მსო-ში რუსეთის გაწევრიანება მხოლოდ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : მსო-ში რუსეთის გაწევრიანება მხოლოდ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტია
ნანახია: 362

მსო-ში რუსეთის გაწევრიანება მხოლოდ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტიაამერიკას რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში სჭირდება

ობამას ადმინისტრაცია სერიოზულ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ როგორმე რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ამ წლის ბოლომდე შეიყვანოს და კონგრესი დაარწმუნოს იმაში, რომ წარსულში ცივი ომის დროინდელ მეტოქესთან ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია,– აცხადებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი.
"ეს არ არის საჩუქარი რუსეთისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენს ნაციონალურ ინტერესებში შედის",– განაცხადა პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტში მაიკლ მაკფოლმა, თეთრი სახლის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანება და მისთვის PNTR-ის (მუდმივი ნორმალური სავაჭრო ურთიერთობები) სტატუსის მინიჭება "ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესი ამოცანაა", – ხაზგასმით აღნიშნა მან.
რუსეთი, რომლის ეკონომიკაც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში, ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს უკვე თვრამეტი წლის განმავლობაში მართავს.
მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების საქმეში დახმარებით, შესაძლებელი გახდებოდა მასთან ეკონომიკური კავშირების არსებითი განმტკიცება, რაც გადატვირთვის პოლიტიკის ყველაზე კარგი შედეგი იქნება, – აღნიშნა მაკფოლმა.
მაკფოლის თქმით, რუსეთთან უფრო მტკიცე ეკონომიკური კავშირები მოსკოვს ვაშინგტონთან თანამშრომლობის უპირატესობებს დაანახებს. შეერთებული შტატებისთვის აუცილებელია რუსეთთან თანამშრომლობა ბევრ გეოპოლიტიკურ საკითხში, მათ შორის ირანის საკითხში.
როგორც კი რუსეთი მსო-ს წევრი გახდება, კონგრესმა უნდა დაადასტუროს მისი PNTR სტატუსი და გამოიყვანოს ის ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კანონიდან, რომელიც ცნობილია ჯექსონ-ვენიკის შესწორების სახელწოდებით.
1974 წელს მიღებული ეს კანონი ზღუდავდა ვაჭრობას სოციალისტური ბლოკის ქვეყნებთან, რომლებიც ხელს უშლიდნენ რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა თავისუფალ ემიგრაციას. 1994 წლიდან ყოველწლიურად თეთრი სახლი თვალს ხუჭავდა ამ შესწორებაზე, მაგრამ ის ფურცელზე არსებულ ნორმატივად მაინც რჩება.
მაკფოლმა აღიარა, რომ პრეზიდენტ ობამას უფლებამოსილების მხრივ არ ექნება იმისთვის საფუძველი, რომ კანონმდებლებს ამ სტატუსის დადასტურება სთხოვოს, ვიდრე რუსეთი საბოლოოდ არ დაასრულებს მსო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს.
პეტერსონის ეკონომიკის ინსტიტუტში ჩატარებული წინასწარი კვლევის თანახმად, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა, რუსეთის მსო-ში გაწევრიანების შემდეგ, ამ ქვეყანაში ექსპორტის ორჯერ გაზრდაა მოსალოდნელი (მიმდინარე 19 მილიარდი დოლარის ექსპორტის შეფასებით), თუმცა, კვლევაში გაფრთხილებაც არის იმის შესახებ, რომ ამერიკული ექსპორტი შეიძლება შემცირდეს კიდეც, თუკი კონგრესი უარს იტყვის რუსეთისთვის PNთღ-ის სტატუსის მინიჭებაზე და ამით შეეცდება მოსკოვზე ზეწოლის მოხდენას, რათა გავლენა იქონიოს რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე და სხვა პრობლემების გადაწყვეტაზე.
შესაბამისად, "კონგრესში რუსეთისთვის PNTR-ის სტატუსის მინიჭებაზე კენჭისყრამ შეიძლება ბიძგი მისცეს აშშ-რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობებს მომდევნო ათწლეულების განმავლობაში", – ნათქვამია ანგარიშში.
მაკფოლმა და შემდეგ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ახლოსაა მსო-ში გაწევრიანების პროცესის დასრულებასთან. ეს განცხადება შეიძლება კენჭისყრისთვის მზადების საფუძვლად იქცეს, რომელიც კონგრესში უახლოეს თვეებში ჩატარდება.
რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება შეერთებულ შტატებს მისცემს შესაძლებლობას რუსეთში განახორციელოს ფრინველის, ღორის და საქონლის ხორცის, ასევე სხვა ისეთი საკვები პროდუქტის ექსპორტი როგორიცაა: ღვინო, ხილი და თხილი, ნათქვამია ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ამით მოიგებენ წამლების და სამედიცინო ტექნიკის მწარმოებლები, ასევე მძიმე მრეწველობის ტექნიკისა და აღჭურვილობის (ტრაქტორების, გაზის და ნავთობის მომპოვებელი აღჭურვილობის) მწარმოებლები.
ამერიკულ კომპანიებს, რომლებიც მუშაობენ ისეთი მომსახურებით უზრუნველყოფაზე, როგორიცაა სატელეკომუნიკაციო სერვისი, ფინანსური და საფოსტო მომსახურება და სხვა, რუსეთში ბიზნესის განვითარების შესაძლებლობა გაუჩნდებათ.
რუსეთისთვის PNTR-ის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა შეერთებულ შტატებს მსო-სთან დაკავშირებულ წინააღმდეგობას შეუქმნის, რომელიც საკუთარი წევრებისგან მოითხოვს მსო-ს წევრი სხვა ქვეყნებისა და მოთამაშეებისთვის საკუთარი ბაზრების "უპირობოდ" თავისუფალ მიწოდებას.
რუსეთს საპასუხოდ შეუძლია ამერიკელ ფერმერებს და კომპანიებს არ მიანიჭოს პირველობის უპირატესობა, რასაც ისინი მიიღებდნენ უმალ, როგორც კი ეს ქვეყანა მსო-ს წევრი გახდებოდა. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში ამერიკელები დაკარგავდნენ უპირატესობას კონკურენტებთან ევროპიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან.
მაკფოლმა განაცხადა, რომ მას არ სჯერა იმის, რომ PNTR-ის სტატუსის მინიჭების გაჭიანურება ეფექტური ხერხია მოსკოვზე ზეწოლისთვის ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხებში. კონგრესმა ამისთვის სხვა გზები უნდა გამონახოს, – განაცხადა მან.
როგორც ვხედავთ, ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთის მსო-ში შესვლა-არ შესვლის საკითხს მხოლოდ აშშ-ს პოლიტიკური ელიტის გადასაწყვეტად მიიჩნევენ და საქართველოს პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, არც განიხილება. უფრო მეტიც, ამერიკელი ანალიტიკოსები რუსეთთან ვაჭრობის გაღრმავების სანაცვლოდ, საკუთარ მთავრობას აძლევენ რეკომენდაციებს, რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობაზე.
ალექსანდრე ჭელიძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48