ინტერვიუ თამაზ აქუბარდიასთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : ინტერვიუ თამაზ აქუბარდიასთან
ნანახია: 1087

"საჭიროა გონივრული პოლიტიკა, რათა კრიზისი უფრო არ გამწვავდეს"
მსოფლიო ფინანსური კრიზისი გრძელდება, რომელსაც უმუშევრობის მასობრივი ზრდა ფეხდაფეხ მოჰყვება. დღემდე არაერთმა ეკონომისტმა და ექსპერტმა გამოთქვა საკუთარი აზრი კრიზისის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ-ჯერობით ისინი ერთ აზრზე ვერ შეთანხმდნენ. კრიზისის გამომწვევ მიზეზებზე საკუთარი მოსაზრებები აქვს ქართველ ექსპერტებსაც, რომელთა არგუმენტები საინტერესო და საგულისხმოა. გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტ თამაზ აქუბარდიას კომენტარს.
"დიდი დეპრესიის" შემდეგ, რომელიც ამერიკაში დაიწყო და 1929-1933 წლებში მიმდინარეობდა, ასეთი მასშტაბური კრიზისი არ ყოფილა. ეკონომიკაში არის ორი ასეთი ცნება, სტაგნაცია და სტაგფლაცია. სტაგნაციას ასე განმარტავენ - ეს არის მოვლენა, როცა წარმოების მოცულობა მცირდება და უმუშევრობა იზრდება. თუკი ამ პროცესს თან ახლავს ფასების ზრდაც, მას ეწოდება სტაგფლაცია. მაგრამ აქ ჩნდება ერთი კითხვა: რა ხდება სტაგნაციის დროს, თუ სტაგფლაციის დროს იგივე მოვლენები და დამატებული ფასების ზრდაა. რა მოსდის ამ დროს ფასებს? ზოგადად, ძალიან იშვიათად არის განმარტებული ის, თუ რა არის სტაგნაცია, მაგრამ რეალურად ეს არის პროცესი, რომელსაც წარმოების შემცირებისა და უმუშევრობის ზრდასთან ერთად თან ახლავს ფასების შემცირება. მაგრამ, თუ უმუშევრობა იზრდება და წარმოება მცირდება, მაშინ ფასები რატომღა მცირდება. ეს გამოწვეულია ერთობლივი მოთხოვნის შემცირებით. ბოლო დროს სულ უფრო მეტი ეკონომისტი ეჭვობს იმას, რომ ადამ სმითის მშვენიერი მეტაფორა, უხილავი ხელის შესახებ, მხოლოდ ჩვეულებრივი თეორიული კონსტრუქციაა.
არსებობს დებულება, რომ ადამიანი რაციონალურია, თუმცა სინამდვილეში იგი ირაციონალურია და მისი გადაწყვეტილებები, ხშირ შემთხვევაში, არ ექვემდებარება ლოგიკას და სწორედ ამ დროს გვაქვს საბაზრო ჩავარდნები. ადამიანის ქცევას უმეტესად ფსიქოლოგიური ფაქტორები განსაზღვრავს, მას გააჩნია მომავლის გარკვეული შიში, რაც მოთხოვნის შემცირებას იწვევს. ანუ ადამიანები ხვალინდელი დღის შიშის გამო ამცირებენ ერთობლივ მოთხოვნას. ერთობლივი მოთხოვნის შემცირება იწვევს უმუშევრობის ზრდას და ამავე დროს ფასების შემცირებას. ამის კარგი მაგალითია ამერიკაში განვითარებული მოვლენები, როცა 1880-დან 1896 წლამდე ვერაფერი მოუხერხეს ფასების შემცირებას. ანუ 1896 წელს ფასები უფრო ნაკლები იყო, ვიდრე 1880 წელს. სწორედ ეს უნიკალური მოვლენა იყო 1896 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი ძირითადი თემა. ეს ფაქტი კიდევ უფრო ამყარებს აზრს, რომ სტაგნაცია არის ფასების შემცირების პროცესი. ხელისუფლება დარწმუნდა, რომ ფასების შემცირების შესაჩერებლად უნდა გაეტარებინა მონეტარისტული პოლიტიკა, ანუ ეკონომიკაში დამატებითი ფულის შეშვებით მოახდინოს მოთხოვნის სტიმულირება. ამის შემდეგ ყველა ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ფასების შემცირება რომ არ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია ყოველწლიური 2-3%-იანი ინფლაცია, იმისთვის, რათა მოხდეს მოთხოვნის სტიმულირება, რასაც მთავრობა შეგნებულად ახორციელებს. მაგრამ ყოველწლიური 2-3%- იანი ინფლაცია წარმოშობს მეორე საშიშროებას, რომელიც მდგომარეობს ბუშტის გაბერვაში. წლების განმავლობაში მცირე ინფლაცია იწვევს ამ ფინანსური ბუშტის გაბერვას და შეიძლება დადგეს დრო, როცა ეს ბუშტი გასკდება. სწორედ მაშინ გვაქვს ფინანსური კრიზისი. ფასების ხელოვნური ზრდის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ნავთობზე ფასის ზრდა, როცა 1973 წელს ერთი ბარელი ნავთობი ღირდა 2 დოლარი, ხოლო 2008 წელს 147 დოლარი. ფასების სპეკულაციური ზრდის შედეგად ეს ფინანსური ბუშტი გასკდა, რამაც ფინანსური კრიზისი გამოიწვია. ამ მოვლენის შედეგად ხდება ფასების დაბრუნება თავდაპირველ ნიშნულამდე, თუმცა ცხადია, ის ზუსტად საწყის ფასს არ დაუბრუნდება. ის, რაც დღეს ხდება, ფასების შემცირება, არის ფინანსური კრიზისის კლასიკური მაგალითი, მაგრამ თუ მოხდა ფასების ზრდა, მაშინ იგი უკვე გადაიზრდება ეკონომიკურ კრიზისში. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მიწოდება შემცირდება, რაც ფასების ზრდას გამოიწვევს. ამერიკის ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკა, სწორედ იმისკენ არის მიმართული, რომ ფინანსური კრიზისი ეკონომიკურ კრიზისში არ გადაიზარდოს.
იმისათვის, რომ ფინანსური კრიზისი არ გადაიზარდის ეკონომიკურ კრიზისში, საჭიროა ასევე პოლიტიკური მდგენელი, ანუ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ უმაღლესმა ხელისუფალმა არსებული პრობლემების დასაძლევად გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც თვითონ თვლის საჭიროდ და არ მოექცეს გარემოცვის გავლენის ქვეშ. ის ფაქტორი, რომ ახალი ხელისუფალი მოვიდა ამერიკაში, ძალიან პოზიტიური ფაქტორია და იმედი მაქვს, მისი გონივრული პოლიტიკით შესაძლებელი იქნება ეკონომიკური კრიზისის თავიდან აცილება. ამავდროულად აუცილებელია სხვა ქვეყნების მთავრობებიც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ თუ მოხდა მიწოდების შემცირება, მივიღებთ ძალიან საშინელ შედეგს, ამიტომ საჭიროა რეალური ქმედითი პოლიტიკის გატარება".

შოთა ბუჩუკური


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48