| |
| სისტემაში შესვლა |
| |
| კალენდარი |
|
| ვალუტა |
|
|
| |
|
|
| საზოგადოება : ძმებმა ბეჟუაშვილებმა კურორტი მანგლისი მთლიანად დაისაკუთრეს |
 ნაცმოძრაობის ლიდერები ბიუჯეტისა და ხალხის ხარჯზე ნაშოვნი ფულით ყველაფერს ყიდულობენ. მალე საქართველოში ფეხის დასადგმელი ადგილი აღარ დარჩება. მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერები დღენიადაგ მიკრო და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ლაპარაკობენ, მაგრამ იმაზე კრინტსაც კი არ ძრავენ, რომ ყველაფერი მიწებიან-ტყეებიანად გაყიდულია ან მათ ფავორიტ ქართველ ბიზნესმენებზე, ან ჩინელებზე, არაბებზე, თურქებსა და სომხებზე, ან თავად დაეპატრონენ. ბიზნესის კეთება კი ჰაერში შეუძლებელია.
|
| |
| ტურიზმი : მთავრობა რუსი ტურისტების ცალმხრივად თვლას ვერ აუდის |
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსსააკაშვილს რუსეთთან ისედაც გაუქმებული (ცალმხრივად) სავიზო რეჟიმის კიდევ ერთხელ გაუქმების შესახებ სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა, რომ საქართველოს ჩრდილოეთიდან ტურისტები მოაწყდნენ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში. რადგანაც რუსეთთან ორმხრივად არაფერი გამოგვდის, ამიტომ ახლა პოპულარულია ყველაფრის ცალმხრივად კეთება. ჰოდა, ტურისტებსაც, ალბათ, მხოლოდ ცალმხრივად ითვლიან. ვინ და როგორ დათვალა რუსი ტურისტები, ცნობილი არ არის. ზოგადად კი საქართველოს ზამთრის კურორტებზე დასვენების მსურველი უცხოელი ტურისტები ადგილობრივი ტუროპერატორების მომსახურებით არ სარგებლობენ.
|
| |
| საზოგადოება : მთავრობა ხელშეკრულებების დადებას აჭიანურებს |
აფბა: საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს20 მარტს სასტუმრო "ძველი მეტეხის" საკონფერენციო დარბაზში "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ" ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე განიხილებოდა ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების საკითხი. საქართველოს მთავრობა აშშ-სთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს განზრახ აჭიანურებს - ამის შესახებ პრესკონფერენციაზე "აფბას" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, ვიცე–პრეზიდენტმა ლადო ხიხაძემ და ორგანიზაციის იურისტმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადეს. "ახალგაზრდა ფინანსისტები" მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, არ არის დაინტერესებული ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებით.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : Pay Pal-ი საქართველოსთან ერთად რამდენიმე ქვეყანაში ამოქმედდება |
 საქართველოში საერთაშორისო ელექტრონული საგადასახადო სისტემის Pay Pal-ის დანერგვა აქტიურ ფაზაშია. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, Pay Pal-ის შემოსვლისთვის საკანონდებლო ბარიერი არ არსებობს.
|
| |
| ტურიზმი : Global Star-მა კახეთში სასტუმროების კლასიფიკაციის პროცესი დაიწყო |
 ასოციაციამ Global Star კახეთის რეგიონში სასტუმროების კლასიფიკაციის პროცესი დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით თელავში, პარასკევს კახეთის რეგიონში არსებული სასტუმროების მეპატრონეებთან შეხვედრა გაიმართა, სადაც კლასიფიკაციის პირობები და მოთხოვნები გააცნეს, რომლის მიხედვითაც მოხდება სასტუმროებისთვის სტანდარტების მინიჭება.
|
| |
| ბიზნესი : რუსთავში ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი” გაიხსნა |
 რუსთავში ავტობაზრობა "კავკასუს ავტოჰაუსი” გაიხსნა. 11 ჰა ფართობის ბაზრობა 3 400-მდე ავტომობილს იტევს. "კავკასუს ავტოჰაუსი” 16, 17 და 18 მარტს მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურ პირობებს: მანქანის გაყიდვის მსურველისთვის ავტომობილის დაყენება უფასოდ, მყიდველისთვის საჩუქარი კი მანქანის გაფორმება და ტექპასპორტია.
|
| |
| საზოგადოება : ირლანდიის მოქალაქე ქიარა როზმარო ო’სალივანი საქართველოს წინააღმდეგ |
არჩილ კაიკაციშვილი იურისტიირლანდიისა და საქართველოს მოქალაქე ქიარა როზმარი ო სალივანმა საქართველოს წინააღმდეგ ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროფესიით იურისტი, ერთ-ერთი სოლიდური კორპორაციის თანამშრომელი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრების უფლების ჩამორთმევას ედავება. საქმეს თავისი შინაარსით რეზონანსულს უწოდებს როზმარის ქართველი ადვოკატი მალხაზ პატარაია, რომლის განცხადებითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სიღნაღის საჯარო რეესტრთან ერთად, ქიარა როზმარი ო სალივანს საკუთრება ისე გაუუქმა, ამის შესახებ მისთვის არაფერი უცნობებია.
|
| |
| საზოგადოება : "კოკა-კოლას" და "პეპსის" მოხმარება ავთვისებიან სიმსივნეს იწვევს… |
 "სპეციალური საღებავი, რომელიც "კოკა-კოლას" და "პეპსის" წარმოების დროს გამოიყენება, შეიცავს ნაერთებს, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერტები მივიდნენ. ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ საღებავი, რომელიც სასმელებს ყავისფერ შეფერილობას აძლევს, წარმოადგენს შაქრის, ამიაკის და სულფატების რეაქციის პროდუქტს. ეს რეაქცია მაღალი წნევის და ტემპერატურის ქვეშ მიმდინარეობს. ამ რეაქციაში სუბპროდუქტების (დამხმარე კომპონენტები) სახით, კიდევ ორი ნივთიერება მონაწილეობს: 2-MI და 4-MI. ამ ნივთიერებების ადამიანის ორგანიზმში მოხვედრა იწვევს ფილტვების, ღვიძლის, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს და ლეიკემიას. ეს ფაქტი მღრღნელებზე ჩატარებული ექსპერიმენტით დამტკიცდა. მეცნიერებმა 4-MI კოკა-კოლას ოთხ სახეობაში აღმოაჩინეს, თანაც საკმაოდ მაღალი კონცენტრაციით. დასკვნა უკვე გაგზავნილია აშშ-ს შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოში. თავად კომპანიის მხრიდან განმარტებებს ადგილი ჯერ არ ქონია".
|
| |
| საზოგადოება : საწვავის საცალო ფასმა საქართველოში ყველა დროის რეკორდი მოხსნა |
 ასეთი ძვირი საწვავი საქართველოში არასდროს ყოფილა. 1 ლიტრი ბენზინის 2,2 ლარამდე გაძვირებამ საცალო ქსელში აქამდე არნახული რეკორდი დაამყარა. თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლის ლევან იზორიას მტკიცებით, 5-თეთრიანი გაძვირების პირობებში ნავთობკომპანიები ყოველდღიურად 3 მილიონი ლარით გაზრდილ შემოსავალს მიიღებენ.
|
| |
| საზოგადოება : კორუფცია და საწვავის ფასი პირდაპირპროპორციულ კავშირშია |
"თუ კომპანიებს შორის გარიგება არსებობს და სახელმწიფო ამ გარიგებებს ხელს უწყობს ან არ უშლის, ესეც კორუფციის ერთ-ერთი ელემენტია”საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით საწვავი 35%?თ ძვირია. ადგილობრივ ბაზარზე ერთი ლიტრი ბენზინი საშუალოდ 2,28 ლარი ღირს, რაც შტატებზე 61 თეთრით მეტია. ლარზე დაანგარიშებით, ამერიკაში ერთი გალონი საწვავი 6,31 ლარი, საქართველოში კი 9 ლარი ღირს. რა განაპირობებს ფასების ასეთ სხვაობას? ამ კითხვაზე ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მიზეზი საგადასახადო გარემოა. ვანო მთვრალაშვილის თქმით, ამერიკა მსოფლიო ბაზარზე არსებული ნავთობის მეხუთედს მოიხმარს და იქ საგადასახადო კანონმდებლობა ლოიალურია. მისივე ცნობით, საქართველოში მოხმარება დაბალია, ხოლო საგადასახადო წნეხი მაღალი.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : კომერცბანკის წარმომადგენლობა ქართული ბაზრიდან წასვლას უარყოფს |
 კომერცბანკის წარმომადგენლობა საქართველოდან გასვლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. როგორც საქართველოში კომერცბანკის ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარკო გრაფმა განაცხადა, ბანკის წარმომადგენლობა საქართველოში მუშაობას ახლა იწყებს და ქართულ ბანკებთან თანამშრომლობის შედეგად გარკვევა თუ რა მიმართულებით იმუშავებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ბითიეი ბანკმა” "სწრაფი” სესხების გაცემა დაიწყო |
 "ბითიეი ბანკმა” (საქართველო) ავტომობილის უზრუნველყოფით "სწრაფი სესხების” გაცემა დაიწყო. გაჩერებული ავტომობილის უზრუნველყოფით, სესხი თვეში 2-3%-იანი განაკვეთით გაიცემა. ავტომობილის გაჩერება ავტოსადგომზე სავალდებულო არ არის. ავტომობილის ტარების უფლებით კი სესხის განაკვეთი 4-5%-დან განისაზღვრება. მსესხებელს მანქანის დაზღვევის და დაცულ ავტოსადგომზე პარკირების საფასურს ბანკი ჩუქნის”.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ეგვიპტის საგზური "ჰიუნდაის” ავტომობილის მყიდველებს |
"ქეი ეს ბი” ბანკი "ჰიუნდაის” ავტომობილის მყიდველს ეგვიპტის საგზურით დაასაჩუქრებსჰიუნდაი ავტო საქართველო და ქეი ეს ბი ბანკი მომხმარებლებს ერთთვიან ერთობლივს აქციას სთავაზობენ. როგორც ავტოიმპორტიორი კომპანიის გენერალური დირექტორი რადიო კომერსანტთან აცხადებს, ყველა მომხმარებელი, რომელიც ჰიუნდაი ჰაი 35-ს აქციის ფარგლებშიბანკის განვადებით შეიძენს, ქეი ეს ბი–სგანეგვიპტეში სრული სამოგზაურო პაკეტით დასაჩუქრდება.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბანკი რესპუბლიკა მომხმარებელს სარგებლის გარანტირებულ ზრდას სთავაზობს |
 ბანკმა რესპუბლიკამ, როგორც თავად აცხადებენ, ბაზარზე უნიკალური ანაბარი გამოიტანა. ბანკის წარმომადგენელთა განმარტებით, ანაბარი მეტი არცერთი ბანკის პროდუქტს არ ჰგავს. მათივე თქმით, როდესაც ბაზარზე ანაბრების საპროცენტო განაკვეთები სტაბილური არ არის, რესპუბლიკა მომხმარებელს გარანტირებულ მზარდ სარგებელს სთავაზობს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "ალდაგი ბისიაი” ბაზარზე ინოვაციურ პროდუქტს გამოიტანს |
 სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაი” ბაზარზე კიდევ ერთი ახალი სადაზღვევო პროდუქტის გამოტანას გეგმავს. კომპანია სამედიცინო ობიექტებს და მისი პერსონალის პასუხისმგებლობის დაზღვევას შესთავაზებს. ვგეგმავთ დავიწყოთ პასუხისმგებლობის დაზღვევა- როგორიცაა სამედიცინო ობიექტის, ან ექიმების ფინანსური პასუხისმგებლობა. სულ მცირე, მიმდინარე წელს ჩვენს სამედიცინო ობიექტებს და ექიმებს დავაზღვევთ. დაახლოებით 1800 ექიმს. ვფიქრობთ, ამით მათი საქმისადმი პასუხისმგებლობა გაიზრდება, რადგანაც ის ექიმები დაეზღვევიან, რომლებიც საკმაოდ მაღალ სტანდარტს დააკმაყოფილებენ ~ - განცხადა ~ალდაგი ბისიაის” გენერალურმა დირექტორმა ნიკა გამყრელიძემ.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : სებ-მა ოქროს სერტიფიკატებით ვაჭრობა დაიწყო |
 ოქროში დანაზოგის გასაკეთებლად ახალი ინსტრუმენტი ამოქმედდა. ეს შეთავაზება გააჩნია კომერციულ ბანკებს, რომლებიც ოქროს სერტიფიკატებს საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გამართულ აუქციონზე შეიძენენ. სებ-მა, აღნიშნული ბაზრის განვითარების მიზნით, ახალი ინსტრუმენტი 2012 წლის პირველი იანვრიდან აამოქმედა. ბაზარზე არსებობდა მხოლოდ საანაბრე პროდუქტი, რომელიც ოქროში არ თავსდება, მიბმულია ოქროს ფასზე.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ბანკების რეიტინგი იანვარ-თებერვლის ზარალის მიხედვით |
 ბაზარზე მოქმედი 19 კომერციული ბანკიდან 2012 წლის იანვარ-თებერვალი ზარალით 7-მა დაასრულა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : "საქართველოს ბანკმა" სოფლის მეურნეობაზე გაცემული კრედიტები გააორმაგა |
 რა ნაწილი უჭირავს სოფლის მეურნეობაზე გაცემულ სესხებს ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელში? შეგახსენებთ: "საქსტატის" მონაცემებით, 2011 წლის მეოთხე კვარტალში სოფლის მეურნეობის დარგში უცხოური ინვესტიციების მხოლოდ 1,2% მოდის. ექსპერტების ერთი ნაწილის შეფასებით კი უცხოელი ბიზნესმენებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი რისკიანი, ნაკლებად რენტაბელური და არამიმზიდველი სფეროა.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საქართველოს ბანკმა მარნეულში პირველი Express სერვისცენტრი გახსნა |
 საქართველოს ბანკიმა მარნეულში პირველ Eხპრესს სერვისცენტრს გახსნა, 19 მარტიდან მარნეულის მოსახლეობა შეძლებს ისარგებლოს საქართველოს ბანკის უახლესი, Eხპრესს მომსახურებით. სერვისცენტრი 26 მაისის მოედანზე, სუპერმარკეტ სმარტის შენობაში განთავსდება და დღეიდან, 24 საათის განმავლობაში მოემსახურება ბანკის კლიენტებს და სტუმრებს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : ”საქართველოს ბანკი” აგროდაზღვევის ახალ პროგრამას იწყებს |
 "საქართველოს ბანკმა”, სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაიმ” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივამ (EPI) ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს . მემორანდუმი ფერმერებისთვის აგროდაზღვევის ახალ პროგრამას ითვალისწინებს.
|
| |
| საზოგადოება : "სამეგრელოს კარტის” გათამაშება საბოლოოდ დაშლის და დაანგრევს საქართველოს" |
,,ქართულ პოლიტიკაში ,,პიკის ქალის" აჩრდილი გამოჩნდა"
ირაკლი ალასანიას განცხადებამ, დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის თაობაზე, ქართული საზოგადოების სერიოზული შეშფოთება გამოიწვია. ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძეს.
|
| |
| ბანკები და ფინანსები : საკრედიტო რესურსის სიძვირით საქართველო მსოფლიოში ერთ–ერთი ლიდერია |
კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთები საქართველოზე მაღალი მსოფლიოს მხოლოდ 7 ქვეყანაშიაღევანდელ რეალობაში ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და განვითარებული სექტორი საბანკო სფეროა. 2011 წელს საბანკო სისტემა რეკორდულ მოგებაზე გავიდა და მოგების მაჩვენებელმა 325 მილიონ ლარს მიაღწია. იმის შესახებ, თუ რამ განაპირობა საბანკო სისტემის ამგვარი წარმატება, აზრები არაერთგვაროვანია. ექსპერტების ნაწილი სწორდ ამ ეფექტიან კორპორაციულ მართვაზე ლაპარაკობს, ნაწილი კი მთავარ მიზეზად კონკურენციის დაბალ ხარისხს ასახელებს, რის გამოც ბანკები სესხებს მაღალ პროცენტად გასცემენ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სპრედი არის მაღალი.
|
| |
| ბიზნესი : ინტერვიუ კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელ, ბიზნესმენ გოგი თოფაძესთან |
"საგადასახადოს თანამშრომლები მაღაზიების გამყიდველებს აშინებენ, რომ "ყაზბეგი" არ მიიღონ და არ გაყიდონ”
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : ლუკოილი და რომპეტროლი კარტელური ფასების დაწესებაში დაადანაშაულეს |
 "ბულგარეთის კონკურენციის დაცვის კომისია რუსული კომპანია "ლუკოილს” კარტელური ფასების დაწესებაში ადანაშაულებს. ,,ლუკოილის” შვილობილმა კომპანიებმა ავსტრიულმა OMV, რუმინულმა ღომპეტროლ და ასევე ბულგარულმა Nაფტეხ Pეტროლ საწვავზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს. კონკურენციის კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოესი 30 დღის განმავლობაში გამოიტანს. ამავე პერიოდში კომპანიებს უფლება აქვთ წარადგინონ საკუთარი პრეტენზიები.
|
| |
| საზოგადოება : GMG "მაგთისატს" ინგლისური პრემიერ-ლიგის გამო უპირისპირდება |
"თამაშების ქართულ ენაზე ჩვენების უფლება მხოლოდ ჩვენ გვაქვს”"გლობალ მედია ჯგუფი" "მაგთისატს” მომხმარებელთა შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ქართულ ენაზე ინგლისური პრემიერ–ლიგის მატჩების პირდაპირი ტრანსლაციის ექსკლუზიური უფლებით მხოლოდ `ჯი ემ ჯი~ სარგებლობს. ლევან ყუბანეიშვილი აცხადებს რომ, "მაგთისატს" იგივე თამაშების ტრანსლაცია მხოლოდ რუსულად შეუძლია. მისივე თქმით, სარეკლამო რგოლებში კომპანია მომხმარებელს შეთავაზების ამ მხარეს არ აცნობს, რითიც საბოლოო ჯამში კლიენტები ზარალდებიან.
|
| |
| ენერგეტიკა : მწვანეთა პარტია ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კანონს აპროტესტებს |
 საქართველოს მწვანეთა პარტიის გენერალური მდივნის გიორგი გაჩეჩილაძის ცნობით, საქართველოს პარლამენტი ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების ახალ კანონპროექტს დაჩქარებული წესით განხილავს. მისივე თქმით, ახალი კანონპროექტი კი რადიკალურად ეწინააღმდეგება 1998 წელს მწვანეთა პარტიის მიერ შემუშავებულ და დღემდე მოქმედ კანონს, რაც საფრთხეს უქმნის არამარტო საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ რეგიონალურ უსაფრთხოებასაც.
|
| |
| ტურიზმი : გილაური ტურიზმიდან 1 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს ელის |
 პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურის ვარაუდით, მიმდინარე წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 1 მილიარდ დოლარს მიაღწევს. თუმცა, მას არ დაუკონკრეტებია, რას ნიშნავს მოლოდინი, ეს ფული ეკონომიკაში წავა თუ სახელმწიფო ბიუჯეტში. როგორც მან პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის, რასაც ხელისუფლება მესტიაში, სიღნაღში, ანაკლიასა თუ ბათუმში აკეთებს, ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად. რაც უფრო მეტი ტურისტი ეწვევა საქართველოს, მით უფრო მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
|
| |
| საზოგადოება : აკაკი ბობოხიძეს ჯონ ბასი პეტრე მამრაძეში აერია |
 მმართველი გუნდის წევრი, დეპუტატი აკაკი ბობოხიძე, კონტროლის პალატის საქმიანობის შესახებ, საქართველოში ამერიკის ელჩის, ჯონბასის პოზიციას არ ეთანხმება. როგორც ბასის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებს ბობოხიძემ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედებს და არა იმის მიხედვით, რომელიმე ელჩს რა მოსწონს და რა არა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : თურქული ლირას დიდი ამბიციები |
 თურქეთის ეროვნულ ვალუტას ლირას თავისი გრაფიკული სიმბოლო აქვს. იგი მარტის დასაწყისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა, რამაც, თურქეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ვალუტის საიმედოობის და მზარდი პრესტიჟის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. თუმცა, თურქულმა ოპოზიციამ ლოგოში უკვე ამოიცნო ოსმალეთის იმპერიის ბეჭედი და პრემიერ-მინისტრის ინიციალებიც კი. ზოგიერთს კი ის არ მოეწონა, რომ ეს გრაფიკული სიმბოლო დაუძინებელი მტრის, სომხეთის ვალუტის, დრამისას მიამსგავსა.
|
| |
| მსოფლიო ეკონომიკა : საბერძნეთის დეფოლტი მოჩვენებითი კონტროლის ქვეშაა |
 საბერძნეთის სახელმწიფო ობლიგაციების მფლობელების 85.8% კერძო სექტორში, დათანხმდნენ, გადაცვალონ ობლიგაციები ახალ ქაღალდებზე, რომლითაც თავიანთი ინვესტიციების დიდ ნაწილს კარგავენ. ქვეყანამ ვერ შეძლო, თავიდან აეცილებინა კოლექტიური ქმედებების ურთიერთდაპირისპირება. სარეიტინგო სააგენტოებმა ეს ნაბიჯი შეაფასეს, როგორც დეფოლტი, რომელსაც მივყავართ სადაზღვევო კონტრაქტების, - CDS შესრულებამდე. თუმცა, ისტორიაში, სახელმწიფო ვალის ყველაზე დიდ რესტრუქტურიზაციას თუ არ ჩავთვლით, საბერძნეთის შანსები ძალიან ბუნდოვანია.
|
| |
|
|
|
|