NDI არჩევნებში ჩაერთო » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


პოლიტიკა : NDI არჩევნებში ჩაერთო
ნანახია: 456

ეს ავტორიტეტული ორგანიზაცია უაღრესად არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი კვლევა ნაკლებად რეალისტური ჩანს, შედეგები _ არადამაჯერებელი. ყველაფერი თავად განსაჯეთ. ჩვენ დავსვამთ კითხვებს NDI–ს ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ბატონ ნავაროს მიმართ და მოვიტანთ ფაქტებს მის მიერ განხორციელებული კვლევიდან, რომლის გამოსაქვეყნებლად არ გამიზნული ნაწილი რატომღაც ამ დღეებში ყველა მედიასაშუალებისათვის გახდა და რომელიც ხელსაყრელია მმართველი პარტიისთვის, და არახელსაყრელი წინასაარჩევნო პერიოდში თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიისთვის.
57% - მოქმედი მერის, გიგი უგულავას რეიტინგი, თვით ნაციონალებიც კი 35%-ზე ზევით კი არ ადიან.

51% - ძალიან დადებითად აფასებს მთავრობის (ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებით – ხელისუფლების) საქმიანობას, როცა მოსახლეობის ორი მესამედი სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და ყოველი მეორე უმუშევარია, ხოლო მილიონმა მოქალაქემ ბოლო 5 წლის განმავლობაში ქვეყანა დატოვა.

75% - მიიჩნევს საჭიროდ საარჩენო უბნებზე ვიდეოთვალის დაყენებას. მაშინ როცა გამოკითხულთა ნახევარს მიაჩნია, რომ NDI-ს მიხედვით, არჩევნები არ გაყალბდება. თუ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნები არ გაყალბდება, მაშინ 75% რატომ მიიჩნევს რომ საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალის დაყენებაა საჭირო?

57% - 60% - ამომრჩევლებისა. მათ მოსწონთ უგულავა, როგორც მერი, რასაკვირველია. მეორე ადგილზეა გია ჭანტურია, რომელიც ყველა ობიექტური გამოკითხვით ჯერ – ჯერობით მესამე ადგილზეა, ხოლო ალასანიას მყარი 20% აქვს, ესეც ჯერ – ჯერობით და მყარად არის მეორე ადგილზე, თანაც, ასევე ჯერ-ჯერობით, საკმაო ინტერვალით უსწრებს გია ჭანტურიას. მაგრამ ალასანია უნდა გავიდეს მეოთხე ადგილზე და აღარ უნდა განიხილებოდეს მომავალში პრეზიდენტობის რეალურ პრეტენდენტად, როგორც მერის პოსტისტვის ბრძოლაში გამანადგურებელი მარცხის განმცდელი.

57% - შესაძლოა 55% ან 53%. უნდა დასაბუთდეს, რომ ნაციონალები და უგულავა არჩევნებს იმ შემთხვევაშიც მოიგებდნენ, თუ გამარჯვებისთვის საჭირო ბარიერი არჩევნებში მონაწილეთა 50% იქნებოდა. არადა რეალურად უგულავამ შეიძლება, უკეთეს შემთხვევაში

35% აიღოს. მაგრამ არის ერთი "მაგრამ". 57%-ის ამღები უგულავა თვით სააკაშვილის რეალური ალტერნატივა ხდება, მიუხედავად იმისა, რომ სათადარიგო კომპრომატები მასზე მიხეილ სააკაშვილს ალბათ, უკვე აქვს.

"კავკასიის რესურს ცენტრი" _ საზოგადოებისთვის უცნობი ორგანიზაცია, რომელიც ძირითადად NDI-ს მიერ დაკვეთილ კვლევებს ასრულებს. ქართულ მედიაში არ გამოქვეყნებულა ინფორმაცია რატომ აძლევენ ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფულს სწორედ ამ ორგანიზაციას, არც კონკურსის შესახებ გვსმენია რამე და არც იმის თაობაზე, რატომ ენდობა NDI მაინცდამაინც ამ ორგანიზაციას. Uუცნობია და გაუგებარი რატომ აცხადებს ბატონი ნავარო თავის ინტერვიუებში, რომ ამ კვლევის შედეგები არჩევნების წინ ხელსაყრელია მმართველი ძალისთვის. სოციოლოგიური კვლევის ფუნქციაში პოლიტიკური დასკვნების გაკეთება არ უნდა შედიოდეს.
90% - პატრიარქის რეიტინგია. რას იზამ?! თანაც რამდენიმე მონაცემი ხომ უნდა იყოს უტყუარი, რომ გულუბრყვილო მასამ ყველაფერი დაიჯეროს, შესაძლოა ბევრი რამ სარწმუნოც იყოს და უბრალოდ გამოკითხვის გამოყენებული მეთოდიკა არ ამართლებდეს ქართულ სინამდვილეშე. აბა რა იცის ბატონმა ნავარომ, რომ ფაცრცხანაყანებელი მასწავლებელი ან კიდევ ჯუგაანის საკრებულოს გამგებელი ან მისი მეუღლე დასმულ შეკითხვებზე გულწრფელ პასუხებს ოპოზიციის სასარგებლოდ, რომ იყონ მათი მომხრე ვერ გასცემენ, სამუშაოს დაკარგვის შიშით. თანაც თბილისს გარეთ, რომ ინფორმაციული ვაკუუმია, მხოლოდ ოფიციალური პროპაგანდისტული მანქანა მუშაობს, აბა ამის თაობაზე ბატონმა ნავარომ და მისმა კოლეგებმა რა იციან?!

62% - ეს ნატოში შესვლის მხარდამჭერთა რიცხვია. რეფერენდუმის შედეგებთან შედარებით 20%-ით ნაკლებია დაახლოებით. არადა დაიკლო როო? როცა ეგზიტპოლების დეკლარანტები _ იაკობაშვილი და ნოდია სულ პირველად წარსდგნენ ტელეაუდიტორიის წინაშე, მაშინაც დაახლოებით ასეთი ციფრი დაასახელეს. 62% კრიტიკული ნიშნულია. თუ საეთ გამოკითხვებს კიდევ შევთავაზებთ ქართულ საზოგადოებას და იმ მილიონებს, რომელსაც ქმერიკელი გადასახადის გადამხდელები გვაძლევენ, გავფლანგავთ, ეკონომიკაში ჩადების და ეფექტურად გამოყენების ნაცვლად ეს ციფრი კიდევ შემცირდება რაც ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას. ნატოს და ევროპასთან ინტეგრაციას ჩვეთვის ალტერნატივე არ აქვს.
რუსული ფული ისევ ტრიალებს ქართულ პოლიტიკაში. ამერიკული ორგანიზაცია, თავისდაუნებურად, ერთვება ქართულ პოლიტიკაში მმართველი პარტიის მხარეზე ეს კი "დათვური სამსახურია", გაწეული საქართველოსთვის.
ჩვენ არც რუსული "მურა დათვი" გვინდა, და არც არავისი "დათვური სამსახური"


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48