ნანახია: 484
რა რაოდენობის სასოფლო-სამეურნეო მიწებია გასხვისებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ამის შესახებ საჯარო რეესტრში ინფორმაცია არ აქვთ. ამიტომ გაუგებარია, სად არეგისტრირებენ უცხოელები მიწის ნაკვეთებს, რომლებსაც საქართველოში ყიდულობენ. მაგალითად, გორის რაიონში სადავო საძოვრები 100%-ით კანადელი ინდოელის ჯანგპალ სინგჰის მფლობელობაშია. საჯარო რეესტრში განმარტავენ, რომ უცხოელები ამ მიწებს ქართველ პარტნიორებთან ერთად ყიდულობენ და მიწა სწორედ ამ უკანასკნელების სახელზე რეგისტრირდება. თუმცა, გორის რაიონის სოფელ ზეზღულეთის მოსახლეობასთან დაპირისპირებული ინდოელი ბიზნესმენის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ სოფლის 75 ჰექტარი ნაკვეთი 100%-ით ინდოელ მფლობელს ეკუთვნის. გარდა ამისა, კახეთში შირაქის ველზე ისრაელის მოქალაქეებმა რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწა იყიდეს. საჯარო რეესტრში კი აცხადებენ, რომ უცხოელებზე არცერთი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი არ რეგისტრირდება. სასოფლო მიწების მასობრივი გაყიდვა ახალი წლიდან დაიწყო. ეკონომიკის სამინისტროს აუქციონზე დაახლოებით 700 ათას ლარად შეფასებული მიწა აქვს გასაყიდად გამოტანილი. მანამდე მან დაახლოებით 3,5 მილიონად მიწების ნაწილი უკვე გაასხვისა. საქართველოში ერთი ჰექტარი ნაკვეთის ღირებულება 1000-დან 3000-მდე ლარი ღირს. ექსპერტ პაატა კოღუაშვილის შეფასებით, იმიგრაციული ნაკადების უკონტროლობა და საქართველოს მოქალაქეების გაღარიბება რეალურ საფრთხეს ქმნის, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა განსაკუთრებით ფრთხილად ეკიდება სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხს. ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში (ირლანდია, ჩეხეთი) სახელმწიფო დონეზე იკრძალება ან იზღუდება სასოფლო-სამეურნეო მიწის სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის გადაცემა. მსგავსი დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი თურქეთში, ავსტრიაში, იაპონიაში, ისლანდიაში, ახალ ზელანდიასა და მექსიკაში.
|