პრეზიდენტი – რას ვთავაზობთ და რას გვთავაზობს?! » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : პრეზიდენტი – რას ვთავაზობთ და რას გვთავაზობს?!
ნანახია: 635

რეფერენდუმი, როგორც ლაბირინთში შესასვლელი და ცვლილებები კონსტიტუციაში, როგორც სასიყვარულო წერილით 2013 წლისათვის გადატანილი პაემანი

საქართველოში საზოგადოების პროტესტი ძალას იკრებს. პოლიტიკური ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლის კონსტიტუციურ გზას ასახელებს, სადაც ორი მიმართულება იკვეთება: მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ გადადგომის მოთხოვნით ქუჩის ფართომასშტაბიანი აქციები და რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად, კითხვაზე - უნდა ჩატარდეს თუ არა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები?
როგორ მოხდება, რას მოგვიტანს საკითხის განხილვა სახალხო კენჭისყრის პირობებში და დღეს რამდენად რეალისტურია პოლიტიკური ბრძოლის ასეთი გზა?
საქართველოს კონსტიტუციით, ხელისუფლების მთავარი წყაროა ხალხი, ხოლო "რეფერენდუმის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, რეფერენდუმი ხალხის ძალაუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის შედეგადაც მიღებული გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოქვეყნების დღიდან, აქვს იურიდიული ძალა და საბოლოოა. რეფერენდუმის შედეგებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ეს გულისხმობს იმას, რომ ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რეფერენდუმის შედეგებიდან გამომდინარე, ერთი თვის მანძილზე, შესაბამისობაში მოიყვანოს საქართველოს კანონმდებლობა და სხვა აქტები. რეფერენდუმის დანიშვნის პრეროგატივა მხოლოდ სამ რგოლს აქვს: საქართველოს პრეზიდენტს, არანაკლებ 200000 ამომრჩეველს და საქართველოს პარლამენტს. კერძოდ, დეპუტატების ერთ მეხუთედს, სათანადო დასაბუთების საფუძველზე, შესაბამისი ხელმოწერებით დადასტურებული წერილობითი ფორმით, შეუძლია პარლამენტში დასვას რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი, რაც უნდა განხილულ იქნეს მისი მიღებიდან არა უგვიანეს 20 დღისა, მაგრამ საკითხზე გადაწყვეტიელბა მიღებულად ითვლება და მოთხოვნა პრეზიდენტს წარედგინება, თუკი მას მხარს პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა დაუჭერს. თუკი რეფერენდუმს პრეზიდენტი საკუთარი ინიციატივით დანიშნავს, უნდა ჩატარდეს მისი მოწყობის მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. ჩვეულებრივ ვითარებაში კი, რეფერენდუმი იმართება არა უადრეს ორი თვისა და არა უგვიანეს ექვსი თვის განმავლობაში. პრეზიდენტი, აგრეთვე, უფლებამოსილია დაადგინოს რეფერენდუმის გამართვის სხვა ვადაც, როცა არსებობს განსაკუთრებული შემთხვევა. რეფერენდუმის ცენტრალურ სარეფერენდუმო კომისიაში კი, რომელიც ამზადებს და აწყობს საერთო სახალხო კენჭისყრას, იგულისხმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც მოქმედებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საუბნო საარჩევნო კომისიების შექმნისთვის დადგენილი წესით. ამდენად, საქართველოში რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციის ნაწილი დღეს შესაძლებლად მიიჩნევს, სადაც საკითხზე სასურველი შედეგი პრეზიდენტის გადადგომის კონსტიტუციურად გარანტირებული უპირობო შემთხვევა იქნებოდა, თუმცა თავად რეფერენდუმის ინიციატივაში გაჩნდა რამდენიმე პასუხგაუცემელი კითხვა. პირველი, თუკი პრეზიდენტი მართლაც დანიშნავს რეფერენდუმს, ოპოზიციის ნაწილისთვის, რომელიც დღემდე ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არალეგიტიმურია, (2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად) იქნება თუ არა რეფერენდუმის დანიშვნა ამ იდეის უგულვებელყოფა?! ასევე, მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმურობის სასარგებლოდ გადაწყდებოდა თუ არა საკითხი, თუკი მოსახლეობის უმრავლესობა არ დაეთანხმებოდა პრეზიდენტის გადადგომას, რაც მას 2013 წლამდე ხელისუფლების შენარჩუნების კანონიერ საფუძველს მისცემდა? კანონი ამბობს, რომ "რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა ან გაუქმება შეიძლება მხოლოდ რეფერენდუმით." ასევე, "ერთსა და იმავე საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნა არ შეიძლება ერთი წლის მანძილზე იმ დღიდან, როდესაც ოფიციალურად გამოქვეყნდა ამ საკითხზე გამართული რეფერენდუმის შედეგები." როგორ წარმოგვიდგენია, ისეთი საკითხის გადაწყვეტა, როგორიც პრეზიდენტის გადადგომაა, რამდენად მიღწევადია ამ საკანონმდებლო ნორმებით?! ვინ იძლევა იმის გარანტიას, რომ სარეფერენდუმო კომისია, იგივე ცენტრალური საარჩევნო კომისია, წარსული პრაქტიკიდან გამომდინარე, დღეს იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური, ან იმდენად ნდობაგამოცხადებულია სასამართლო ხელისუფლება, კანონით დადგენილი წესით, რეფერენდუმის შედეგები ბათილად გამოაცხადოს?! მაშასადამე, ხელისუფლებას აქვს ტაქტიკა რეფერენდუმის იდეა მიიღოს ან უარი ისევ კანონის ნორმებით დაასაბუთოს: "რეფერენდუმის გამართვა არ შეიძლება საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში ან ქვეყნის საომარ მდგომარეობაში ყოფნისას."პრეზიდენტს საამისოდ მძლავრი არგუმენტიც აქვს – ომი რუსეთთან და მისი განახლების პერსპექტივები.
ოპოზიციის ნაწილის მხრიდან რეფერენდუმის დანიშვნის მოთხოვნას ხელისუფლება "მეტ დემოკრატიას" უპირისპირებს და საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელებას აპირებს. ხელისუფლება აქაც რეფერენდუმის იდეით გამოდის. პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივით, იზრდება პარლამენტის უფლებამოსილება და ამის პროპორციულად, სუსტდება პრეზიდენტის ძალაუფლება, მაგრამ ეს ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.
პრეზიდენტს უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში, პარლამენტის დათხოვნის უფლება ექნება მხოლოდ ერთხელ. თუ ამ ვადის განმავლობაში კვლავ წარმოიშვა პარლამენტის დათხოვნის საფუძვლები, მეორედ პარლამენტის დათხოვნის საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმის გზით და მისი შედეგების საფუძველზე. თუკი რეფერენდუმში მონაწილეთა ნახევარზე მეტმა მხარი დაუჭირეს პარლამენტის დათხოვნას, პარლამენტი დათხოვნილად ჩაითვლება და ტარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თუ რეფერენდუმში მხარდაჭერილი არ აღმოჩნდა პარლამენტის დათხოვნა, რეფერენდუმის შედეგების შეჯამებიდან 45-ე დღეს, ტარდება საქართველოს პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები.
წარმოდგენილ კანონპროექტში ვხვდებით ისეთ ხარვეზსს, რომელიც შესაძლოა უარყოფით გავლენა მოახდინოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა არის დროის ფაქტორი – განვიხილოთ შემთხვევა, როდესაც პარლამენტმა სამი თვის განმავლობაში არ დაამტკიცა მთავრობის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი, რაც მისი დათხოვნის ერთ-ერთი კონსტიტუციური საფუძველია, მაგრამ, ვთქვათ, პრეზიდენტს უკვე დათხოვნილი ჰყავს ერთხელ პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადაში, მაშინ საკითხი უნდა გადაწყდეს რეფერენდუმზე, რომელიც, თავის მხრივ, კანონით განსაზღვრულ ვადებში უნდა ჩატარდეს. დავუშვათ, რეფერენდუმზე ხალხი დათანხმდა პარლამენტის დათხოვნას, მაშინ საჭირო იქნება რიგგარეშე არჩევნების ჩატარება, რაც ასევე მოითხოვს დამატებით დროს. სრულად ახალი პარლამენტის დაკომპლექტებამდე, დაახლოებით 6 თვე იქნება საჭირო, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტი კი, რომელსაც პრეზიდენტი სპეციალური დეკრეტით ამტკიცებს, საჭიროებს ახლადარჩეული პარლამენტის თანხმობას, მისი უფლებამოსილების ცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში. გამოდის, რომ იმ წელიწადის ბიუჯეტი, რომლის ნახევარზე მეტი უკვე გასულია, მოქმედებს ისე, რომ მას არ გააჩნია პარლამენტის ნდობა.
კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთი ცვლილებების მიზანს საქართველოს პარლამენტის დათხოვნის უფლების შეზღუდვა და პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის დასმის პროცედურის სრულყოფა წარმოადგენს, საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილებათა გაზრდა, პრეზიდენტისა და პარლამენტის უფლებამოსილებათა ეფექტიანი დაბალანსება, საქართველოს პარლამენტის წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების გაზრდა, თუმცა კონსტიტუციონალისტების აზრით, ერთ-ერთი საკამათო საკითხი პოლიტიკური კრიზისის დაძლევისათვის რეფერენდუმის შემოტანაა, მით უფრო, როცა მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს დაპირისპირების შემთხვევაში, რეფერენდუმზე პარლამენტისა და პრეზიდენტის ნდობის საკითხი დგება. გარდა ამისა, განსახორციელებელი ცვლილებების მიმართ, სულ უფრო მეტად იკვეთება ახალი რეალობები – თუკი კონსტიტუციაში ცვლილებები ახლა შევა, არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა დაითხოვოს პარლამენტი. მიხეილ სააკაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს უკვე არა ოპოზიციის ზეწოლის შედეგად ჩაატარებს, არამედ გადაწყვეტიელბას კონსტიტუციის მოთხოვნით გაამართლებს. თუკი ახალ საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, მაშინ რეალური უნდა გახდეს მთავრობასა და პარლამენტს შორის დაპირისპირება. პრეზიდენტს უფლება ექნება არსებული პოლიტიკური დავა ისევ კონსტიტუციის საფუძველზე გადაწყვიტოს – რეფერენდუმზე გაიტანოს, როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის ნდობის საკითხი. კონსტიტუციის მოცემული მოდელი პრეზიდენტს კანონით მუდმივი მანიპულირების საფუძველს აძლევს. ამიტომ, თუ ამ ფაქტორებს გავითვალისწინებთ, ძნელია, რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის ხავერდოვნად შეცვლა ვივარაუდოდ.

არჩილ კაიკაციშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48