ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში რუსულის ხორბლის იმპორტი განახლდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში რუსულის ხორბლის იმპორტი განახლდება
ნანახია: 452

ეს შესაძლებლობა ქართველ ტრეიდერებს მას შემდეგ მიეცათ, რაც რუსეთმა პირველი ივლისიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. რუსეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ქართველმა ტრეიდერებმა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები განაახლეს და ამ დროისთვის 20-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტზე ხელშეკრულებები რუსულ მხარესთან უკვე დადებულია.
ხორბლისა და პურ-პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორი ლევან სილაგავა ვარაუდობს, რომ მსოფლიოში წელს ხორბლის უკეთესი მოსავალია, რაც შარშანდელთან შედარებით ხორბალზე ფასის შემცირებას შეუწყობს ხელს, ამას კი ემატება რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე ემბარგოს მოხსნაც, რაც ამ შანსს კიდევ უფრო ზრდის. ამას ემატება საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის სახარბიელო პროგნოზი. სილაგავა ამბობს, რომ ხორბლის ნათესი 40 ათას ჰექტარ მიწის ფართობზეა (კერძო ნაწილის გამოკლებით). ჰექტარზე კი საპროგნოზოდ 3 ტონა მოსავლის მიღება ივარაუდება, რაც მთლიანობაში 120-150 ათას ტონას (70% სასურსათო) უდრის.
სილაგავა განმარტავს, რომ ბაზარზე ხორბლის ფასები საქართველოშიც დაიწყებს შემცირებას - 1 ტონა ხორბლის ფასი ფოთამდე სავარაუდოდ 300-320 აშშ დოლარის ფარგლებში შენარჩუნდება, 1 ტომარა ფქვილზე კი ამ დროისთვის ფასი 43 ლარია, რაც შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს.
მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის ფოთამდე მოტანილი 1 ტონა ხორბლის ფასი 385 აშშ დოლარი (ამას ემატება განბაჟების 18%, ტონა ხორბლის ტრანსორტირება 20 აშშ დოლარი და სხვა ხარჯები) იყო, 1 ტომარა ფქვილი კი ბაზარზე ხარისხის შესაბამისად, 48-50 ლარი ღირდა.
საქართველო ყოველწლიურად 800 ათას ტონა ხორბალს მოიხმარს. რუსეთის მიერ ემბარგოს გამოცხადებამდე, საქართველოში მოხმარებული ხორბლის 75% სწორედ ამ ქვეყნიდან შემოტანილზე მოდიოდა, 12% ადგილობრივ ხორბალს ეკავა, დანარჩენი კი - ყაზახეთსა და უკრაინაზე. საქართველოში მოყვანილი ხორბლის მოსავლის პროგნოზის შესაბამისად, მისი წილი 20%-მდე გაიზრდება.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48