
თუ თქვენ გნებავთ გაიგოთ არის თუ არა საქართველოში კორუფცია, საერთოდ, და ელიტური კორუფცია, კერძოდ, გთხოვთ მიბრძანდეთ მისამართზე – გურამ ჩახვაძის ჩიხი. როცა პარლამენტში ლამის ერთადერთი ეკონომისტი, თუ ეკონომიკურ თეორიაზე მომუშავე ეროვნულ-დემოკრატი ტრიბუნასთან მგზნებარედ ამბობდა შახერაზადასავით ნებადართულ სიტყვებს, მას თავს პრეზიდენტი სააკაშვილი დაესხა და შეუძახა: აბა დაასახელე, თუ ბიჭი ხარ, ჩვენს ამ ტკბილ დარბაზში მსხდომი ელიტიდან რომელიმე კორუმპირებულიო. რას ამბობთ, ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მთავარი ანგელოზი ნრძანდებით, ხოლო დარბაზში მსხდომნი ანგელოზთა დასის ბრწყინვალე წარმომადგენლები არიანო. მეო, აი იმათზე ვლაპარაკობდი სადაზღვევო პოლისი რომ დაუგვიანეს საწყალ ხალხს თორემ, რა კორუფცია, რის კორუფციაო . . .
დარბაზში კი ნებიერად ფშვინავდნენ პარლამენტარები, რომელთა გარდა შემოსავლიანი ბიზნესი საქართველოში არავის აქვს. არადა, კანონით ბიზნესის კეთებება პარლამენტარებს ეკრძალებათ. კანონი კი ამ ჩვენს ლუდოვიკოებს სულ ფეხზე ჰკიდიათ . . .
ლევან მზიანიშვილი