საქართველო რუსეთის სატელიტი გახდება? » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : საქართველო რუსეთის სატელიტი გახდება?
ნანახია: 1688

სატრანსპორტო-სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას აკავშირებს, ამ ქვეყნების ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს. თუმცა ეკონომიკურ სარგებლიანობასთან ერთად, რაც მაგისტრალს მოაქვს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ის ქვეყნისთვის საშიშროებისაც წარმოადგენს. იმდენად რამდენადაც, გზიდან ყოველთვის კეთილი სტუმრები არ მოდიან, მთავარი მაგისტრალების მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტიები ქვეყანამ უნდა შეიქმნას. მაგალითისთვის, უახლოეს წარსულში, როკის გვირაბის პრეცედენტი გავიხსენოთ. რომ არა ეს გადმოსასვლელი, რუსეთის ფედერაციას კავკასიონის რთული რელიეფური აგებულებიდან გამომდინარე, თავისი ჯარის დიდი რაოდენობით შემოყვანა გაუჭირდებოდა. თუმცა, როკის გვირაბი ჯერ კიდევ საბჭოთა დროს გაიჭრა და მას ახლანდელ ხელისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს.
გასულ თვეს საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი, სერჟ სარქისიანი სტუმრობდა. მიხეილ სააკაშვილმა, თავის სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ახალ ქართულ-სომხურ კონსორციუმზე ისაუბრა, რომლის მეშვეობითაც, საქართველოს ტერიტორიაზე ახალი გზა აშენდება და იგი ერევანს ბათუმთან და თბილისთან დააკავშირებს. აღნიშნული კორიდორი ექსპლუატაციაში ორ წელში შევა და იგი სომხეთის გზას შავი ზღვისკენ 30%-ით შეამცირებს. სომხეთის ტრანსპორტის მინისტრი, გურგენ სარქისიანი მიიჩნევს, რომ ეს გზა სომხეთის ეკონომიკისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
ერევანი-ბათუმის დამაკავშირებელი ახალი პროექტი, ექსპერტთა შორის უკვე განხილვის საგანია. ნაწილი ექსპერტებისა ამ ჩანაფიქრში რუსულ კვალს ხედავს. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ასკვნის, რომ სომხეთის პოზიციების ზრდა საქართველოში პირდაპირპროპორციულად აძლიერებს რუსეთს ამ რეგიონში: "ისტორიულად, სომხეთი ყოველთვის ოცნებობდა ზღვაზე გასასვლელის მოპოვებაზე. ამ შემთხვევაში, რუსულ-სომხური სტრატეგიული მოკავშირეობიდან გამომდინარე, ეს უფრო რუსული პროექტია ვიდრე სომხური. ის უფრო მეტი საფრთხის შემცველია, ვიდრე როკის გვირაბი, რადგან მთლიანად ცვლის ძალთა თანაფარდობას ამ რეგიონში. კავკასიაში სომხეთის პოზიციების გამყარება, ასუსტებს აზერბაიჯანსაც. ეს პროექტი საქართველოს სახელისუფლებო ინიციატივაა. ვინაიდან ხელისუფლებამ ქართული კაპიტალის დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა და აწარმოა ომი, რომელშიც ახალი ტერიტორიები დაკარგა, ნებსით თუ უნებლიედ, მალე მივალთ იმ მდგომარეობამდე, როცა საქართველო რუსეთის სატელიტი გახდება, მსგავსად სომხეთისა, უბრალოდ, ამას არ აღიარებს."
სამხედრო და უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი, კობა ლიკლიკაძე ხელისუფლებას ურჩევს, მსგავსი პროექტების განხორციელებისას სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები გაითვალისწინოს, რადგან საფრთხე სხვადასხვაგვარია, თუნდაც დემოგრაფიული:
"კარგია ყველა გზა, ხიდი და გვირაბი, რომელიც ორ ქვეყანას აკავშირებს, მაგრამ ამ გზებზე, ზოგჯერ ტანკები და საარტილერიო დანადგარები მოძრაობენ. არა მგონია, ამ პროექტში ორი სახელმწიფოს მხრიდან რაიმე კონსპირაციებს ჰქონდეს ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, არგუმენტირებული მოსაზრებები პროექტის ვარგისიანობასა და უსაფრთხოებაზე ჯერაც არ მომისმენია.~
ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი კატეგორიული შეფასებებისგან ჯერჯერობით თავს იკავებს, მაგრამNაღნიშნული სატრანსპორტო გზის მაღალრისკიანობაში დარწმუნებულია:
"არსებობს საკითხები, რაზეც ამ ეტაპზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, ისე კი ერევანი-ბათუმის სატრანსპორტო მაგისტრალი უსაფრთხოების თვალსაზრისით, სერიოზულად განსახილველია."
აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ექსპერტები რეგიონში საქართველოს სატრანზიტო როლის დასუსტებაზეც საუბრობენ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც სომხეთსა და თურქეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები შეიცვალა. მათ შორის აქტიურად იხილება ყარსი-გიუმრის სარკინიგზო მაგისტრალის რეკონსტრუქცია, რომელიც ბაქო-ახალქალაქი-ყარსის პროექტში საქართველოს მონაწილეობის მნიშვნელობას ამცირებს. ხელშეკრულება ქართულ, თურქულ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის რკინიგზის ხაზის მშენებლობის შესახებ, თბილისში, 2007 წელს გაფორმდა და იმავე წელს, საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო. მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ნაწილის მშენებლობას აზერბაიჯანი უზრუნველყოფს და ამისთვის საქართველოს, 25 წლის ვადით, 200 მლნ დოლარის ოდენობის სესხი უკვე გამოუყო.
პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გაზეთ "ალიასთან~ ინტერვიუში სენსაციურ ინფორმაციას ახმაურებს. მისი თქმით, აღნიშნული მაგისტრალის საქართველოს ნაწილის მშენებლობა საერთოდ გაჩერებულია. გაზეთი "ბანკები და ფინანსები~ ინფორმაციის გადასამოწმებლად ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უშედეგოდ. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან ამ საკითხზე პასუხს დღემდე ველით. თავის მხრივ, კი "აზერბაიჯანული რკინიგზის~ წარმომადგენლების განცხადებით, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტს თურქულ-სომხური რკინიგზის რეაბილიტაცია ხელს არ შეუშლის.


მარიამ შონია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48