
ავიგდორ ლიბერმანს, რომელიც პარტიას "ჩვენი სახლი – ისრაელი" ხელმძღვანელობს, გენერალურმა პროკურორმა იეჰუდ ვაინშტეინმა შეატყობინა, რომ შესაძლოა, მას მალე ბრალი წაუყენონ. ისრაელის საგამოძიებო ორგანოები 15 წელია სწავლობენ ლიბერმანის მიმართ დანაშაულის ჩადენაში მხილებასთან დაკავშირებულ ფაქტებს. მთავარი ბრალდება – ქრთამის აღება მას მოეხსნა, მაგრამ ახლა იმას იძიებენ, რომ იმყოფებოდა რა სახელმწიფო სამსახურში, ლიბერმანმა დააფუძნა რამდენიმე კომერციული კომპანია, რომლებსაც მისთვის მოგება მოჰქონდა. ისრაელის კანონებით ეს ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და აკრძალულია. ისრაელში, კვიპროსზე და ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული ფირმები ცრუმაგიერ პირებზე იყო გაფორმებული.
რაიმე ხომ არ გეცნობათ? თუმცა, ისრაელში ხომ სამართლიანი მართლმსაჯულებაა!