banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    თებერვალი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


საზოგადოება : ,,აფბა" კვლევაში ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩართავს

,,აფბა" კვლევაში ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს ჩართავსდღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ქართულ–ამერიკულ უნივერსიტეტში სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის სპეციალობის სტუდენტებს და ლექტორებს შეხვდა, მრგვალი მაგიდის თემა კი საქართველოში ფიჭური კავშირგამბულობის ბაზრის სადღეისო მდგომარეობა და სატარიფო პოლიტიკის შეფასება იყო. ორგანიზაციის მხრიდან უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრა „აფბას“ მიერ ჩატარებული კვლევის – „ფიჭური კავშირგამბულობის ბაზარი საქართველოში“ – ფარგლებში მომზადდა, ეს დოკუმენტი კი საფუძვლად დაედო საქართველოში მობილური ოპერატორების მიერ ურთიერთჩართვის მაღალი ტარიფის შეცვლის პროცესს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდება

ძვირი რესურსების ეპოქა ახლოვდებაავტორიტეტული კონსალტინგური კომპანია McKinsey Global Institute (MGI)-ის აზრით, მსოფლიო მალე ძვირი რესურსების ეპოქაში შეაბიჯებს. 2030 წლისათვის საშუალო კლასის 3 მილიარდ ადამიანამდე გაზრდა ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნილებას მკვეთრად გაზრდის, ახალი ენერგიის, წყლისა და საკვების წყაროს ძიება კი ისედაც ძალიან გართულებული და ძვირადღირებული გახლავთ.

  სრულად ნახვა
 

ბიზნესი : “ართთაიმმა” ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა

“ართთაიმმა” ახალი კოლექციის პრეზენტაცია გამართა16 დეკემბერს, კომპანია “ართთაიმმა” მედიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა ახალ გახსნილ “Aრტტიმე Bოუტიქუე”-ში გაიმართა, სადაც კომპანიას წარმოდგენილი აქვს ძვირადღირებული შვეიცარული საათები და აქსესუარები. აქ წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა, Balmain, Valentino, Salvatore Ferragamo, Versace, Doxa, Tissot, Certina, Rado, Longines, Raymond Weil, TAG Heuer, Maurice Lacroix, Novarese & Sannazzaro, Assos da Vianna Brazil.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : “ცენტრ-პოინტი” უკვე ყაჩაღობაზე გადავიდა

“ცენტრ-პოინტი” უკვე ყაჩაღობაზე გადავიდა“ცენტრ-პოინტი” საკუთარი კლინეტების ძარცვას ისევ აგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება, რადგან რუსუდან კერვალიშვილი ჯერჯერობით კვლავ პარლამენტის ვიცე-სპიკერია და სადეპუტატო სავარძლის ბრალდებულის სკამზე გაცვლას სულაც არ აპირებს.
“ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებული ადამიანები პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნას მოითხოვენ. კომპანიისაგან დაზარალებული ადამიანები პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : “ბორჯომისათვის” და “სარაჯიშვილისთვის” ემბარგო დასრულდება

“ბორჯომისათვის” და “სარაჯიშვილისთვის” ემბარგო დასრულდებაახალ წლამდე სულ რაღაც 2 კვირა დარჩა, მაგრამ ეს ორი კვირა “ბორჯომისთვის” და “სარაჯიშვილისთვის”, შესაძლოა, კომპანიების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდეს. გავრცელებული ინფომარციით, ახალ წლამდე ორივე კომპანია, წესით და რიგით, “როსპოტრებნადზორის” თანხმობას მიიღებს.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ალასანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრეა

ალასანია რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის მომხრეარუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები საქართველომ დემოკრატიით და ჯანსაღი ეკონომიკით უნდა დაიბრუნოს. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ჟურნალ Diplomatic Courier-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.რუსეთთან ურთიერთობის შესახებ კითხვაზე ალასანიამ უპასუხა, რომ სამწუხაროდ, მას რუსეთში დემოკრატიული ცვლილებების იმედი არ აქვს.

  სრულად ნახვა
 

სოფლის მეურნეობა : გლეხებს შინაური პირუტყვის გამოკვების თავი აღარ აქვთ

გლეხებს შინაური პირუტყვის გამოკვების თავი აღარ აქვთბოლო წლებში სოფლის მუერნეობაში არსებულმა გაუსაძლისმა პირობებმა და წლევანდელმა ნაადრევმა ზამთარმა ქართველი გლეხი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. გლეხები მასობრივად ვეღარ ახერხებენ პირუტყვის შენახვა-გამოკვებას, ამიტომ მათ დასაკვლავად იმეტებენ. საბოლოო ჯამში კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შინაური ცხოველების რაოდენობა მცირდება. სოფლებში ძნელად შეხვდებით ოჯახს, რომელიც ორზე მეტ პირუტყვს ინახავს. მიზეზად გლეხები საქონლის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული ხარჯების ზრდას ასახელებენ და ამბობენ, რომ შესაძლებლობა არ აქვთ.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოდან კაპიტალის გადინება სწრაფი ტემპით გრძელდება

საქართველოდან კაპიტალის გადინება სწრაფი ტემპით გრძელდებამეორე კვარტალთან შედარებით მესამე კვარტალში საქართველოდან 4-ჯერ მეტი კაპიტალი გავიდა

„მაღალი საერთაშორისო რეიტინგების მიუხედავად, საქართველოში უცხოური კაპიტალი თავს მშვიდად ვერ გრძნობს“


  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : ევრიკა: სარეკლამო ბაზარი მონპოლიზებულია

ევრიკა: სარეკლამო ბაზარი მონპოლიზებულიატელე და გარე რეკლამას დავით კეზერაშვილი აკონტროლებს

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” დღეს საზოგადოებას „საქართველოს სარეკლამო ბაზის შესახებ” ახალი ანგარიში გააცნო, კვლევის მიზანი ქართულ სარეკლამო ბაზარზე არსებული ნაკლოვანებების და პრობლემების დადგენა იყო, რომელიც მედია-საშუალებებს განვითარებასა და ფინანსურ მდგრადობაში ხელს უშლის.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : 3-5 წელიწადში საქართველოში ბანკების რაოდენობა შემცირდება

3-5 წელიწადში საქართველოში ბანკების რაოდენობა შემცირდებაინტერვიუ "თიბისი ბანკის" გენერალურ დირექტორ ვახტანგ ბუცხრიკიძესთან

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მეოცნებეთა პრაგმატიზმი და რეალიზმი

მეოცნებეთა პრაგმატიზმი და რეალიზმიბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრის ვაჟა ბერიძის აზრით, "ქართული ოცნების" ქმედითობა საზოგადოების მხარდაჭერასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული".

როგორც "პირWელს" ბერიძემ განუცხადა, "ქართული ოცნებაა", იცხოვრო ისეთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი დაფასებულია და ელემენტარულად, არჩევნები არ ყალბდება".

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდება

მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება იზრდებაეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ დაადგინა, რომ მთელს მსოფლიოში მოქალაქეთა შემოსავალს შორის უთანასწორობა თანდათანობით იზრდება. გლობალური ეკონომიკური ზრდა, რომელიც ასე თუ ისე შეინიშნებოდა გასული ათწლეულების განმავლობაში მოსახლეობის ღარიბ ფენაზე არცთუ ისე აისახა.
აღნიშნული კვლევა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ 1980-იანი წლების ბოლოდან მოყოლებულ პერიოდში 22 ქვეყნის მაგალითზე ჩაატარა. როგორც აღმოჩნდა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის განსხვავება საშუალოდ, 10 პროცენტით გაიზარდა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : აქტივების ზრდის ტემპით აზერბაიჯანული ბანკი ლიდერობს

აქტივების ზრდის ტემპით აზერბაიჯანული ბანკი ლიდერობს,,აზერბაიჯანის საერთაშორისო განვითარების ბანკი – საქართველოს'' აქტივები 2011 წლის 1 ივლისიდან 2011 წლის 1 ოქტომბრამდე 62.19%–ით – 61,9 მლნ. ლარიდან 100,4 მლნ. ლარამდე გაიზარდა, რაც საქართველოში არსებულ ბანკებს შორის ზრდის ყველაზე მაღალი ტემპია. რეიტინგი BPI-იმ 2011 წლის მე–3 კვარტალში დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით შეადგინა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

პარლამენტმა 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომაზე 2012 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. მომავალი წლის მთავარი საფინანსო გეგმის საერთო მოცულობა 7 მილიარდ 940.4 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც,წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 370 მილიონით მეტია. მიუხედავად ამ ზრდისა, საპარლამენტო ოპოზიციამ ახალ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა, რადგან, მათი აზრით, დოკუმენტში არ არის გათვალისწინებული ყველა ის გამოწვევა, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ხელს აძლევს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა?

ხელს აძლევს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა? ევროკავშირმა გადაწყვიტა დაიწყოს მოლაპარაკებები საქართველოსა და მოლდავეთთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარშემო და უკვე ცნობილია, რომ პროცესი მომავალი წლის პირველ კვირებში დაიწყება. პერსპექტივას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლების დიდი იმედი უკავშირდება, საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ ლიბერალური ეკონომიკის მტკიცე მხარდამჭერები. როგორია მოლოდინი? რა დადებითი და უარყოფითი შეფასებები უკავშირდება საქართველოს სურვილს - გახდეს ევროპის ერთიანი სავაჭრო სივრცის ნაწილი?

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : დაბეგვრის ალტერნატიული ფორმა - ფიქსირებული გადასახადი

დაბეგვრის ალტერნატიული ფორმა - ფიქსირებული გადასახადი შემოსავლების სამსახურის უფროსმა პირადად გააცნო ჟურნალისტებს სიახლე მცირე მეწარმეებისათვის. ამ სიახლის თანახმად, უახლოეს მომავალში, მცირე მეწარმეები დაბეგვრის ალტერნატიულ ფორმაზე - ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლას შეძლებენ. ფიქსირებული გადასახადის ორი მოდელი ამოქმედდება.

  სრულად ნახვა
 

მსოფლიო ეკონომიკა : ევროკავშირის ტოპ–მენეჯერებს თავიანთი ფული გერმანიაში გადააქვთ

ევროკავშირის ტოპ–მენეჯერებს თავიანთი ფული გერმანიაში გადააქვთევროკავშირის ქვეყნების ტოპ–მენეჯერებს და შეძლებულ მოქალაქეებს თავიანთი ფული გერმანიაში გადააქვთ, რადგან საკუთარ ქვეყნებს არ ენდობიან. Bloomberg–ის მონაცემებით, სექტემბერში ბუნდესტაგმა არასაბანკო სექტორიდან 15 მილიარდი დოლარის შედინება დააფიქსირა.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყო

კერძო სექტორმა სამუშაო ადგილების შემცირება დაიწყოკერძო სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებაში უმუშევრობის დაძლევაზე თავმომწონედ საუბრობენ, რეალური მდგომარეობა მთავრობის ილუზიებისგან რადიკალურად განსხვავდება. ქვეყანაში დასაქმების სტრუქტურა კვლავ არამდგრადია და კონკრეტული პროექტების პერსპექტიულობა ამ მხრივ არსებული პრობლემების მოგვარებას ეჭვქეშ აყენებს. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ რეალობისგან ბევრად შორს დგას ქვეყნის პირველი პირის ამბიციური განაცხადი 4 წელიწადში უმუშევრობის 4%-იან კლებასთან დაკავშირებით, რაც, სამთავრობო გათვლით, სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროში დასაქმების ხარჯზე მოხდება...

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ლარის მსყიდველობითი უნარი წელს 12-13%–ით დაეცა

ლარის მსყიდველობითი უნარი წელს 12-13%–ით დაეცაეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრი: 99 ლარის სურსათი ერთი წლის წინ 90 ლარი ღირდა

ემზარ ჯგერენაია: ლარის მსყიდველობითი უნარი წელს 12-13%–ით დაეცა

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ირაკლი შავიშვილი: დღგ-ს გადამხდელებს პრობლემები შეექმნებათ

ირაკლი შავიშვილი: დღგ-ს გადამხდელებს პრობლემები შეექმნებათგიორგი ისაკაძე: ფიქსირებული გადასახადის შემოღება წინგადადგმული ნაბიჯია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია

არ შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობას” 42 პროცენტი უჭერდეს მხარს და სააკაშვილს - 75
IRI-ს კვლევის შედეგები არაადეკვატურია
პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელიც საზოგადოებისათვის ცნობილი გუშინ გახდა, არსებული რეალობის ადეკვატურად არ მიიჩნევს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ინვესტორები გილაურის დაძახილზე არ რეაგირებენ

ინვესტორები გილაურის დაძახილზე არ რეაგირებენსაქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საქართველომ დაამტკიცა, რომ ინვესტიციების განსახორციელებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. მისი თქმით, საქართველოში კაპიტალდაბანდებით 100-ჯერ და 1000-ჯერ მეტი ინვესტორია დაინტერესებული. ჯერჯერობით საქართველომ თუ რამე დაამტკიცა ისაა, რომ ზედიზედ 4 წელია საინვესტიციო გეგმა ვერაფრით შეასრულა. თანაც ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ გაურკვეველი წარმომავლობის კაპიტალი შემოდის.

  სრულად ნახვა
 

ბიზნესი : ქართული საწვავი მსოფლიოში ყველაზე ძვირია

 ქართული საწვავი მსოფლიოში ყველაზე ძვირიაბოლო წლებში საქართველოში საწვავის ფასებს წაღმა-უკუღმა ითვლიან. თუმცა, ორგანიზაციამ “სოლიდარობა ეროვნული ინტერესებისათვის”, საწვავის თვითღირებულების გამოანგარიშების მეტად ორიგინალური მეთოდი აირჩია და დაადგინა, რომ მსოფლიოში საწვავი ყველაზე ძვირი საქართველოშია.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იპოთეკური სესხებია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირი იპოთეკური სესხებიარუსეთში კომერციული ბანკები იპოთეკური სესხებს წლიურ11,6-12,5%-ში გასცემენ, უკრაინაში 17,8-20,3%-ად, სომხეთში იპოთეკური კრედიტების საპროცენტო განაკვეთი 12%-დან იწყება და 26%-მდე ადის, აზერბაიჯანში კი 11-13%-ს შეადგენს. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოქმედი 19 ბანკიდან იპოთეკურ სესხებს 9 ბანკი გასცემს, წლიური საპროცენტო განაკვეთი 12%-დან 22%-მდე მერყეობს. როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველოში იპოთეკურ კრედიტებზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთი არც ისე დაბალია და მას მხოლოდ უკრაინული ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვთები უსწრებს.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : მთავრობამ მეწარმეებს ჩამოწერილი ჯარიმები ”აპატია”

მთავრობამ მეწარმეებს ჩამოწერილი ჯარიმები ”აპატია”"საგადასახადო კოდექსში" შესატანი ცვლილების პროექტის განხილვა ბიუროს სხდომაზე მოხდა. მოცემული პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია.
"წარმოდგენილი ცვლილებები ბიზნესთან კონსულტაციების შედეგად მომზადდა და ე.წ. ფინანსური ამნისტიის საკითხს შეეხება. კერძოდ, მეწარმეს, რომელსაც საგადასახადო დავალიანება 2005 წლამდე წარმოეშვა და ამის თაობაზე ინფორმაცია დღემდე მიღებული არ აქვს, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული ჯარიმა-საურავები ჩამოეწერება" - განმარტავს მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, რომლის მტკიცებით, დღეს ინიცირებული ე.წ. ფინანსური ამნისტიით "მეწარმესა და საწარმოს რამდენიმე მილიონი ლარი დარჩება".

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ვის წყალში გადაყარა სახელმწიფომ 13 მილიონი ლარი

ვის წყალში გადაყარა სახელმწიფომ 13 მილიონი ლარი130 ლარიანი სალარო აპარატები მეწარმეებს 290 ლარად აყიდინეს

საინტერესოა, რელურად რას ფიქრობდა ჩვენი ხელისუფლება, როდესაც 2011 წელს ქვეყანაში ახალი GPRS სალარო აპარატები შემოიტანა და მეწარმეებს, რომელთა წლიური ბრუნვა 100 ათას ლარს აღემატებოდა მათი შეძენა მოსთხოვა. ეს სალარო აპარატები მეწარმეებისათვის 290 ლარი ღირდა.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : „ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორს“ ყიდულობს

„ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორს“ ყიდულობსსადაზღვევო ბაზრის ერთერთ ლიდერი „ალდაგი ბისიაი“ სადაზღვევო კომპანია „პარტნიორს“ ყიდულობს. არაოფიციალურად ამ გარიგებას „საქართველოს ბანკს“ უკავშირებენ, რომელიც “ალდაგი ბისიაის” მფლობელია

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : 2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდება

2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდებაუმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, 2012 წლიდან აბიტურიენტების მეორადი ჩარიცხვები უქმდება.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილების თანახმად, 2012 წლიდან აბიტურიენტი შვიდის ნაცვლად თავიდანვე ოც სასურველ ფაკულტეტს აირჩევს და ჩარიცხვა მხოლოდ ერთხელ გაკეთებული არჩევანის საფუძველზე მოხდება.

  სრულად ნახვა
 

ბანკები და ფინანსები : ვინ ახდენს ქართული ბანკების პოლიტიზირებას?!

ვინ ახდენს ქართული ბანკების პოლიტიზირებას?!მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა, ეროვნულმა ბანკმა ,,ქართუ ბანკის” შესახებ დაიწყო საუბარი და მის მმართველს ნოდარ ჯავახიშვილს დაემუქრა, თუ თქვენ არ დაამყარებთ წესრიგს ბანკში, ამას ჩვენ გავაკეთებთო. ცხადია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ,,ქართუ ბანკის” პოლიტიზირებაში იმას არ გულისხმობდა, რომ ბანკის საინკასაციო მანქანიდან სამართალდამცავებმა 3 მილიონი სწორედ პოლიტიკური მოტივით, ხელისუფლების დავალებით გაიტაცეს და დააყადაღეს, არც იმას, რომ ხელისუფლება ,,ქართუს” კლიენტებს ბანკიდან ანგარიშის გატანას აიძულებს და არც იმას, რომ თავად ეროვნული ბანკი სწორედ ხელისუფლების დავალებით ცდილობს შეაფერხოს ბანკის საქმიანობა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არც იმის შესახებ ამბობს რამეს, რომ კომერციულ ბანკებს საკუთარი კლიენტების პოლიტიკურად აქტიურ პირბთან ურთიერთობის გარკვევა აქვთ დავალებული.

  სრულად ნახვა
 

საზოგადოება : კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის მოემზადოს!

კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის მოემზადოს,,საქართველოს თავისუფალ მცირე მეწარმეთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანზორ საკანდელიძე იხსენებს კახა ბენდუქიძის განცხადებას: ,,თუ ვინმე იტყვის რომ 2-3 წელიწადში საქართველოს ეკონომიკას რაიმეს უშველის და ფეხზე დააყენებს, ის იქნება მატყუარა და მზად ვარ, ამ მატყუარას სახეში გულიანად შევაფურთხო”. ანზორ საკანდელიძე აცხადებს, რომ კახა ბენდუქიძე შეფურთხებისთვის თავად უნდა მომზადოს

  სრულად ნახვა
 
  tr>
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები
 

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48