მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოში
ნანახია: 440

მოხდება თუ არა რევოლუცია საქართველოშივაჟა ბერიძე: ოპოზიციის დაწყებული თუ დაანონსებული აქციები სააკაშვილთან ვაჭრობის მორიგი რაუნდისთვის ნიადაგის მომზადებაა

პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, "ქართული პარტიის” მიერ უკვე დაწყებული და ნინო ბურჯანაძის მოძრაობის მიერ დაანონსებული უწყვეტი, ხანგრძლივი საპროტესტო გამოსვლები, მიზნად მიხეილ სააკაშვილთან ვაჭრობის მორიგი რაუნდის ჩატარებისთვის ნიადაგის მომზადებას ემსახურება.
როგორც პოლიტოლოგმა "მედინიუსს” განუცხადა, "ნაციონალურ მოძრაობას’ "ქართულ პარტიასა” და ნინო ბურჯანაძეზე ზეწოლის ძლიერი ბერკეტები გააჩნია, რაც ამ უკანასკნელების სააკაშვილთან გარიგებაზე წასვლას გამოიწვევს.
ბერიძის აზრით, მიუხედავად საქართველოში არსებული სოციალური პრობლემებისა, დღეისთვის ხალხში რევოლუციური პოტენციალი მაინც არ ჩანს, რასაც რამდენიმე სიღრმისეული მიზეზი აქვს.
"სიმართლე გითხრათ, მე დღეისთვის ხალხში რევოლუციურ პოტენციალს ვერ ვხედავ. ამას აქვს მთელი რიგი სღრმისეული მიზეზები. ამიტომ, რევოლუციის თემის ანგაჟირება ხელოვნურად გამოგონილ კამპანიად მესახება. საშუალებები, რომლითაც "ქართულმა პარტიამ”, გნებავთ, სხვა პოლიტიკურმა ძალებმა, მიზანს უნდა მიაღწიონ, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს და შესაძლოა, გარკვეული წარმატებაც მოიტანოს, მაგრამ თუ ჩვენი ხალხის განწყობას დავაკვირდებით, ქუჩაში გამოსვლის და პერმანენტულ აქციებში მონაწილეობის სურვილს ვერ დავინახავთ. მეტსაც გეტყვით: ვარიანტი რომელსაც ~ქართული პარტია” ხელისუფლების შეცვლისთვის გვთავაზობს, გულისხმობს უწყვეტ და ხანგრძლივ საპროტესტო გამოსვლებს. ხანგრძლივი აქციებისთვის კი, უპირველეს ყოვლისა, მოსახლეობა უნდა იყოს მზად, მაგრამ მზადყოფნისთვის ხალხი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყოველდღიური სარჩო-საბადებლით. ეს ხალხი, მართალია, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ღარიბია, ღატაკია და, რაც მთავარია, პერსპექტივას ვერ ხედავს, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ხვალ უკეთესი მომავალი ექნება, მაგრამ კაცი რომ ქუჩაში გამოვიდეს და რამდენიმე დღის განმავლობაში აქციებზე იდგეს, მას სახლში ელემენტარული ლუკმა-პური მაინც უნდა ეგულებოდეს. ხელისუფლებამ ეს იცის და ისიც იცის, რომ დღეს საქართველოში ამის შესაძლებლობა მოსახლეობის 5 პროცენტის გარდა, რომელიც უზრუნველყოფილია და იმ 100 ათასი ადამიანის გარდა, რომლის ხელფასი ბიუჯეტში 1 მილიარდ 100 მილიონ ლარად არის გაწერილი, არავის აქვს. მე მაინტერესებს, მაშინ ვინ უნდა გამოვიდეს ქუჩაში და მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო პროცესში?! ღატაკ ადამიანს აქციებზე დგომას ურჩევნია, იმათხოვროს ან რაღაც დროებითი სამუშაო შეასრულოს, რომ როგორმე ოჯახი დააპუროს, ფინასურად უზრუნველყოფილები კი ცხადია, ქუჩაში არ გამოვლენ”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა, რომ სხვა შემთხვევაში საპროტესტო პროცესების ორგანიზატორმა ძალებმა ფინანსები უნდა გამოაჩინონ, რომლის მეშვეობითაც აქციის მონაწილეების კვებას და გადაადგილებას უზრუნველყოფენ.
~ასეთი ფულის გამოჩენას იგივე ~ქართული პარტია” ვერ გაბედავს და არა იმიტომ, რომ არ შეუძლია. ამ პოლიტიკურ ძალას ჯერჯერობით ისიც კი არ დაუსახელებია, თუ საიდან აფინანსებს მაგალითად, ოფისს. გამოდის, რომ "ქართული პარტია” "ნაციონალური მოძრაობის” დაჯგუფებას ებრძვის მისივე მეთოდებით, რადგან ჩვენ არც ~ნაციონალური მოძრაობის” ფინანსური წყაროები ვიცით 2003 წლიდან დღემდე და არც არასდროს გვცოდნია.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, საქართველოში ?ევოლუცია ზემოდან მოსალოდნენლი არ არის, რადგან ?ვემოთ სიჩუმეა. "ქართულმა პარტიამ” თუ უნდა ხალხი ჩაიყვანოს რეგიონებში და სუფრები გაუშალოს, მაინც არაფერი შეიცვლება. ეს ყველაფერი ჟარგონზე, რომ ვთქვათ ~ქართული პონტია” _ ჩავედით, ვიქეიფეთ, ხალხი შევანჯღრიეთ და წამოვედით. მომიტევონ ისეთმა პატივსაცემმა ადამიანებმა, როგორებიც არიან ლევან გაჩეჩილაძე, ეროსი კიწმარიშვილი, სხვები, გნებავთ, სხვა პარტიის წარმომადგენლებმა: მაგალითად, ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც ხელისუფლების შეცვლის საკითხში იმავე ტაქტიკით მოქმედებს, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ყველაფერი არასერიოზულია. მე ეს მაინც რაღაც ნიადაგის მომზადება მგონია მიხეილ სააკაშვილთან ვაჭრობის მორიგი რაუნდის ან აუქციონის ჩასატარებლად”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა, რომ მიუხედავად საზოგადოებაში გავრცელებული შეხედულებისა ბურჯანაძის გულწრფელობასთან დაკავშირებით, ‘ნაციონალური მოძრაობის” წვრებმა მაინც იციან, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სააკაშვილთან გარიგებაზე წამსვლელია.
"ყველა თანხმდება იმაზე, რომ ბურჯანაძე გულწრფელია, რადგან მას სასწორზე თავისი ოჯახის უსაფრთხოება და კეთილდღეობა აქვს შეგდებული, მაგრამ, საბოლო ჯამში, ~ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა იციან, რომ სააკაშვილთან გარიგებაზე ~ქართულ პარტიასთან” ერთად, ისიც წამსვლელია, რადგან პრეზიდენტს ბურჯანაძეზე ზემოქმედების ბერკეტები ბევრი აქვს: ეს არის დასავლეთი, ეს არის რუსული ისტებლიშმენტი, მათი მეშვეობით ზეწოლის განხორციელება. თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთში ~ნაციონალურ მოძრაობას”, იმავე "ქართულ პარტიასა” და ~დემოკრატიულ მოძრაობაზე” ნაკლები გავლენა და ავტორიტეტი აქვს, ძალიან ცდება. ალბათ, ყველამ მიაქცია ყურადღება, რომ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული მედია ძალიან არის შეშფოთებული საქართველოში დაანონსებული რევოლუციური მოძრაობებით. რუსი ჟურნალისტები იმის მაგივრად, რომ ამტკიცებდნენ, საქართველოში ხელისუფლება ჩვენს სასარგებლოდ შეიცვლებაო, პერმანენტულად იმეორებენ, რომ ~არ დაიჯეროთ, საქართველოში არაფერი არ მოხდებაო”. რაც მთვარია, ამ ყველაფერს რუსული მედია საქართველოს ხელისუფლების გულშემატკივრის პოზიციიდან აკეთებს. შესაბამისად ჩანს, რომ ჩემს მიერ ხსენებული ზეგავლენის ბერკეტები სააკაშვილის ხელისუფლებას აქტიურ პარტიებზე ჯერ კიდევ აქვს”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა, რომ მის მიერ ნახსენები ვაჭრობის მორიგი რაუნდი ხელისუფლების მთავარი იდეოლოგის და დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრ კახა ბენდუქიძის მიერ საქართველოში დამკვიდრებულ თამაშის წესებშიც ჯდება, რომლის თანახმადაც, პოლიტიკა – ბიზნესია.
"ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქართულ პოლიტიკაში სააკაშვილმა და ბენდუქიძემ ახალი თამაშის წესები დაამკვიდრეს. ამ წესების მიხედვით, პოლიტიკა არის ბიზნესი. ყველას ახსოვს ბენდუქიძის მიერ ჟურნალ "ტაბულაში” გამოქვეყნებული მოთხრობა დავით აღმაშენებელზე, სადაც ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ 16 წლის მამამ დავით აღმაშენებელს თავისი ბიზნესი დაუტოვაო. ჯერ ერთი, აღმაშენებლმა თავისი მამა თავადების დახმარებით ფაქტობრივად გადააყენა, ისტორიიის არცოდნა ბენდუქიძეს ეპატიება, მაგრამ ყურადსაღებია, რომ ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების მთავარი იდეოლოგი და დე-ფაქტო პრემეიერი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არის ბიზნესი. ოღონდ ამ ბიზნესში, მისი აზრით, რაღაც ფორმით, ყველა უნდა მონაწილეობდეს: ხელისუფლებაც და ხალხიც, ზოგი უნდა იყოს მომგებიან პოზიციაში, ზოგი ლუკმა-პურზე უცხოეთში მოჩალიჩე და სტატისტი, ანუ საქართველო რაღაც ბიზნესპროექტად უნდა იქცეს, ისეთად, როგორიც იყო მათი საოცნებო სინგაპური. სამწუხაროდ, თამაშის ეს წესები მათ ქართულ პოლიტიკაშიც დაამკვიდრეს და ამ წესებს, რამდენადაც პარადოქსული არ უნდა იყოს, "ქართული პარტიაც” იზიარებს და ნინო ბურჯანაძის მოძრაობაც, ხოლო, როდესაც პოლიტიკა ბიზნესია და ბიზნესი პოლიტიკაა, აქ ვაჭრობაც "მოსულა” და რაც "მოსულა”, სწორედ იმის იმედი აქვს, როგორც ხელისუფლებას ისე ე.წ. ოპოზიციას”, - განაცხადა პოლიტოლოგმა და დასძინა, რომ ქართულ პოლიტიკაში მთავარ არენაზე არაბული სამყაროს მსგავსად ხალხი უნდა გამოვიდეს. ეს კი ხელისუფლებას და ოპოზიციას აიძულებს, რომ მათი ინტერესები და ნება გაითვალისწინონ.
~ეს პროცესი უნდა განხორციელდეს დაახლოებით ისე, როგორც მოხდა არაბულ სამყაროში. როცა არენაზე ხალხი გამოვა, მაშინ უკვე პოლიტიკური პარტიები იმაზე დაიწყებენ ფიქრს, რომ ხალხის ნება და ინტერესები აღავლინონ და გაიზიარონ და არა როგორც გუშინ ~ქართულმა პარტიამ” კახეთში გააკეთა _ პურმარილები გაუშალონ. პურ-მარილების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ხალხის მისამხრობად იგი საკმარისი არ არის, როცა დილას გადმობირებული სოფლის გამგებელი, საღამოს შეშინებული ამას უარყოფს და ბუჩქბს უყეფს. არ ვიცი, ისეთ სტრატეგს, როგორიც კიწმარიშვილია ასეთი იაღლიშები როგორ მოსდის”, - განაცხადა ბერიძემ.

მედიანიუსი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48