| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| პოლიტიკა : სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებას ვეტო უნდა დაადოს |
ვაჟა ბერიძე: "თუ სააკაშვილი საკონსტიტუციო ცვლილებას ვეტოს არ დაადებს, საერთაშორისო და ქართული საზოგადოების თვალში ღირსეული ლიდერი ვერ იქნება"პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, მიუხედავად საკმაოდ რთულ რუსულ ბიზნესში მოღვაწეობისა, ბიძინა ივანიშვილმა მაღალი ადამიანური ზნეობა შეინარჩუნა. ასეთი შეფასება პოლიტოლოგმა ივანიშვილის მიერ გავრცელებული ღია წერილის შინაარსის შეფასებისას გააკეთა, რომლის თანახმად, ივანიშვილი სააკაშვილს მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი არ მოაწეროს და ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართავს.
|
| |
| პოლიტიკა : ვაჟა ბერიძე: ჩიკაგოს სამიტისგან საქართველოს ახალი არაფერი მიუღია |
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ჩიკაგოს სამიტისგან საქართველოს ახალი არაფერი მიუღია, აქამდე არსებული დაპირებების გარდაროგორც „მედიანიუსთან" საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, ყველაზე საყურადღებო ამ სამიტზე ის იყო, რომ ხაზგასმით აღინიშნა, მომავალი არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტებთან შესაბამისობის აუცილებლობა. „ჩიკაგოს სამიტის ფარგლებში ნატო–ს ასპირანტ ქვეყნებთან გამართულ შეხვედრაზე, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის განცხადება, რომ „მოახლოებული საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დამატებითი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, აჩვენოს მსოფლიოს, თავისი ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ“, მკაფიო მინიშნება იყო იმისა, რომ საქართველო–ნატო–ს ურთიერთობებში არჩევნების სამართლიანობის ხარისხი დიდ როლს ითამაშებს. და თან, არა მხოლოდ საქართველო–ნატოს ურთიერთობებში“,– აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
|
| |
| პოლიტიკა : ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია მოვლენათა რეგიონებში გადატანა |
ვაჟა ბერიძე: ხელისუფლებისათვის ხელსაყრელია მოვლენათა რეგიონებში გადატანა, რადგან თბილისი მისი მხარდამჭერი არ არის
|
| |
| პოლიტიკა : ,,ქრისტიან–დემოკრატების კანონპროექტი დასავლეთის ზეწოლის შედეგია'' |
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, „ქრისტიან–დემოკრატების“ საკანონმდებლო ინიციატივის მიღებაზე ხელისუფლების თანხმობა საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის შედეგია და ეს კანონპროეტში საფრთხის შემცველი არ არის.
|
| |
| პოლიტიკა : ულტიმატუმი სააკაშვილს |
ვაჟა ბერიძე: ივანიშვილის მიერ დედოფლისწყაროში გაკეთებული განცხადება უსამართლობის პირობებში დაფიქსირებული მკვეთრი პოლიტიკური ტონია
|
| |
| პოლიტიკა : ვაჟა ბერიძე: ენ-დი-აის მიერ ჩატარებული კვლევა რეალობასთან ახლოსაა |
 საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლის, პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის შეფასებით, აშშ-ს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (ენ-დი-აი) მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის შედეგებიც დღეს გამოქვეყნდა, რეალობასთან ახლოსაა. როგორც ბერიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, ამის მიზეზი პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის გამოჩენაა - კონკურენტუნარიანმა ძალამ, “ქართულმა ოცნებამ” პოლიტიკური სივრცე შეცვალა.
|
| |
| პოლიტიკა : "ივანიშვილმა სააკაშვილი შეიწყალა" |
პოლიტიკური პოდიუმი პოლიტიკოსების უმწვავესი დეფიციტის პირობებში
ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან
|
| |
| პოლიტიკა : ,,არჩევნებში ის მხარე გაიმარჯვებს, რომლის პრესინგიც უფრო მჭიდრო იქნება” |
,,ფაქტია, რომ კონტროლის პალატა კანონის ფარგლებში მოქმედებს”ფაქტობრივად დაწყებული საარჩევნო კამპანიის და კონტროლის პალატის მიერ ამ დღეებში რაიონებში კოალიცია ,,ქართული ოცნების” აქტივისტების დაკითხვის შესახებ კომენტარი ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს
|
| |
| პოლიტიკა : ივანიშვილი და არაპარტნიორი ოპოზიციური პარტიები |
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს იმ ოპოზიციურ ძალებთან მიმართებაში, რომლებიც მის პოლიტიკურ პარტნიორებად არ დასახელებულან, ჩინეთის დიდი კედელი არ აღუმართავს.როგორც ბერიძემ “მედიანიუსს” განუცხადა, ბიძინა ივანიშვილი არც ერთ იმ ოპოზიციურ ძალასთან, ვისაც ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა სურს, საუბარსა და თანამშრომლობას არ გამორიცხავს, თუმცა რესპუბლიკელებისა და “თავისუფალ დემოკარეტების” გარდა სხვა ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანება და ერთიან ბლოკში შესვლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მოსალოდნელი არ არის.
|
| |
| პოლიტიკა : მიშას რუსი |
 კულუარებში მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრობენ. ნიკა რურუა, ხათუნა კალმახელიძე, ანდრია ურუშაძე და ბაჩო ახალაია – ეს ის სახელებია, რომლებსაც, შესაძლოა, მალე შემცვლელები მოუძებნონ. იტალიაში მყოფ კულტურის მინისტრზე, ნიკა რურუაზე უკვე ამბობენ, რომ გაქცეულია, თუმცა, არავინ იცის, რას ეფუძნება ეს ხმები. რაც შეეხება სასჯელაღსრულების სისტემის სასჯელს – ხათუნა კალმახელიძეს, იმის მიუხედავად, რომ ბევრს არაფერს ეკითხებიან, ალბათ, მაინც გადაატეხენ ჯოხს, რამეთუ სისტემაში არსებული განუკითხაობა ფორმალურად ებმის მინისტრის სახელს.
|
| |
| პოლიტიკა : "აღარ იქნება ფარული მონოპოლიები, ოლიგოპოლიები, კარტელური ფასები" |
„დღეს საქართველოს საინვესტიციო გარემო სოლიდური ინვესტორებისთვის მიმზიდველი არ არის“ 
|
| |
| პოლიტიკა : "ივანიშვილისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა პანიკის მომასწავებელია" |
 პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, სამოქალაქო რეესტრის მიერ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, “ნაციონალურ მოძრაობასა” და ხელისუფლებას უსუსურად წარმოაჩენს.
|
| |
| პოლიტიკა : კეთილდღეობა სუვერენიტეტის დათმობის ხარჯზე |
გერჰარდ შრიოდერი ევროპის შეერთებული შტატების შექმნის იდეით გამოვიდა. ”შპიეგელ”-თან ინტერვიუში გერმანიის ყოფილმა კანცლერმა განაცხადა, რომ ევროზონაში ფისკალური კავშირის შექმნა მისი წევრი ქვეყნების მიერ საბიუჯეტო და პოლიტიკის სფეროში სუვერენიტეტზე უარის თქმას გულისხმობს. აისახება თუ არა ეს საქართველოზე ამის შესახებ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს ვკითხეთ.
|
| |
| პოლიტიკა : ჯონ ბასი: საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის ახალ ტალღას ელის |
 „საქართველოში დემოკრატია ვითარდება და პირველ რიგში ეს აისახება სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მაგალითად, პარლამენტში. თუმცა, თუ მოსახლეობის 30%-ს აქვს განსხვავებული შეხედულება, იმას არ ნიშნავს, რომ ეს უნდა იყოს ერთადერთი აზრი, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უნდა იყოს გამოხატული. წარმომადგენლობითი ინსტიტუტები საზოგადოებაში არსებულ ყველა აზრს უნდა ასახავდნენ“, - განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა „ტელეარხი 25“-ის ეთერში საუბრისას.
|
| |
| პოლიტიკა : ირაკლი ალასანია წერილით ნიკა გილაურს მიმართავს და არა მიხეილ სააკაშვილს |
ქართული ოპოზიციის ლიდერი იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ნიკა გილაურს არაფრის გაყიდვის უფლება არ აქვს”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღია წერილით მიმართა. ალასანია აღნიშნული წერილით საქართველოს კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის შესაძლო გაყიდვას აპროტესტებს. ”ბატონო ნიკა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქართველოს მთავრობა საქართველოს რკინიგზის, ელექტროსისტემის, გაზისა და ნავთობის კორპორაციის და სხვა სახელმწიფო კომპანიების აქციათა პაკეტების 15-25%-ის ლონდონისა და ვარშავის ბირჟებზე განთავსებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, კომპანიების აქციების საერთაშორისო ბირჟაზე განთავსება თავისთავად მიღებული პრაქტიკაა, ჩვენს რეალობაში ეს გადაწყვეტილება სერიოზულ რისკებს შეიცავს.
|
| |
| პოლიტიკა : ირაკლი ალასანია წერილით ნიკა გილაურს მიმართავს და არა მიხეილ სააკაშვილს |
 [b]ქართული ოპოზიციის ლიდერი იმას მაინც უნდა ხვდებოდეს, რომ ნიკა გილაურს არაფრის უფლება არ აქვს /b] „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანიამ პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს ღია წერილით მიმართა. ალასანია აღნიშნული წერილით საქართველოს კონკრეტული სტრატეგიული ობიექტის შესაძლო გაყიდვას აპროტესტებს:
|
| |
| პოლიტიკა : ტრაბზონი – ერევანს, "ირანის აზერბაიჯანი" ბაქოს |
მიმდინარეობს ვაჭრობა მთიანი ყარაბაღის გამორუსული ვებ-გვერდი `რეგნუმი~ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ამ ინფორმაციის თანახმად მთიან ყარაბაღზე ხელის აღების სანაცვლოდ, კომპენსაციის სახით, ერევანი ტრაბზონს მიიღებს, ბაქო კი “დიდ აზერბაიჯანს”. მართალია “რეგნუმი” მედიისთვის ბოლო დროს დამახასიათებელ მზაკვრობას იყენებს და სათაურის შემდეგ კითხვის ნიშანს სვამს, მაგრამ ყოველგვარი დაეჭვების გარეშე საკმაოდ საყურადრებო ინფორმაციას გვაწვდის.
|
| |
| პოლიტიკა : საქართველო-რუსეთი: ვაჭრობა გრძელდება |
 რას მიიღებს საქართველო რუსეთისთვის WTO-ში შესვლაზე ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ? ამ საკითხზე რუსეთმა ახალი ფსონი დადო. თუმცა მისი ღირებულება ნაკლებად მიმზიდველია საქართველოსთვის. თუ ამდაგვარ წინადადებებს დათანხმდა, ესე იგი, საქართველოს ხელისუფლება რაღაც სხვა, მნიშვნელოვან ფარულ გარიგებაზე მიდის.
|
| |
| პოლიტიკა : თბილისის ანძა "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ დამფინანსებელს გადაეცა |
"პრეზიდენტმა ქართული მედია ვერც დაპატიმრებით, ვერც შანტაჟით, ვერც დაშინებით, ვერც მუქარით დაიმორჩილა, ამიტომ, მის ასალაგმად კიდევ ერთი მზაკვრული გეგმა შეიმუშავა"სატელეკომუნიკაციო ანძის ახალი მმართველი კომპანია `გოლდენ კომი~ გახდა. თბილისის ანძას 4 ივლისამდე შპს `ტელერადიოცენტრი~ მართავდა, რომელსაც 4 ივლისს `ალფაკომი~ ეწოდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ კომპანიის დებიტორული დავალიანება - 6 988 202, ხოლო კრედიტორული - 2 917 158.59 ლარს შეადგენს.
|
| |
| პოლიტიკა : რა უნდა სააკაშვილს პერუში |
”სააკაშვილის პერუში ვიზიტი აშშ-ს პოლიტიკის ნაწილია”ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის პერუში ვიზიტს, სადაც იგი ვენესუელის ლიდერ უგო ჩავესის უახლოეს მეგობარ, პრეზიდენტ ოლანტა ჰუმალას ინაუგურაციას დაესწრო, ლათინური ამერიკის მიერ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შესაძლო აღიარების ბლოკირების კამპანიას უკავშირებენ.
|
| |
| პოლიტიკა : იუსტიციის სამინისტრო "კალა კაპიტალთან” დადებულ ხელშეკრულებას შეისწავლის |
კალაძე პერსპექტივაში ნაციონალების პოლიტიკური ოპონენტია, ამიტომ მას საქართველოში ბიზნესს არ გააკეთებინებენიუსტიციის სამინისტრომ ~კალა კაპიტალთან” გაფორმებული საპრივატიზაციო ხელშეკრულების სამართლებრივი შესწავლა დაიწყო. როგორც სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა იოსავამ განაცხადა, სამინისტრო შეისწავლის ~კალა კაპიტალსა” და სახელმწიფოს შორის გაფორმებულ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ~კალა კაპიტალს” სახელმწიფოსგან ნაყიდი მიწის ნაკვეთის ღირებულება, 38,02 მლნ აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და 2016 წლამდე 700 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება უნდა მოეხდინა.
|
| |
| პოლიტიკა : ხელისუფლება კონსტიტუციის თავის თავზე მორგების პოლიტიკას აგრძელებს |
"ახალი ინიციატივა უშუალოდ კონკრეტული მაღალჩინოსნების ინტერესების ლობირებისთვის მომზადდა, რადგან ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი შენობის სტატუსი ძალიან მარტივად შეიძლება მიენიჭოს ნებისმიერ მადისაღმძვრელ ადგილას მდებარე შენობას""ნაციონალური მოძრაობა" და უნებართო დემონტაჟი, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განუყრელ ცნებებად იქცა. ალბათ, ყველას კარგად ახსოვს თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე ახლადაშენებული კორპუსის უკანონო დემონტაჟი. როგორც შემდეგში გაირკვა, კორპუსი ხელს უშლიდა დღევანდელ `რედისონის~ პარკინგის მოწყობაში. სამწუხაროდ, თაბუკაშვილის ბინა ერთადერთი უნებართო დემონტაჟის შემთხვევა არ იყო.
|
| |
| პოლიტიკა : არაფრის მომტანი ეკონომიკური თავისუფლების აქტი |
"კანონპროექტი "ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ" "თავისუფლების აქტის" ცუდი ვერსიაა"საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ~ კანონი დაამტკიცა, რომელიც `ეკონომიკური თავისუფლების აქტიდან~ გამომდინარე დოკუმენტია. `ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობების და ღირსების შესახებ~ კანონპროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტი `ეკონომიკური თავისუფლების აქტის~ ინიცირებიდან თითქმის 2 წლის თავზე შეუდგა. (აქტი 2009 წლის 6 ოქტომბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ იქნა ინიცირებული).
|
| |
| პოლიტიკა : ჯაშუშების საქმეში თავისი როლი ყველამ ბრწყინვალედ შეასრულა |
ვაჟა ბერიძე: ფოტოგრაფების საქმის გაჭიანურება ხელისუფლების ინტერესებში არ შედიოდაპოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის განცხადებით, ხელისუფლება მიხვდა, რომ რაც უფრო გაჭიანურდებოდა დაკავებული ფოტორეპორტიორების საქმე, საერთაშორისო საზოგადოებისა და მედიის მხრიდან მით უფრო მეტი უარყოფითი რეაქცია მოჰყვებოდა და ეს დადებითად არ აისახებოდა მათ პოზიციებზე, ამიტომ ფოტოგრაფების გათავისუფლება გადაწყვიტეს. როგორც “მედიანიუსთან” საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, პირადად მას მიაჩნია, რომ ფოტორეპორტიორების დაკავება რელიგიურ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟის გადასაფარად მოხდა, თუმცა ხელისუფლებას ეს თემა არანაკლებ ცუდად შემოუტრიალდა, რადგან საერთაშორისო საზოგადოება მედიის ნებისმიერი წარმომადგენლის დაკავებას მედიაზე ზეწოლად აღიქვამს.
|
| |
| პოლიტიკა : ვინ გაარჩია პატარკაციშვილების ოჯახისა და მთავრობის დავა |
ქართულ საზოგადოებას ამცნეს, რომ პატარკაციშვილების ოჯახს და ჩვენს ხელისუფლებას სადავო აღარაფერი აქვთ. ოჯახის განცხადებით, მათ დაუბრუნდათ ის, რაც დასაბრუნებელი იყო. ოჯახი აღარ აცხადებს პრეტენზიას ტელეკომპანია `იმედზე~ და მთაწმინდის პარკზე.
|
| |
| პოლიტიკა : ”უწყებების ქუთაისში გადატანა ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს” |
 პრეზიდენტს გულწრფელად სურს ქვეყნის წინსვლა, მაგრამ სხვადასხვა უწყების ქუთაისში გადატანამ ეკონომიკა, როგორ უნდა ააყვავოს, მართლაც საინტერესოა. ვფიქრობ, სჯობს სამინისტროები გადავიტანოთ, პირველ რიგში. მაშინ კი მოაწყდება ქუთაისს და დასავლეთ საქართველოს უამრავი ტურისტი ვერონიკა ქობალიას, ხათუნა კალმახელიძის, კობა სუბელიანის და ნიკა გილაურის სანახავად. ხოლო თავისუფალ უნივერსიტეტსაც თუ გადავიტანთ საფიჩხიაზე, მავზოლეუმზე დიდი რიგები დადგება კახა ბენდუქიძის მოსახილავად.
|
| |
| პოლიტიკა : ერთწლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში რუსულის ხორბლის იმპორტი განახლდება |
ეს შესაძლებლობა ქართველ ტრეიდერებს მას შემდეგ მიეცათ, რაც რუსეთმა პირველი ივლისიდან ხორბლის ექსპორტზე შეზღუდვა მოხსნა. რუსეთის მთავრობის მიერ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ქართველმა ტრეიდერებმა რუსულ მხარესთან მოლაპარაკებები განაახლეს და ამ დროისთვის 20-30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტზე ხელშეკრულებები რუსულ მხარესთან უკვე დადებულია.
|
| |
| პოლიტიკა : საქართველო რუსეთის ბაზარზე ბრუნდება |
ვაჟა ბერიძე: ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე შესვლა იქნება ფასი, რასაც რუსეთი საქართველოს მსო - ში გაწევრიანების სანაცვლოდ გადაუხდის
პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძის აზრით, ქართული ღვინო და მინერალური წყლები წლის ბოლომდე რუსულ ბაზარს აუცილებლად დაუბრუნდება, თუმცა ეს იქნება ფასი, რასაც რუსეთი საქართველოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ გადაუხდის.
|
| |
| პოლიტიკა : მარიკა ვერულაშვილის კომენტარი ბიზნესმენი ქმრის დაკავების შესახებ |
რა რენი ჰარლენი, რა ,,კერკეტი კაკალი” და ,,აგვისტოს 5 დღე” ...
გაუშვით მერაბიშვილი ჰოლივუდში და მიეცით ერთი ,,ოსკარი” , ნამუსი არ გაქვთ? რასაც ეგ ფილმებს იღებს, რა ჩანაწერებსაც ეგ აკეთებს და როგორი შეფუთვითაც ტელევიზიებს აწვდის, რომელი რეჟისორი, პროდიუსერი, ან სცენარის ავტორი შეედრება? ბოლო პერიოდში კი უწევენ პატარა კონკურენციას ადეიშვილი და ბაინდურაშვილი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ისენიც ვანოს ,,კლასია”.
|
| |
| პოლიტიკა : "გრინბერგ ქუინლან როსნერი" გვაბოლებს |
თითქოს და, NDI, IRI, მათი აქაური კონტრაქტორები და ჩვენი ხელისუფლების მეგობრები – "კავკასიის რესურს ცენტრი" და IPM არ გვეყოფოდა! პროპაგანდისტული ნიაღვარი კიდევ ერთხელ მოსკდა და გადაუარა საქართველოს. ამჯერად, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა~ და პრეზიდენტის კონტრაქტორმა ფირმამ `გრინბერგ ქუინლან როსნერმა" გამოიდო თავი და მის მიერ ჩატარებული, სოციოლოგიური შედეგები გამოაქვეყნა.
|
| |
|
|
|
|