ჯაშუშების საქმეში თავისი როლი ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ჯაშუშების საქმეში თავისი როლი ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა
ნანახია: 399

ჯაშუშების საქმეში თავისი როლი ყველამ ბრწყინვალედ შეასრულავაჟა ბერიძე: ფოტოგრაფების საქმის გაჭიანურება ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდა

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ხელისუფლება მიხვდა, რომ რაც უფრო გაჭიანურდებოდა დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე, საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მით უფრო მეტი უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა და ეს დადებითად არ აისახებოდა მათ პოზიციებზე, ამიტომ ფოტოგრაფების გათავისუფლება გადაწყვიტეს.
როგორც “მედიანიუსთან” საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, პირადად მას მიაჩნია, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება რელიგიურ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის გადასაფარად მოხდა, თუმცა ხელისუფლებას ეს თემა არანაკლებ ცუდად შემოუტრიალდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება მედიის ნებისმიერი წარმომადგენლის დაკავებას მედიაზე ზეწოლად აღიქვამს.
მისი თქმით, თავიდანვე შეცდომა იყო დაშვებული, როცა ფოტოგრაფებს ჯაშუშობა დააბრალეს, მით უმეტეს იმ საუკუნეში, რომელშიც `საიდუმლოს~ ცნება და ინფორმაციის დაცულობა უკიდურესად პირობითი და პრობლემატურია. ეს ”ვიკილისკსის” მაგალითმაც ცხადყო.
“დღეს ისეთი აპარატურა და ტექნოლოგიები არსებობს, ნებისმიერი ადგილის, ნებისმიერი ფოტოს გადაღება და საუბრის მოსმენაა შესაძლებელი. ერთი კილომეტრის რადიუსშიც კი, ყველაზე დაცულ ოთახში გამართული საუბრის მოსმენა შეიძლება. ვის რა ჯანდაბად სჭირდებოდა ფოტოგრაფის შესაძლებლობის ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია?! როგორც კი დააკავეს, იმ წუთში იყო ცნობილი საზოგადოებისთვისაც და საგამოძიებო ორგანოებისთვისაც, რომ საპროცესო გარიგებით დამთავრდებოდა ეს საქმე. ცოტა ხნის წინ ჰაკერების ჯგუფმა პენტაგონის საიდუმლო მასალებში შეაღწია და სერიოზული დოკუმენტების დიდი ნაწილი მოიპოვა. ამაში, სავარაუდოდ, რუსეთის ხელი ურევია. როგორ წარმოგიდგენიათ, რუსებმა, სავარაუდოდ რუსებმა, პენტაგონის ქსელი თუ გატეხეს, ჩვენის გატეხვა გაუჭირდებოდათ?. ფოტოგრაფების სასამართლო პროცესის გამართვა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ დაასხამდა წისქვილზე წყალს. თავიდანვე ცხადი იყო, რომ სასამართლო პროცესი არ შედგებოდა. ”,_განაცხადა “მედიანიუსთან” საუბრისას ვაჟა ბერიძემ.
ამ საქმეში თავისი როლი ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა - ”ჯაშუშებმაც”, გამომძიებლებმაც, უფლებადამცველებმაც. წააგო ისევ საქართველომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული სამი ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე გიორგი აბდალაძე და ზურაბ ქურციკიძე საპროცესო გარიგების საფუძველზე პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

”მედიანიუსი”


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48