მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო კრიზისისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო კრიზისისა და საქართველოს ეკონომიკის შესახებ
ნანახია: 1141

აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირმა იგრძნო, რომ ვითარება ქვეყანაში კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება. ასეთ ვითარებაში, როგორც წესი, იგი ინიციატივას საკუთარ თავზე იღებს ხოლმე და აქტიურდება. შეხვედრებს "მშრომელებთან~ მოჰყვა მისი გავლენის ქვეშ მყოფი ელექტრონული მედიით მხარდამჭერი კამპანიის ინტენსიფიკაცია, თოქ-შოუების სერიალს კი one man show (ერთი კაცის შოუ), რომელიც ოთხ საათს გრძელდებოდა. შოუ საკმაოდ უნიჭოდ იყო დადგმული. გადარჩეული კითხვები, რომელთა შორის შიგადაშიგ მწვავეებიც გამოერეოდა ხოლმე, ხშირად უპასუხოდ რჩებოდა, ხოლო ინტელიგენციის "ნაღების" სუფრული რესტორან "კოპალადან" საერთოდ კიჩური და ბალაგნური ელფერის მიმცემი აღმოჩნდა მთელი ამ სპექტაკლისთვის, რომლის მსგავსი აქამდე ჩვენ მხოლოდ პუტინის მონაწილეობით გვინახავს. მთელ ამ აურზაურს მიზანმიმართულობა ვერც მიხეილ სააკაშვილის უდაო ნიჭიერებამ შესძინა. მისი იმპროვიზაციები მართლაც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ არადამაჯერებელი.
და მაინც, ჩამოყალიბებულ იქნა მთავრობის მიდგომები, როგორც ამბობენ, ბოლოდროინდელი გამოწვევებისა და პრობლემების მიმართ. "ბ&ფ" გთავაზობთ ეკონომიკურ საკითხებზე სააკაშვილის პასუხებს.
ენგურჰესი - "რუსეთმა გათიშა მთელი ევროპა. რატომ არ სვამთ კითხვას - რატომ არ გათიშა საქართველო? ვუყვარვართ პუტინს? არავითარი აზრი არ აქვს გათიშვას, რადგან მაშინ, როცა კორუფციაში იყო ჩართული მთელი ქვეყანა, ენერგოსისტემა, ყველაფერი შემოგვქონდა რუსეთიდან. როცა ყველაფერი მოვაწესრიგეთ, რუსეთმა აკრძალა ღვინის იმპორტი.. ერთადერთი ექსპორტი გახდა ელექტროენერგია. თბილისის ელექტროხაზები "რაოესის" განკარგულებაშია. მერე რა? ჩვენი არ არის? მთავარი პრობლემა შეიქმნება მაშინ, როცა საქართველოში გაითიშება დენი, როცა დაიწყებენ კოცონების დანთებას, საბურავების წვას და გზების გადაკეტვას, როგორც იყო 1992-1993 წლებში. რა, საკუთრება დავთმეთ? რა ამბავი ატეხა ბაღაფშმა, ჩემი ინტერესი არ გაითვალისწინესო. ჩვენი ელექტროსადგურია. მათი არ არის. ის, რომ უკანონოდ ზიან, არ შერჩებათ. ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ შემოსავალი და გვქონდეს დენი. ახლა ოფიციალურად გავაფორმეთ ხელშეკრულება და ვალდებულება შეეტენათ. ეს რომ არ იყოს, შარშან აფხაზებს მიჰქონდათ ენგურის მეოთხედი. ამ ელექტროენერგიას ჰყიდდა რუსეთში და იღებდა შავ ფულს. ხელშეკრულებით შევქმნით სამუშაო ადგილებს, ეკონომიკას"
ეკონომიკური კრიზისი - "სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში ეკონომიკური კრიზისის გავლენა მინიმალურია. საქართველო არა მხოლოდ მტრის შეიარაღებული ძალების ალყაშია, არამედ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ალყაშიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში სერიოზული პრობლემებია სამუშაო ადგილებთან, წარმოებული პროდუქციის ექსპორტთან, ასევე, საბანკო კრედიტების გაცემასთან დაკავშირებით, საქართველოში მსოფლიო კრიზისის ნეგატიური გავლენა, სხვა ქვეყნებთან შედარებით, მაინც მინიმალურია. უახლოეს მომავალში ქართული ბანკები 200 – 300 მილიონ დოლარს უცხოურ დახმარებას მიიღებენ. მყარია ქართული ვალუტაც და არ წარმოქმნილა საბიუჯეტო დავალიანება არც პენსიების და არც ხელფასების კუთხით. ჩვენი ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს არის სამუშაო ადგილების შენარჩუნება, გადარჩენა, მსოფლიო კრიზისის მაქსიმალურად თავიდან აცილება, ჩვენი სოფლის მეურნეობის განვითარება, ეკონომიკის განვითარება, ყველაზე დაუცველების დაცვა და დახმარება. სახელმწიფოს ფუნქცია დღეს არის არა პოლიტიკური ინტრიგები, არამედ სახელმწიფოს ფუნქციაა, მათი მოქალაქეების დაცვა. მათთვის მინიმალური პირობების შექმნა და დაცვა. მართალია, დაიკარგა სამუშაო ადგილები, მაგრამ პრობლემა მოგვარებადია. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისიდან და უმუშევრობის დასაძლევად მილიარდი ჩავდეთ, რაც 50-70 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს.
ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება უკვე ფორმდება. თუმცა მთავარი არა ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანა და გასაღება, არამედ ხარისხი იქნება. ჩვენი ნიშა უნდა იყოს მაღალი ხარისხი და ფასი".
საკრედიტო სისტემა - "სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან საბანკო სექტორი არ დანგრეულა. საბანკო სექტორი მიიღებს ფინანსურ დახმარებას. 20 მილიონი თანხა გვაქვს "მცირე კრედიტისთვის". ჩვენი უმეტესი ნაწილი წავა "მცირე კრედიტისთვის", რაც იმას ნიშნავს, რომ გაზაფხულიდან ბანკები სესხის გაცემას დაიწყებენ".
პენსიები - "ჩვენ გვჭირდება საპენსიო რეფორმა. სახელმწიფო პენსიის პარალელურად შემოღებული უნდა იქნას კერძო საპენსიო ფონდები იმ ადამიანებისთვის, რომელთაც დღეს თავისთვის საუკეთესო საპენსიო მომავლის უზრუნველყოფა შეუძლიათ. ჩვენ გვაქვს 100$-იანი საპენსიო პაკეტი. ჩვენი პროგრამა 50 თვიანია. Nნაწილი შესრულდა და ეს პროცესი გაგრძელდება".
რუსთავის აზოტის ქარხანა - "რუსთავის აზოტის ქარხნის ამუშავება იყო პირველი მიღწევა ეკონომიკაში. ვიმუშავეთ, რომ ფული ჩადებულიყო. ვყოფილვარ `აზოტში~ და გამხარებია მათი წარმატება. რუსთავის აზოტის ქარხნისგან სახელმწიფო 50 ათას ტონა პროდუქციას შეისყიდის. სახელმწიფო დაეხმარება, როგორც აზოტის ქარხანას, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ ადამიანებს. დავურიგებთ 50 კილოგრამ გვარჯილას. შემოვა ტრაქტორები, ზუსტად რა მარაგები უნდა შემოვიტანოთ არის ამის გამოცდილება. ათეული მილიონი იხარჯება ახალ ტრაქტორებზე. ჩვენი და იაპონიის მთავრობების ფულით. ფული იდება ირიგაციაში, გვარჯილაში, ტრაქტორებში, გლეხების დასაქმებაში, ინფრასტრუქტურაში. ერთ-ერთი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფულის ჩადებაა, რაც სამუშაო ადგილებს შექმნის. გზების მშენებლობაზე 30-35 ათასი ადამიანი დასაქმდება".
მასწავლებელთა ხელფასი - "მასწავლებელთა ხელფასის მომატება უკვე დაიწყო. 27 ლარით მოიმატა. შემოდგომაზეც 27 ლარით მოიმატებს. საშუალოდ, ხელფასის მატება 60 ლარით იგეგმება. შარშან ავიდა 240 ლარამდე. შემოდგომაზე კი 320 ლარამდე ავა. ჩემი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ყველა სკოლა იქნება ოპტიმიზებული".
დევნილების დასაქმება - "წეროვანში ვაკეთებთ პროფესიული გადამზადების ცენტრებს, რათა მოვარგოთ ისინი თანამედროვე ბაზრის მოთხოვნებს, თუნდაც კრიზისის პირობებში, ჩვენ ამას გავაკეთებთ".
აფხაზეთიდან დევნილები - "გარევაჭრობით ირჩენდნენ თავს და რა უნდა ქნან?
მათ გარეშე პრივატიზაცია არ განხორციელდება. მაგალითად, ბათუმში სასტუმროები შენდება. ამას სჭირდება ხალხი, ვინც ამას გააკეთებს და ჩვენი დევნილები იმუშავებენ ვაჭრობაში, მშენებლობაზე. ეს ხალხი არის მთავარი საგანძური. ფოთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა აუცილებლად გაკეთდება".
სოციალური მუშაკები - "დაქირავებული სოციალური მუშაკები შედიოდნენ ოჯახებში შარშან. საერთოდ არ აინტერესებდათ - ძროხა გყავს, ტელევიზორი გაქვს _ შენ არ გეკუთვნის დახმარება. არადა, შეიძლება შიმშილით კვდება. ჩვენ ეს სისტემა შევცვალეთ. ადგილობრივი სოფლის აზრს ვითვალისწინებთ. ყველამ ყველასი უკეთ იცის სოფელში".
ტენდერები - "რა კეთდება იმისათვის, რომ გამოირიცხოს კორუფცია?
კორუფცია დავიყვანეთ ნულამდე. მხოლოდ ნახევარი პროცენტი ამბობს, რომ კორუფციასთან შეხება ჰქონდა. რაღაც მაინც რომ არის, ეს ფაქტია. საბაჟოზეც დაიძრა სიტუაცია. მესაზღვრეები ჩავანაცვლეთ პოლიციით. ქრთამის მიცემაზე იჭერენ. 500 ლარია ჯარიმა და იმედია, გადავაჩვევთ ქრთამის მიცემას. შესყიდვები იყო ზოგჯერ არასწორად გაკეთებული. ჩვენი ინტერესი არის, რომ ტენდერი იყოს ისე ჩატარებული, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი დასაქმდეს. საჭიროა მეტი საჯაროობა. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ღიად და საჯაროდ".


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48