ზარზეიმით წამოწყებული და ჩუმად გამქრალიმთავრობის სხდომაზე ბევრი ახალი პროექტი განიხილეს. მათი განხორციელება მთავრობის და კერძო სექტორის დაფინანსებით უნდა მომხდარიყო. საქართველოს მოსახლეობამ უამრავი დაპირება მიიღო. მთავრობა ხალხს დახმარებას და ბევრი გადაუჭრელი პრობლემის მოგვარებას შეპირდა. პროექტების განსახორციელებლად კი უამრავი თანხა გამოიყო, თუმცა რაში დაიხარჯა ეს თანხები დღემდე არავინ იცის.
ნატოს სტანდართების მიხედვით ბოლო ხანს საქართველოში ბევრი რამ გაკეთდა უსაფრთხოების ძალების, სპეცსამსახურების ტექნიკური აღჭურვისა და პირადი შემადგენლობის მომზადებისთვის. მიუხედავად ასეთი ძალისხმევისა საქართველომ რუსეთის მხრიდან საფრთხე ვერ აიცილა და ბრძოლაშიც დამარცხდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა ნათლად გამოაჩინა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის ხარვეზები, ქართული ჯარის მოუმზადებლობა და უსუსურობა.
თუმცა, მთავრობა ტერიტორიების დაბრუნებით მაინც ამშვიდებს ხალხს, მაგრამ ფაქტია, რომ, რაც გვქონდა ისიც დავკარგეთ და არასწორი პოლიტიკის შემთხვევაში უარესსაც მივიღებთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უპატრონოდ დარჩენილი მოსახლეობას მატერიალურად ძალიან უჭირს, დევნილების ბედი ჰაერშია გამოკიდებული. მის ფონზე კი ანაკლიაში 6 მილიონიანი ინვესტიციის ჩადება იგეგმება, ამ ეტაპზე ამხელა ფულის ჩადება, ცოტა არ იყოს საშიშია რადგან არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ხვალ რუსეთი არ შემოვაა და არ დაარბევს ახალ აშენებულ პორტს.
პრობლემადვე დარჩა ფოთის და ქუთაისის უწყვეტი წყალმომარაგება. ფოთის წყალმომარაგების სათავე ნაგებობის და ღროულის წყარო-ნოსირის მილსადენის მშენებლობა, აგრეთვე ქალაქის წყალომამარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის სამუშაოები, წყალმზომი მრიცხველების შეძენა და მონტაჟი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დაიგეგმა. ამ პროექტში ჩაიდო უზარმაზარი თანხები, მაგრამ ათეულობით მილიონობით ლარის დახარჯვის შემდეგ ფოთში მდგომარეობა უცვლელია, მოსახლეობას წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება, ონკანში წყალი მღვრიეა, ამასთან ერთად უცნაური სუნი და გემო აქვს. წყლით დაინფიცირების შემთხვევები ისევ დაფიქსირდა, ფოთელები კი ამ ყველაფერში გაზრდილ ტარიფს იხდიან. პროექტის წარუმატებელობის მიზეზებზე საუბარს ქალაქის ყოფილი მერი ვანო საღინაძე თავს არიდებს. იგივე შეიძლება ითქვას ქუთაისის უწყვეტ წყალმომარაგებაზეც.
ჩვენი მაღალჩინოსნებისთვის, რომ დიდად სასიამოვნოა ერთი და იმავე ობიექტის რამდენჯერმე გახსნა, ამაში ხშირად ვრწუნდებით. ასეთივე ზარზეიმით გაიხსნა გორისკენ გემანული "ჰიპის" ქარხანა, პროექტში 6 მილიონ ევრომდე ინვესტიცია ჩაიდო, მაგრამ იმის გამო რომ ნედლეულის მოძიება გაჭირდა, ინვესტორმა ჯერ დაგეგმილი ინვესტიციების რაოდენობა შეამცირა, შემდეგ კი ქარხნის გაყიდვა გადაწყვიტა, ასე რომ ეს პროექტიც ჩაიშალა.
ინვესტორების მოზიდვა პრეზიდენტმა მაღალი ეშელონებიდანაც სცადა. მიხეილ სააკაშვილმა დიდი სიამაყით ისაუბრა ტელეკომპანია FOX NEWS-ის გადაცემა YOUR WORLD- ისათვის მიცემულ ინტერვიუში დონალდ ტრამპის სამომავლო გეგმებზე საქართველოში და აღნიშნა, რომ Dდონალდ ტრამპი შავი ზღვის სანაპიროზე მასშტაბურ ინვესტიციას ახორციელებს, ქართულ საზოგადოებას ეს ინფორმაცია ნაცინალური არხებით მიაწოდეს. ამერიკული NEW YORK TIMES კი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი საქართველოში არც ერთი დოლარის ჩადებას არ აპირებს, ის არ ააშენებს ცათამბჯენებს, ტრამპის კამპანია საკუთარი სახელის დაპატენტებით არის დაინტერესებული და მხოლოდ მენეჯმენტს გაუწევს "სილქ როუდის" პროექტის სწორად წარმართვაში. იგეგმებოდაKკიდევ ერთი ახალი პროექტი ”კემპინსკი”, რომელიც არ განხორციელდა, თუმცა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "საქართველოს ბანკში" საქართველოს მთავრობასა და ინვესტორს შორის თბილისში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს `კემპინსკის” მშენებლობასთან დაკავშირებით მემურანდუმი გაიხსნა. მალე ეს პროექტიც ჩაიშალა, სასტუმროს მშენებლობა შეჩერებულია, გაურკვეველია თაბუკაშვილის 50-ში მცხოვრებთა ბედიც, პირველი სკოლის უკან მათთვის ბინის მშენებლობას აღარავინ აპირებს და ფაქტობრივად ეს მოქალაეები უბინაოდ დარჩნენ.
რაც შეეხება ”ქამრების მოჭერას”, ეკონომიკის პრობლემის კვლევის ცენტრში აცხადებენ, რომ "ქამრების მოჭერის” პოლიტიკა სხვადასხვა საბიუჯეტო დაწესებულებებმა განსხვავებული პრინციპებით განახორციელეს და განსხვავებულია მათ მიერ ოპტიმიზირებული ხარჯების მოცულობაც. სახელმწიფოს ბიუჯეტის ფორმატიდან შეუძლებელია იმის დადგენა თუ რომელმა საჯარეო დაწესებულებებმა რა ტიპის ხარჯების ოპტიმიზაცია განახორციელა. ქამრების მოჭერის შედეგად დაზოგილი თანხები წესით, ეკონომიკის გაჯანსაღების მიზნით დეფიციტის შემცირებას და ვალის დაფარვას უნდა მოხმარებოდა, დღეს კი სახელმწიფო წინასწარ ხარჯავს ფულს რომელიც არ აქვს და არც იცის, ექნება თუ არა საერთოდ, ასე რომ როგორც ჩანს რეალურად ”ქამრების მოჭერა” არც განხორციელებულა.
ვერ განხორციელდა ჯანდაცვის სამინისტროს ე.წ რეფორმებიც, ოთხი წლის წინათ ორსულებს ვაუჩერები დაურიგს და დაპირდნენ, რომ მათი მშობიარობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავდა, ამ განცხადების შემდეგ 2 წლის თავზე ეს დაპირება გაუქმდა, შემდეგ ისევ აღადგინეს, მაგრამ ყველა საავადმყოფოში, მშობიარობის ფასები განისაზღვრება იმის მიხედვით თუ რა ტიპისაა მშობიარობა. ვაუჩერის გარეშე კი თითოეულ ორსულს მშობიარობა 600-1200 ლარამდე უჯდება. 100 უფასო საავადმყოფოს აშენება ხომ საერთოდ ილუზიად დარჩა.
ეს და სხვა მრავალი პრობლემა კვლავ გადაუჭრელია, მთავრობის დაპირება დაპირებადვე რჩება და უბრალო სიტყვებია. დღემდე ელის ქართველი ხალხი წინასაპრეზიდენტო არჩევნებში მიცემული პირობების შესრულება - ”საქართველოში ყოველგვარი ადგილობრივი თუ უცხოური ინვესტორების მოზიდვის გარეშე 2 წელიწადში შესაძლებელია საქართველოს მშპ გაიზარდოს 100 %-ით და ქვეყანამ გააკეთოს 20 წლიანი გიგანტური ეკონომიკური ნახტომი”.
რუსუდან გაბესკირია