქტიურების საკითხში ჩვენი პრეზიდენტი სწორად იქცევა”, - განაცხადა ბერიძემ და დასძინა, რომ სააკაშვილის პერუში ვიზიტი და ჰუმალასთან შეხვედრა უგო ჩავესთან ურთიერთობის დათმობის კუთხით გადადგმული ნაბიჯი არ არის.
“ჩავესი ავად არის და არავინ იცის, აქვს თუ არა მას საერთოდ პოლიტიკაში პერპექტივა. ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო, ჩავესი ბოლო პერიოდში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა”, - აღნიშნა ბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პერუს ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო. ოლანტა ჰუმალამ საქართველოს პირველი პირი ფიცის დადების ცერემონიალზე პირადად მიიწვია. სტუმრებს შორის მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი ლიდერია, რომელიც ამ რეგიონიდან არ არის.

აღსანიშნავია, რომ პერუს პრეზიდენტს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელ უგო ჩავესთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. რამდენიმე დღის წინ იგი ბრალზილიის ერთ-ერთ კლინიკაში ვენესუელის ლიდერის სანახავადაც იყო ჩასული. მან ჩავესი თავის “ძმად” მოიხსენია.

”მედიანიუსი”


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48