მარიკა ვერულაშვილის კომენტარი ბიზნესმენი ქმრის დაკავების შესახებ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : მარიკა ვერულაშვილის კომენტარი ბიზნესმენი ქმრის დაკავების შესახებ
ნანახია: 743

რა რენი ჰარლენი, რა ,,კერკეტი კაკალი” და ,,აგვისტოს 5 დღე” ...

გაუშვით მერაბიშვილი ჰოლივუდში და მიეცით ერთი ,,ოსკარი” , ნამუსი არ გაქვთ?
რასაც ეგ ფილმებს იღებს, რა ჩანაწერებსაც ეგ აკეთებს და როგორი შეფუთვითაც ტელევიზიებს აწვდის, რომელი რეჟისორი, პროდიუსერი, ან სცენარის ავტორი შეედრება? ბოლო პერიოდში კი უწევენ პატარა კონკურენციას ადეიშვილი და ბაინდურაშვილი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ისენიც ვანოს ,,კლასია”.
გასულ კვირას რამდენიმე საკმაოდ საინტერესო და ახალი ფილმით დამშვენდა ქართული ტელებაზარი:
შემოსავლების სამსახურმა არასრულწლოვანთა პორნოფილმების გამავრცელებლები დააკავა, პროკურატურამ - საბიუჯეტო თანხების მიმთვისებლები და თუ სააგენტო ,,პირველს” დავეყრდნობით, მერაბიშვილმა თვით ქალი ლეგენდა, მარიკა ვერულაშვილის მეუღლე სოსო ჩხაიძე...
თუმცა, მერაბიშვილს ამ დაკავებაზე გადაღებული ფილმი ფართო საზოგადოებისთვის არ უჩვენებია. როგორც ჩანს, მხოლოდ ვიპ-სტუმრებისთვის გადაინახა...
მოდით, მივყვეთ თანამიმდევრულად:
სააგენტო ,,პირველის” ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისის ,,შემოვლითი რკინიგზის” პროექტისთვის რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი - პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მეუღლე, სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი ვასილ ჩიგოგიძე დააკავეს. სააგენტოსვე ცნობით, დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა, როგორც წყარო იტყობინება, მათი დაკავების ერთ-ერთ ვერსიათ ,,შემოვლითი რკინიგზის” პროექტში ქალაქის მერის გიგი უგულავასა და შსს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება სახელდება. როგორც ,,ქრონიკამ” კულუარულად გაარკვია, რკინიგზის ბიზნესს, ზოგადად, თვით ვანო აკონტროლებს, მაგრამ თბილისის შემოვლითი გზის პროექტის გაკონტროლება გიგი უგულავამ გადაწყვიტა. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, რელსების შემოტანის ტენდერში მისთვის სასურველ ჩინურ ფირმას გაამარჯვებინა, რომლის ქართულ წარმომადგენლობას სოსო ჩხაიძე და ვასილ ჩიგოგიძე ხელმძღვანელობდნენ. ეს იმ დროს, როცა ყარსი-ახალქალაქის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის ყველა ტენდერს ვანო მერაბიშვილის ფავორიტი ფირმები იგებდნენ და საერთოდ ამ ბიზნესის კონტროლი შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს აღებული. ,,ქრონიკის” წყაროს ინფორმაციით, უგულავასა და მერაბიშვილის შიდადაპირისპირება ისევ დაბალ ღობეზე გადატყდა და თვით ვერულაშვილის მეუღლის დაკავებით მერაბიშვილმა ქალაქის მერს ყვითელი ბარათი უჩვენა.როგორც გვითხრეს, საქმეში პირადად მარიკა ვერულაშვილი ჩარეულა და დაკავებულები ორიოდე დღეში გამოუშვიათ. წყაროს ვარაუდით, ვანოს ასეც ჰქონდა გათვლილი, უბრალოდ ეს დაჭერობანა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად სჭირდებოდაო...
ამ ინფორმაციას სააგენტო ,,პირველთან” ოფიციალური სტრუქტურები არ ადასტურებენ და ,,ქრონიკასთან” საუბარში მარიკა ვერულაშვილმაც უარყო : ,,ეს აბსურდია. არავითარი შეხება სოსოს შემოვლით რკინიგზასთან და ტენდერებთან არ აქვს. მას თავისი ბიზნესი აქვს უკრაინაში. ჩიგოგიძესთან მეგობრობს, მაგრამ პარტნიორები არ არიან. არც ჩიგოგიძე დაუკავებიათ. სრული სისულელეა ეს ყველაფერი”.
რაც შეეხება მეორე, უკვე გატელევიზორებულ დაკავებას...
ოფიციალური ინფორმაციით, არასრულწლოვანთა მონაწილეობით შექმნილი უცხოური პორნოგრაფიული ფილმების გამრავლებისა და გასაღების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: გოჩა მიზანაშვილი, პაატა გეგია და გოგიტა გოგლიჩაძე. როგორც ბაინდურაშვილის უწყება გვარწმუნებს, გოჩა მიზანაშვილს საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა კომპიუტერი და ვიდეოაპარატურა, რომელთა საშუალებითაც პორნოგრაფიულ ფილმებს ამრავლებდა, ხოლო ამ ,,დი-ვი-დი” და ,,სიდი” დისკების რელიზაციას პაატა გეგია მშრალ ხიდთან არსებულ ბაზრობაზე, გოგიტა გოჩილაძე კი ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენდნენ.
აგენტი ქალი: ,,ეს ის დისკია ჩვენ რო მოვილაპარაკეთ?”
პაატა გეგია: ,,ჰო...”
აგენტი ქალი: ,,4-5 წლის ბავშვების ის ხო?”
პაატა გეგია: ,,გითხარი არა? ერთ სიუჟეტში არის სამი თუ ოთხი წლის ბავშვი რა...”
აგენტი ქალი: ,,რამდენი უნდა გადაგიხადო ამაში, ხუთი?”
პაატა გეგია: ,,კი, ეგ არი ძაან რედკი რამე. ეგეთი რამე არ არსებობს რაა...”
ეს ფარული ჩანაწერის ერთი ეპიზოდია, თუმცა ექსპერტებს ისიც დაუდგენიათ, რომ ამ ვიდეოებში ,,სქესობრივი აქტის ამსახველ კადრში მონაწილეობენ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე თხუთმეტ წლამდე ასაკის მოზარდები და თხუთმეტ წელს ზემოთ ასაკის პირები”. ამის გამო დაკავებულებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ...
რაც შეეხება მესამე დაკავებას, ეს უკვე ადეიშვილის უწყების ნამუშევარია. ოფიციალური ინფორმაციით, მეწარმეებმა იაფი კრედიტის ფარგლებში, ბიუჯეტიდან ყურძნის შესასყიდად გამოყოფილი ასეულობით ათასი ლარი მიითვისეს. რვა დაკავებულს დოკუმენტაციის გაყალბებაშიც ედავებიან. როგორც პროკურატურა გვარწმუნებს, დოკუმენტაციის გაყალბებით მეწარმეები აჩვენებდნენ, თითქოს მეტი ყურძენი შეიძინეს, ხოლო სინამდვილეში ცოტა რაოდენობას ყიდულობდნენ და ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხას ითვისებდნენო. ამისთვის დაკავებულებს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ...
ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ორივე ქურდიაო, მაგრამ, თუ ბიუჯეტიდან თანხების მითვისებაზეა საუბარი, მაშინ ამ ხელისუფლების თითქმის ყველა მაღალჩინოსანი ციხეში უნდა იჯდეს, მაგრამ რას ვიზამთ? ატელევიზორებენ იმას, ვინც აწყობთ, ჩუმად იჭერენ და უშვებენ იმათ, ვიზეც ხმაურის ატეხა არ სურთ და ძირითადი გათვლა მათგან დიდი თანხის ამოღებაა და არ იჭერენ ძლიერთა ამა ქვეყნისათა... ელიტალური ნაციონალობა ხომ მთავარი იმუნიტეტია?


დიმიტრი ტიკარაძე

"ქრონიკა"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48