"თამაში დამთავრებულია" - გიორგი თარგამაძე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : "თამაში დამთავრებულია" - გიორგი თარგამაძე
ნანახია: 502

"თამაში დამთავრებულია" - გიორგი თარგამაძემას "ასლანი" წამოაძახეს, "ბადრი პატარკაციშვილი" შეახსენეს. აბრალებენ პატარკაციშვილის მიერ გამოგზავნილი ვიდეომასალის გადამისამართებას ხელისუფლებაში.
ხმებია მისი პარტიის ვანო მერაბიშვილის ნებით შექმნის თაობაზე.
ის კი ყოველთვის ნიჭიერი და წარმატებულია. პარტიაც საინტერესო შექმნა და რეიტინგული. თავადაც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს.
მოკლედ, უდაოდ გონიერი კაცია.
ამ ნიჭიერების თვალსაჩინო ნიმუშია გიორგი თარგამაძის გამოსვლა პარლამენტში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას. ეს სიტყვა ერთ–ერთი საუკეთესოა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში.
კარგი იქნება, თუ გიორგი თარგამაძე შეძლებს გაფანტოს ეჭვები ხელისუფლებასთან მისი ფარული ალიანსის შესახებ. მაშინ მართლაც დამთავრდება თამაში და დაიწყება საქართველოს გაბრწყინება.
შეძლებს? ვნახოთ!

"ბ&ფ"


"მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ კარგად ვხედავ, რომ თქვენ დგახართ გამოწვევების წინაშე, როგორც დგას ორმოს წინაშე მათეს სახარებისეული ბრმა, რომელიც თავისნაირ ბრმებს წინაუძღვის.. თქვენ გარშემო კი აღარავინ დაგრჩათ, ვინც თვალს აგიხელთ.
ამიტომ, დღეს კიდევ ერთხელ გადავწყვიტე გითხრათ ის, რაც აქამდეც, საჯაროდ თუ პირადად არაერთხელ მითქვამს: ჩვენი საერთო ამოცანაა ისეთი პოლიტიკური სისტემისა და გარემოს შექმნა, სადაც არჩევნების გზით ოპოზიციის ხელისუფლებაში მოსვლა შესაძლებელი იქნება. ეს მნიშვნელოვანია თქვენთვისაც: კონკურენციის შეგრძნების გარეშე თქვენი პოლიტიკური ძალა პოლიტიკური ხრწნისა და გადაგვარებისთვისაა".
"მე წლების მანძილზე პირადად გთავაზობდით ეკონომიკის სტიმულირებისა და სოციალური პრობლემების გადასაჭრელად აუცილებელი 3 ნაბიჯის გადადგმას. ეს იყო: საგადასახადო წნეხის შემცირება, სასამართლო სისტემის რეფორმირება და მონოპოლიების შეზღუდვა. მაგრამ, ამის ნაცვლად, თქვენ წამოიწყეთ უტოპიური პროექტები, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე დარჩა. ჩავარდა: ,,ანტიკრიზისული პროგრამა”; ,,ეკონომიკის სტიმულირების პროგრამა;” ,,დასაქმების პროგრამა”; ,,50 დღიანი პროგრამა;” `100 დღიანი პროგრამა;” `50 თვიანი პროგრამა;” ,,იაფი დაზღვევის პროგრამა;” ,,იაფი კრედიტის პროგრამა;” ,,100 საავადმყოფოს პროგრამა;” ,,100 საწარმოს პროგრამა.”
მე მუდმივად შეგახსენებდით, რომ ბიზნესი უნდა გაგეთავისუფლებინათ სახელმწიფო აპარატის მარწუხებისაგან და ერთად-ერთხელ მივიღე თქვენი პოზიტიური გამოხმაურება. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი შეძახილის ექო იყო და დღემდე ამას შედეგი არ მოჰყოლია. მე გეუბნებოდით, რომ როცა ბიზნესს ვსჯით, მარტო ბიზნესი არ ზარალდება. ზარალდება საზოგადოება, იკლებს სამუშაო ადგილები, მცირდება გადახდისუნარიანობა, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ეკონომიკის განვითარებაზე მოქმედებს. თქვენ ლოპოტას ტბასთან გამართულ მთავრობის ცნობილ სხდომაზეც მიეცით ბიზნესმენებს პირობა, რომ ფინანსთა სამინისტრო დაჯარიმების საკითხს ფრთხილად მიუდგებოდა, თუმცა მას შემდეგ ერთი წელი გავიდა და საქართველოში არ არსებობს მეწარმე, სოლიდურ ჯარიმებს არ იხდიდეს, ,,ჯეოსელით” დაწყებული და ლილოს ბაზრობაზე წინდების გამყიდველით დამთავრებული. მე გთავაზობდით კერძო საარბიტრაჟო სასამართლოს აღდგენას, მაგრამ ეს საკითხი არ დაძრულა მკვდარი წერტილიდან. სამუშაო ადგილებს ყველა ქვეყანაში უმეტესად მცირე და საშუალო ბიზნესი ქმნის, არა დიდ არამედ სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესს აქვს განსაკუთრებული სოციალური დატვირთვა, არადა, ეს ნაწილი ყველაზე მეტად იჩაგრება. ერთადერთი სფერო, სადაც მცირე და საშუალო ბიზნესს მთელი სივრცე ეკავა და ათასობით ადამიანს ასაქმებდა, იყო სამარშრუტო ტაქსები, საიდანაც ისინი მთლიანად განიდევნენ. თუმცა რა ბიზნესის ხელშეწყობაზეა საუბარი, როცა ფინანსთა მინისტრმა 31 დეკემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც მეორე დღესვე, ანუ 1 იანვარს შედიოდა ძალაში და რომელიც საგრძნობლად ართულებს ბიზნეს-საქმიანობას ზედნადებების მექანიზმით. რანაირად შეიძლება ეწოდოს ამას სტაბილური, მით უფრო პროგნოზირებადი გარემო და ბიზნესისთვის გამარტივებული წესები - გაუგებარია. არადა, სწორედ დაცულმა. თავის თავში დარწმუნებულმა, არა თვითგადარჩენის არამედ მომავალზე ორიენტირებულმა ბიზნესმა უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, განავითაროს საშუალო ფენა, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და საზოგადოების კეთილდღეობას."
"ვოცნებობთ ქართველი ერის გამრავლებაზე და ამავე დროს ყოველ ახალდაბადებულს ანგარიშზე 2500 ლარის ვალი ხვდება და ამ მხრივ უკვე ჩვენივე რეკორდი მოვხსენით. რაც უფრო მეტს გააჭიანურებთ ჩვენი წინადადებების გათვალისწინებას ინფლაციასთან და ვალებთან დაკავშირებით, მით უფრო გრძელი იქნება ანგარიში, რომლის გასტუმრებაც ჩვენ შვილებს მოუწევთ. უკვე 2013 წელს ჩვენი მთავრობა მხოლოდ ვალების მომსახურებაზე ბიუჯეტიდან გადაიხდის იმაზე მეტ თანხას, ვიდრე განათლების მთელ სიტემაზე, ჯანდაცვასა და მართალწესრიგის დაცვაზე - ერთად აღებული. დღეს ვალების მომსახურებას ბიუჯეტის 4% ხმარდება, 2013 წელს ეს ციფრი 6-ჯერ გაიზრდება და 25% გახდება.
გახსოვთ ჩვენი დისკუსია ენერგომატარებლებზე ტარიფების გაიაფების თაობაზე. მე არაერთხელ მოგიწოდებდით იმ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ, რაც საშუალებას მოგვცემდა მყისიერი ეფექტისთვის მიგვეღწია კომუნალური გადასახადების გაიაფების მიმართულებით, ხოლო 2 წელიწადში ეკონომიკაში გარღვევა მოგვეხდინა. ამის სანაცვლოდ, კომუნალური გადასახადები ერთ ქვითარში გააერთიანეთ და რომ არა ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელი, რომლის დაკმაყოფილების იმედიც მაქვს, ამ წნეხს ნამდვილად ვერ გადაიტანს ჩვენი მოსახლეობა. მე მაგიდაზე დაგიდეთ ენერგოტარიფების გაიაფების პროგრამა, რომლითაც ჩიხიდან დავძრავდით სოციალურ კრიზისს, ბიძგს მივცემდით ქართული პროდუქციის წარმოებას და საფუძველს ჩავუყრიდით თვითკმარ სახელმწიფოს, მაგრამ თქვენ არ აღმოგაჩნდათ პოლიტიკური ნება, რომ დაგეწყოთ მისი განხორციელება.
სიჯიუტით და სიბრმავით საკუთარ თავს დავმართეთ ყველაზე დიდი უბედურება - გავანადგურეთ სოფლის მეურნეობა. უცხოელი მეწარმე პროდუქტის საწარმოებლად თავისივე ქვეყნის ბანკებში კრედიტს 2-3%-ად იღებს, ქართველებისთვის კი 20%-იც კი საოცნებო და მიუწვდომელია. ამასთანავე მაგალითად თურქეთის მთავრობა სოფლის მეურნეობის ცალკეული დარგების სუბსიდირებასაც ახდენს. შედეგად, საქართველოში იმპორტირებულ პროდუქტს ადგილობრივი პროდუქცია კონკურენციას ვეღარ უწევს, აზრს კარგავს ქართული პროდუქტის წარმოება. მე 2 წელი ვცდილობდი დამერწმუნებინეთ, რომ საკრედიტო ხელმისაწვდომობა ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო, მაგრამ – უშედეგოდ!
ბოლო მონაცემებით მიწების 60% დაუმუშავებელია. თქვენ ძალიან გიყვართ იმ წლებთან საკუთარი მიღწევების შედარება როცა იყო ბნელი და უკუნი და სწორედ მაშინ, ანუ 1998 წელს საქართველოში მარცვლოვანი კულტურები ითესებოდა 415 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი მისი მოცულობა თითქმის ორჯერ შემცირდა და 216 ათასი ჰექტარი შეადგინა. უფრო მეტიც, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით 1998 წელს ხორბალი დაითესა 144 ათას ჰექტარზე, 2009 წელს კი ეს მაჩვენებელი კატასტროფულად შემცირდა და ხორბალი მხოლოდ სამჯერ ნაკლებ ტერიტორიაზე 57 ათას ჰექტარზე დაითესა. რა თქმა უნდა, ყველაფერი შეგვიძლია ჩინელების მომატებულ მადას დავაბრალოთ, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ ქართველი გლეხი, თოხისა და ბარის ამარად რომაა მიტოვებული... რა ქნას გლეხობამ, ვის უნდა მოთხოვოს პასუხი თუ სოფლის მეურნეობაში არსებული უპატრონობის გამო, ქვეყანაში მთლიანად გაწყდა ღორი და ინდოეთიდან, ბრაზილიიდან და დომინიკიდან ვიღებთ ხორცს, თუ განადგურებულია სათესლე მეურნეობები და უცხოეთიდან შემოგვაქვს ძვირიანი თესლი, თუ საქართველოს სოფლის მეურნეობას სულ ჯამში ესაჭიროება დამატებით 2000 ტრაქტორი, ანუ 60 მილიონი დოლარი, მაგრამ ბრმების მთავრობას ურჩევნია ამ ფასად შუშის ხიდი ააგოს.”
ჩვენ ხშირად ვხდებით ილუზიონისტის ეფექტებით შეფუთული ყუთის მაყურებელი, მაგრამ როცა ყუთს გახსნი, ნახავ, რომ ყუთი ცარიელია: მაგალითად მითი ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და რიგში მდგარი ინვესტორების შესახებ: სინამდვილეში 2010 წელს საქართველომ სრული საინვესტიციო კრახი განიცადა, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა დედამიწის გარშემო ფრენის საათების რაოდენობით ყველაზე დატვირთულ მფრინავებსაც გაუწევენ კონკურენციას, ინვესტიციებით, არათუ აზერბაიჯანს, სომხეთსაც ჩამოვრჩებით: გასული წლის ორ კვარტალში აზერბაიჯანში მილიარდნახევარი შევიდა, სომხეთში 300 მილიონი, ხოლო ჩვენთან მხოლოდ 273 მილიონი.
გეუბნებოდით, რომ არანორმალურია, როცა სილიკომანგანუმს ვაწარმოებთ, მაგრამ წარმოებისთვის მანგანუმს ჭიათურაში კი არ ვყიდულობთ, არამედ აფრიკიდან, გაბონიდან ჩამოგვაქვს. არანორმალურია, როცა გაჩერებულია გუმბრის, ასკანის მაღაროები და საბადოები. როცა საქართველოში უმაღლესი ხარისხის თიხაა, ხოლო აგური თურქეთიდან შემოგვაქვს, როცა სკოლაში მანდატურის მინიმალური ხელფასი 500 ლარია, ხოლო მასწავლებლის საშუალო – 200, როცა 10 ლარიანი ნამატი პენსიაზე სულ 60 მილიონი ლარი დაგვიჯდებოდა და 500 000 პენსიონერს დააკმაყოფილებდა, ხოლო მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდებისთვის თითქმის ორჯერ მეტი – 100 მილიონი ლარი გავიმეტეთ, ხოლო ყოვლად გამოუსადეგარი შუშის ხიდი - 80 მილიონი ლარი დაგვიჯდა.
მე მოგიწოდებდით, შეგეჩერებინათ ბიუჯეტის არაადეკვატური ფლანგვა და გთავაზობდით სამი კონკრეტული პროგრამის ხარჯზე მნიშვნელოვანი თანხების გამოთავისუფლებას. ესენია: ქუთაისში პარლამენტის შენობის მშენებლობის თანხა მინიმუმ – 60 მილიონი ლარი, პროექტი ~ჩემი პირველი კომპიუტერი” – 32 მილიონი ლარი და ძალიან საეჭვო პროექტი ინგლისურენოვანი პირების საქართველოში დასაქმებისა - 10 მილიონი ლარი. დეფიციტური ბიუჯეტიდან გასაცემი ხარჯების დაზოგვით მნიშვნელოვნად შევაფერხებდით ფულის გაუფასურების და საბოლოო ჯამში ყოველდღიური ლუკმაპურისათვის ბრძოლაში განაწამები მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკების პროცესს.
აი ინფლაციას რაც შეეხება, მართლაც რეკორდსმენები ვართ. თქვენ მთელი გასული წელი ევროპის მთავრობებს ჩვენი გამოცდილების გასაზიარებლად ეპატიჟებოდით. ამას აკეთებდა იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომლის 4 მილიონნახევრიანი მოსახლეობიდან, მილიონ შვიდასსამოცი ათასი ღატაკის სტატუსის მაძიებელია. თანაც, გიკვირდათ ჯიუტად რატომ არ იზიარებენ ჩვენს მოპატიჟებასო, მართლაც დიდი გარჯა იყო საჭირო, რომ ფულის გაუფასურების მაჩვენებლით მიწისძვრისაგან მიწასთან გასწორებული ჰაიტისთვისაც კი გადაგვესწრო. დეფიციტური ბიუჯეტის დასაფინასებლად, მიმოქცევაში არსებული ფულის ოდენობა ერთი წლის განმავლობაში 38%-ით გავზარდეთ, შედეგად - ინფლაციის დონით რეგიონში ყველას გავუსწარით, ჩვენი შორსმჭვრეტელი მთავრობის პროგნოზირებულ მაჩვენებელს ორჯერ გადავაჭარბეთ და იანვარში მივიღეთ 12,4%!!! რაც, პოპულარულ ენაზე რომ ავხსნათ შემდეგს ნიშნავს: პენსიონერები, რომელთა უმრავლესობის პენსიაც 70 ლარია, ასეთი ინფლაციის პირობებში ამ თანხით იმ სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებისა და წამლების ნახევარს იყიდიან რასაც 2008 წელს ყიდულობდნენ. კიდევ უფრო გასაგებად რომ ვთქვათ: ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოში ერთი ადამიანის საშუალო თვიური ხარჯი მინიმუმ 70%-ით გაიზარდა, ვარდების ხელისუფლების ხელში ცხოვრება 70%-ით გაძვირდა. ხანდაზმულებზე სოციალური პასუხისმგებლობის საკითხი რომ ნაციონალური მოძრაობის ,,პრიორიტეტია~ ამაზე შემდეგი ციფრები მეტყველებს: სახელმწიფოს მიერ დაწესებული საარსებო მინიმუმი ერთ სულ მოსახლეზე 150 ლარამდეა. ანუ პენსიაზე ორჯერ მეტი. ეს იმას ნიშნავს, რომ მთლად სასიკვდილოდ კი არ გავწირეთ ჩვენი პენსიონერები, უბრალოდ დღეგამოშვებით მოუწევთ საკვების მიღება ორგანიზმი რომ არ გადაიტვირთოს ზედმეტი ცხიმებით. ეს ხომ ხანდაზმულებზე პასუხისმგებლობის მოხსნას ნიშნავს”.
~მართალია, ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში უკვე დიდ ორმოში ვართ, თუმცა რაღაცაში მაინც გვაქვს წინსვლა: თუ 2009 წელს პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მესამე ადგილზე ვიყავით, 2010 წელს მეორეზე დავწინაურდით: - საქართველოში ყოველ 100 ათას მცხოვრებზე 540 პატიმარი გვყავს. შედარებისთვის საშუალო ევროპული მაჩვენებელი 10-ჯერ ნაკლებია: 100 000 მცხოვრებზე 50-60 პატიმარი".
"მე გთვაზობდით სასამართლო სისტემის რეალური რეფორმირების კონკრეტულ ნაბიჯებს: უნდა შემწყდარიყო "მოსმენების” პრაქტიკა სასამართლოებში და სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა აკრძალოდათ დანარჩენ მოსამართლეებთან საქმის შინაარსობრივ გარემოებებთან დაკავშირებული ნებისმიერი კომუნიკაცია; უნდა გადაგეხედათ მოსამართლეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლებისათვის; უნდა გაგეთავისუფლებინათ იუსტიციის საბჭო ე.წ. "ელიტური მოსამართლეებისგან" და ნებისმიერ მოსამართლეს უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა დაეყენებინა საბჭოს წევრობის კანდიდატურა; უნდა შეცვლილიყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი.
ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ სასამართლო, რომელიც, თითქმის ყველა საქმეში უპირობოდ ემხრობა პროკურატურისა და ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციებს, მაშინაც კი, როდესაც ეს პოზიცია სრულიად დაუსაბუთებელი და უკანონოა და ასევე უპირობოდ უარყოფს დაცვის მხარის პოზიციას და შუამდგომლობებს, მაშინაც კი, როდესაც სახეზე უეჭველი მტკიცებულებებია. უკვე რამდენიმე წელია, რაც გამამართლებელი განაჩენების ოდენობა სისხლის სამართლის საქმეებზე წარმოუდგენლად დაბალია საქართველოში და მათი ოდენობა 0,1%-ს არ აღემატება. აი ასე მივიღეთ ქვეყანა, რომლის გერბზეც ~ძალა ერთობაშია” კი არა – "ძალა აღმართს ხნავს” უნდა ეწეროს".
"... მე ძალიან მაშფოთებს არათანმიმდევრულობა საგარეო პოლიტიკური ორიენტირების გამოკვეთაში. თითქოს ეს ორიენტირი ევროკავშირია, მაგრამ იმავდროულად თქვენ გულმოდგინეთ ავითარებთ სინგაპურიზაციის იდეას, რომლის პოლიტიკური მოდელიც ძალიან შორსაა ევროსტანდარტის დემოკრატიისაგან...".
"...რაც კარგია შევინარჩუნოთ, რაც დასამთავრებელია დავასრულოთ, სადაც შედეგი სავალალოა გამოვასწოროთ... მხოლოდ ასე აშენდება ჩვენი ოცნების საქართველო, საქართველო სადაც იქნება სოციალური და სამოქალაქო მშვიდობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და არა გლადიატორების მუდმივი ბრძოლა, რომლისგანაც ჩვენი ქვეყანა სისხლისგან, სულისგან და იმედისგან იცლება..
მე ვარ ქართველი, ყოველგვარი "მაშასადამეების” გარეშე. მე არ მინდა, რომ საქართველო იყოს მხოლოდ ქართველებისთვის, მაგრამ მე მინდა, რომ ყველა ქართველი ვიყოთ საქართველოსთვის და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ შევქმნათ ქრისტიანულ ეთიკაზე, დემოკრატიულ პრინციპებსა და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ეროვნული სახელმწიფო, რომლის დევიზიც იქნება ღმერთი, სამშობლო და ადამიანი.
დავამთავრებ იმით რითაც დავიწყე: მე არასოდეს ვყოფილვარ თქვენი პოლიტიკური მხარდამჭერი, მაგრამ საქართველო ყველა პოლიტიკაზე მაღლა დგას და ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ ან ერთად წავალთ წინ, ან ორმოში ჩავარდნა გარდაუვალია. დროა საქმეს მივხედოთ, თამაში დამთავრებულია!"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48