გიული ალასანია უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : გიული ალასანია უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს
ნანახია: 445

გიული ალასანია უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებსრესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, პრეზიდენტ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, თავისი შვილის გაპრეზიდენტების შემდეგ აქტიურ ბიზნესსაქმიანობას ეწევა და ქვეყნის უმაღლესი განათლების სფეროს აკონტროლებს. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის მდივანმა, საკრებულოს წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. არნიშნულ საკითხზე თინა ხიდაშელმა "ბ&ფ-სთანაც ისაუბრა.
- ქ-ნ თინა, თქვენ გააკეთეთ განცხადება პრეზიდენტ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ბიზნესსაქმიანობის შესახებ. თქვენი ინფორმაციით, როდიდან იწყება მისი ბიზნესსაქმიანობა და რა სფეროები მის ბიზნეს-ინტერესებს.
- ქ-ნ გიულის ბიზნესსაქმიანობა 2004 წლიდან იწყება, მას შემდეგ, რაც სააკაშვილი როდესაც პრეზიდენტი გახდა. გიული ალასანია 2004 წლის ზაფხულში ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აფუძნებს საზოგადოებრივ მეცნიერებათ სკოლას, რომელიც მალე დამოუკიდებელ უნივერსიტეტად - საქართველოს უნივერსიტეტად გადაკეთდა. ტექნიკური უნივერსიტეტის მაშინდელმა რექტორმა რამაზ ხუროძემ უნივერსიტეტის წილი სიმბოლურ ფასად - 200 ლარად სწორედ გიული ალასანიას დაუთმო. ეკონომიკის სამინისტრომ მას პირდაპირ გადასცა კოსტავას #77-ში მდებარე ტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე არსებული ფართიდან 1,240 კვ.მ, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთითურთ, ხოლო საიჯარო ქირად მხოლოდ 250 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, სახელმწიფო ქონების მითვისება ამით არ დასრულებულა.
ქალბატონმა გიულიმ წერილობით მიმართა ვაკე-საბურთალოს გამგეობას და მის სარგებლობაში არსებული შენობისთვის განსხვავებული მისამართის მინიჭება მოითხოვა, რაც დაუყონებლივ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, დღეს ტექნიკური უნივერსიტეტის ყოფილ კორპუსს, რომელშიც გიული ალასანიას უნივერსიტეტია განლაგებული, კოსტავას #77ა მისამართი აქვს, ნაცვლად #77-ისა. აღნიშნულ მისამართზე არსებული სპორტული მოედნები და მიწის ნაკვეთი, სულ 9 237 კვ. მ., საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათ უნივერსიტეტმა 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან აუქციონზე 305 000 აშშ დოლარად შეიძინა. ეს ფასი კოსტავას გამზირზე არსებული მიწის ნაკვეთისთვის საბაზრო ღირებულებებზე გაცილებით ნაკლებია. რაც იმის ნიშნავს, რომ გიული ალასანიამ საკუთარი სტატუსი და პრივილეგია სახელმწიფო ქონების მისათვისებლად გამოიყენა.
გარდა საქართველოს უნივერსიტეტში არსებული წილისა, გიული ალასანია შავი ზღვის უნივერსიტეტის პრორექტორიც არის. 2009 წელს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით მან აუქციონზე ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 14% შეიძინა.
საქართველოს პრეზიდენტმა 2007 წლის 22 მარტს გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც, კახეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 101 222კვ.მ მიწის ნაკვეთი სიმბოლურ ფასად გადასცა თავისი დედის საკუთრებას, - შავი ზღვის უნივერსიტეტს.
ალასანიას ასევე არის საქართველოს უნივერსიტეტში არსებული შპს ,,საუნივერსიტეტო ავეჯისა~ და კაფე ,,ხადილის~ დამფუძნებელი. კაფეს ყოველდღიურად 1000-მდე მომხმარებელს ემსახურება. გარდა ამისა, კაფეში იმართება კონფერენციები, ტრენინგები და პრეზენტაციები. საინტერესოა, სადაც კაფეა განთავსებული, როგორ მიიღო ალასანიამ ეს ქონება, რამდენი გადაიხადა და რა უფლებამოსილების ფარგლებშია ეს ქონება. რა სარგებლობას იღებენ აქედან სტუდენტები, რომელთა სასწავლო ფართშიც განთავსებულია კაფე, თუ სარგებელს იღებენ მისი დამფუძნებლები ქ-ნ ალასანია და მანანა სანაძე. თუ ეს უნივერსიტეტის დამხმარე სამეწარმეო საქმიანობაა, გასაგებია, მაგრამ ას ეარ არის, რადგან ის ცალკე იურიდიულ პირადაა რეგისტრირებული.
- რატომ გახდა თქვენთვის დღეს ასე აქტუალური გიული ალასანიას ბიზნესსაქმიანობა?
- მთელი ამ დოკუმენტაციის გამოქვეყნება იყო პასუხი მარტივ თემაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე ხნის წინ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის ოჯახში, მისი პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, არვის ბიზნესის ნიჭი არ აღმოჩენია. დედამისი არ არის ერთადერთ, ვისაც ბიზნესის კეთების ნიჭი აღმოაჩნდა, საკაშვილის პრეზიდენტად გახდომის შემდეგ. თუმცა ამჯერად მხოლოდ დედაზე ვსაუბრობთ. სხვა წევრების რიგიც მოვა, ისევ როგორც სახელისუფლებო პოლიტიკური ელიტის სხვა წარმომადგენლების. მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო გამოსვლაზე პასუხად დავიწყე სერიალი, რომელიც ბატონი კოხოძით დაიწყო. ბევრი დოკუმენტი გამოვაქვეყნეთ არჩილ გეგენავას, დავით კეზერაშვილის, ნიკა რურუას კორუფციული გარიგებების შესახებ. ეს, რა თქმა უნდა, გაგრძელდება.
- ქ-ნ თინა ელიტარული კორუფციის რამოდენიმე წარმომადგენელი ამხილეთ. რა შეიცვალა ამით? იყო თუ არ ხელისუფლების მხრიდან რაიმე გამოხმაურება?
- იყო პატარა ცვლილება. მაგალითად, ბ-ნ გეგენავა, რა თქმა უნდა, ისევ იგებს ტენდერებს, როგორც მანამდე იგებდა. მოგება გამიგია, როდესაც კონკურენცია არსებობს და არა ის, რომ მარტო მონაწილეობ ტენდერში და შენთვის აცხადებენ მას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ,"იგებ", მაგრამ ეს არ არის მოგება, ეს არის - ბიუჯეტიდან ფული მოგეცი. შეიცვალა ის, რომ რამდენიმე ტენდერში გეგენავას გამოუჩნდა კონკურენტი. როდესაც,
ნახევარ მილიონიანი კონტრაქტი ცხადდება საკვები პროდუქტების შეძენა-შესყიდვაზე და მონაწილეობს ბ-ნ გეგენავას ,,საკვები პროდუქტების იმპერია" და ორი ფიზიკური პირი, აქ უკვე ყველაფერი ნათელია. არ ვიცი, ვინ არიან ეს ფიზიკური პირები, არ გამიკვირდება თუ სულაც გეგენავას თანამშრომლები აღმოჩნდებიან, რომლებსაც შეიძლება ტენდერში ფორმალურად მიაღებინა მონაწილეობა.
ამით დავის ფორმალური საფუძველი გამოგვაცალეს, რათა ვეღარ ვთქვათ, რომ ისინი მარტო მონაწილეობენ ტენდერში, რომ არის კონკურენცია და კონკურენციაში ძლიერმა გაიმარჯვა.

ესაუბრა მთვარისა ჭიღლაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48