ვოვას ისევ მიშა ურჩევნია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ვოვას ისევ მიშა ურჩევნია
ნანახია: 638

ვოვას ისევ მიშა ურჩევნიანინო ბურჯანაძე ხელისუფლების პირისპირ მარტო დარჩა

ქვეყანა 1990-იანი წლების დასაწყისზე უფრო მასშტაბური სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზეა


ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

- ბატონო ვაჟა, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს პერიოდში, მოსალოდნელია თუ არა არეულობები და რევოლუცია?
- რევოლუციისთვის აუცილებელ მუხტს დღევანდელ საქართველოში ვერ ვხედავ, მაგრამ სახეზეა საზოგადოების უკიდურესი პოლარიზაცია, მოსახლეობის პერმანენტული პაუპერიზაცია-გაღატაკება, უპერსპექტივობის განცდა პიკს აღწევს. ეს კი, თავისთავად, წინაპირობას წარმოადგენს, რომ ეს მუხტი ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდეს. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი ხელისუფლება არაადეკვატურია, ერთიმეორის მიყოლებით დგამს ნაბიჯებს ქართველი ხალხის ნების წინააღმდეგ და თითქოს გამოიწვია კიდეც ქართული საზოგადოება – მე ასე მინდა და თქვენ უნდა დაემორჩილოთ ჩემს, ჩვენს სურვილებს, რამდენადაც ჩვენ ვართ რეფორმატორები, ჩვენ გვინდა ახალი საქართველო, ტრადიციული მენტალობისგან თავისუფალი და, შესაძლოა, ქართველებისგან თავისუფალიც, სადაც მიწები იქნება უცხოელების ხელში, ასევე ტყეები, მდინარეები, ტბები და წყალ-ჭალა, ბიზნესები იქნება ძირითადად უცხოელების და რამდენიმე ქართული ოჯახის, საქართველოს ემიგრაციაში წასვლისგან გადარჩენილი მოსახლეობა კი დასაქმებული იქნება ძირითადად მომსახურების სფეროში. ისინი ეთნოგრაფიულ მუზეუმებში ჩოხებსა და ჩიხტი-კოპებში გამოწყობილები ტაშ-ფანდურით გაართობენ აქ ფულის საკეთებლად და დასასვენებლად, ანდა სულაც საცხოვრებლად ჩამოსულ არაბებს, ჩინელებსა და ინდოელებს, პაკისტანელებსაც, რასაკვირველია. გულდაწყვეტილებს არც თურქებს და ირანელებს დავტოვებთ. ასეთი გრძელი მონოლოგი იმიტომ მოგასმმენინე ზურაბ –ბატონო, რომ ვითარების მთელი დრამატიზმი შეიგრძნოს მკითხველმა და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ყველამ გაიცნობიეროს: საქართველოს სუვერენიტეტი იმდენად დამცრობილია, რომ მომავალი ხელისუფლების ვინაობა, ახლანდელის დატოვების თუ ახლის, ამხანაგ პუტინისა და მისტერ ობამას ერთ-ერთი კონფიდენციალური შეხვედრის ჩვეულებრივი, ტრივიალური პასაჟი იქნება.
მე მიმაჩნია, იმის მიხედვით, რასაც ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ვოვას ისევ მიშა ურჩევნია. პრეზიდენტი სააკაშვილი მათთვის მოსახერხებელი და იოლად პროგნოზირებადი პოლიტიკოსია, ან კიდევ, თუ ჩახედავთ რუსულ ვებ-გვერდებს, ნახავთ, როგორ ღელავენ რუსი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები სააკაშვილის ხელისუფლების მომავლის გამო. აი, როგორ შესტკივა გული აქ შექმნის არასტაბილურობაზე კონსტანტინე ზატულინს, პუტინის ერთ-ერთ საუკეთესო მეხოტბეს. იგი პირდაპირ მოუწოდებს რუსებს, არ დაეხმარონ ქართულ ოპოზიციას.


ოქრუაშვილი ისე წავიდა პოლიტიკიდან, რომ იქ არც კი მისულა

- რა მოხდება 25 მაისს, იქნება თუ არა შეტაკებები მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის, ხომ არ დაასუსტა პროტესტანტების პოტენციალი ოქრუაშვილის უარმა – ჩამოსულიყო თბილისში?
- მე ვფიქრობ, რომ რაღაც მომენტში ხელისუფლებას ნერვები უმტყუნებს, იგი ვერ გაუძლებს ცდუნებას, აჩვენოს თავისი ძალა, იგი არ შემოიფარგლება საპროტესტო აქციების მონაწილეთა თვალთვალით, დევნით, დაპატიმრებებით და შურისძიებებით და ამ დღეებში სასტიკად გაუსწორდება მომიტინგეებს. მითუმეტეს, ”ქართულმა პარტიამ” უარი თქვა ”სახალხო კრების” მხარდაჭერაზე. ”რვიანი” თავისი გზით მიდის, შალვა ნათელაშვილი, როგორც ყოველთვის, ასეთ დროს, ჩუმადაა, `ეროვნული ფორუმი” მოვლენებისგან დისტანცირებულია, მაშასადამე, ყველანი დაუპირისპირდნენ ნინო ბურჯანაძეს. მე ნინო ბურჯანაძის მეხოტბეთა რიცხვს არ ვეკუთვნი, მაგრამ მინდა ობიექტურად აღვნიშნო, რომ ასეთი ვითარება ბურჯანაძეს აძლიერებს. მან სწორად უთხრა უარი `ქართულ პარტიას~ ამ აქციების მიზნებისთვის ბრძოლაში გაერთიანებაზე, რაც, ცხადია, გამოიწვევდა ხელმძღვანელობის სადავეების ცნობილი პოპულისტების ძმები-გაჩეჩილაძეების ხელში გადასვლას. ბურჯანაძე არ შეცდა და მარტო დარჩენა ამჯობინა. როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს აქციები, ბურჯანაძეს ”ჩაო ნინოს” კი არ უმღერებენ, არამედ ის იქნება პოლიტიკოსი, რომელმაც უაღრესად ავტორიტეტულ ადამიანებთან - ნონა გაფრინდაშვილთან, გია ბურჯანაძესთან და სხვებთან ერთად მარტომ ”გაქაჩა” საერთოეროვნული მასშტაბის საპროტესტო აქცია. რაც შეეხება ოქრუაშვილის ბაქი-ბუქს, იგი ჯერ პოლიტიკაში არ მოსულა, ამიტომ, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩამოვიდოდა თუ არა თბილისში. სასაცილოა, როცა ხელისუფლება ამბობს, რომ მას, ჩამოსვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ. როგორ, აქ არ ჰყავდათ, ლამის საპატიო ესკორტით რომ ჩააბრძანეს გერმანიაში თუ საფრანგეთში, დაჭერა რომ ნდომოდათ, ასეთი პატივით გააცილებდნენ?



ჟურნალისტები და ნაგავი

- რამდენად ეთიკურია აქციების მონაწილეთა დამოკიდებულება ჟურნალისტებისადმი?
- პირდაპირ გეტყვით, არაეთიკური და დაუშვებელია. ჟურნალისტი მაშინაც მართალია, როცა ის თუნდაც შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრში მუშაობს და თავის უწყებისთვის ამზადებს მასალას. პოლიტიკოსმა, ან აქციის რიგითმა მონაწილემ, მიკროფონიანი ან დიქტოფონიანი ადამიანის დანახვაზე, არ უნდა დაიწყოს იმის გარკვევა, რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენს მოცემული ჟურნალისტი. როცა შენ აქციის ხელმძღვანელი ხარ ან აქციაში მონაწილეობ, საჯარო ქმედების აქტორი ხარ, ფაქტობრივად, საჯარო პირი ხდები და ყველას უნდა უპასუხო ყველა შეკითხვაზე. განსაკუთრებით ეხებათ ეს პოლიტიკოსებს. მტკიცე ნერვები და თავშეკავება მათთვის ელემენტარული აუცილებლობაა. ეს, როგორც წინა, ისე ამ აქციის მონაწილეებს, აკლიათ.
მეორეს მხრივ, საერთოეროვნული ტელევიზიების ჟურნალისტები და არამარტო ისინი, ბეჭდური და ინტერნეტმედიის წარმომადგენლებიც ბევრს სცოდავენ. მათ ავიწყდებათ, რომ სახელმწიფოს პროპაგანდისტულ მანქანას ემსახურებიან, ფაქტობრივად, სახელმწიფო მოხელეები არიან და იმ ქვეყნის მოქალაქეებისგან, სადაც ყველა არჩევნები ყალბდება, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და თავისუფალი ბიზნესი, შენიშვნები უნდა მოისმინონ მშვიდად.
ყურები გამოგვიჭედეს დაბალანსებულ ინფორმაციაზე საუბრებით დაგრანტულმა არასამთავრობოებმა და სახელმწიფო მედიის წარმომადგენლებმა. მათ გასაგონად და კატეგორიულად მინდა შევნიშნო: როცა თავისუფლების მოედანზე აქციის მონაწილეების მიერ დანაგვიანებულ ქვაფენილს და სკვერს აჩვენებ იქედნური კომენტარებით, იქვე უნდა აღნიშნო, რომ აქციის დღეს მოედანზე და სკვერში აღებული იყო ყველა სანაგვე ყუთი, არ მოდიოდა წყალი არცერთ `ფანტანში~ და 13-17 ათასი კაცის სანქცირებული შეკრების ადგილას მერიას არ მოუტანია და დაუდგამს ბიოტუალეტები, რომლებიც მას აქვს ასეთი საჭიროებისთვის. იგივე მდგომარეობაა კოსტავას ქუჩაზე, I არხის წინ. ამის შემდეგ შეიძლება ჟურნალისტს, ეს რომ ვითომ შეუმჩნეველი დარჩება, რამე პრეტენზია ჰქონდეს? არ შეიძლება, ჩემო მეგობრებო!



კორიდაზე მომაკვდავი ხარის ბღავილი და ტელევიზიასთან მომიტინგეების მიერ დაღვრილი ცრემლი

- რას იტყვით მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებზე, ვინ არიან ისინი, რამდენად რეალისტური და სამართლიანია მათი მოთხოვნები?
- ისინი საქართველოს ჩვეულებრივი მოქალაქეები, ქართული საზოგადოების ნაწილია. ყველამ უნდა გაიგოს – არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი იყვენენ და რამდენი არიან ისინი, 1000, 3000, 13 000. განა ვინმესთვის თბილისში ან გურჯაანში, გნებავთ, ახალციხეში უცნობია, რომ თუ არა სამართალდამცავების კანონდარღვევის ზღვარზე მოქმედება, აქციაში მონაწილეობის მსურველთა დაშინება, მძღოლებისთვის საბუთების წართმევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მათი რიცხვი გაცილებით მეტი იქნებოდა. მიმაჩნია, რომ მათ რაოდენობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ისინი ისევე ფიქრობენ საქართველოს მომავალზე, როგორც დავით ბაქრაძე, კახა ბენდუქიძე, თამარ ჩორგოლეიშვილი, მიშა თავხელიძე ან რობიკო სტურუა და პაატა ბურჭულაძე. ისინი არიან საქართველო, ხელისუფლება მათი მსახურია და არა პირიქით.
. . . მე პატარა ბიჭი არა ვარ, ბევრი სულის შემძვრელი მომენტი მინახავს ცხოვრებაში, რომელთაგან რამდენიმეს განსაკუთრებული მღელვარებით ვიხსენებ ხოლმე. და მათ შორის 9 აპრილს, დღისით, იმ ღამით რუსი სამხედროების მიერ დარბეული და დახოცილი ადამიანების პატივსაცემად ქუჩებში მოძრავი ავტომანქანების კოლონები გაბმული სიგნალებით, როგორც დაჭრილი და უკვდავი ქართული სულის ამოძახილი. კიდევ ერთ ასეთ შემძვრელ მომენტს გავიხსენებ – არაფერი მსმენია იმაზე თავზარდამცემი და აუტანელი, რაც არის კორიდაზე, არენაზე სასიკვდილოდ დაჭრილი მომაკვდავი ხარის ბღავილი. მე კორიდაზე ვიყავი ერთხელ და, ალბათ, არასოდეს წავალ. ასეთივე სულისშემძვრელი მომენტი იყო და, იმედია, გადაჭარბებად არ ჩამითვლით, როდესაც ტელევიზიის წინ შეკრებილ ხალხს გამოუცხადეს, რომ ოქრუაშვილი თბილისში აღარ ჩამოვიდოდა, ხოლო გაჩეჩილაძეები აქციაზე აღარ მოვიდოდნენ, ქალბატონების ერთმა ნაწილმა იტირა, ხოლო კაცების ნაწილს თვალზე ცრემლი მოერია. იქნებ მათთვის იმ წუთას რაღაც იმედი მოკვდა, შეიძლება არარეალური და ილუზორული, მაგრამ მაინც იმედი. ამ ხალხს არ აქვს არავისი იმედი, სახელმწიფო მათზე არ ზრუნავს, სამუშაოს ვერ შოულობენ, უფლებებიც კი არ აქვთ და მხოლოდ პროტესტში, მათ მოსმენასა და შესმენაშია რომ ბჟუტავს ხვალინდელი დღის პერსპექტივა. და როცა თბილისის მიერ გულცივად მიღებული ეს შეჭირვებული ქართველები ბოლო იმედსაც დაემშვიდობნენ ოქრუაშვილის, გაჩეჩილაძეების და სუბარის სახით, ცრემლი ვეღარ შეიკავეს.
ეს შემაძრწუნებელი სურათი იყო.
ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს, ისინიც, ვისაც ეს ეხება, ხელისუფლების ჩათვლით და ისინიც, ვინც ამ ხალხის ტრაგედიის გაქილიკებით კარიერას იკეთებს და კეთილდღეობას იწყობს.
- გმადლობთ.

ესაუბრა ზურაბ კუკულაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48