DataLife Engine > უძრავი ქონება > "არსმა" ქავთარაის ობიექტზე მშენებლობა განაახლა

"არსმა" ქავთარაის ობიექტზე მშენებლობა განაახლა


12 ნოემბერი 2009. : merabi
"არსმა" ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" 9 მლნ აშშ. დოლარის დაფინანსება მიიღო. პროგრამის ფარგლებში "არსის" ერთ–ერთ ობიექტზე "საცხოვრებელი სახლი ქავთარაძის ქუჩაზე", რომელიც 1 760,000 აშშ. დოლარი დაფინანსდა სამშენებლო სამუშაოები დღეს განახლდა. "თიბისი ბანკმა" სამშენებლო სამუშაოების გასანახლებლად კომპანიაში პირველი ტრანში გადმორიცხა. სამშენებლო სამუშაოები სრულად 2010 წლის დასაწყისში დასრულდება. არსის დირექტორი, თორნიკე აბულაძე: "ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროგრამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა სამშენებლო სექტორში კრიზისის დაძლევისთვის. ამ პროგრამის დახმარებით შევძელით ობიექტებზე მშენებლობის განახლება. ქავთარაძის ობიექტი ერთ–ერთი პროექტია, რომელმაც პროგრამაში გაიმარჯვა და დღეს უკვე ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები განახლებულია. ამ ობიექტზე შავი კარკასის სამუშაოები მთლიანად არის დასრულებული, ამ ეტაპზე ბინებში შიდა სამუშაოები მიმდინარეობს, პარალელურად მუშაობა მიმდინარეობს ფასადზე. სამუშაოებს წლის ბოლოსთვის დავასრულებთ, სახლის ექსპლუატაციაში ჩაბარებას კი 2010 წლის დასაწყისში ვგეგმავთ".
მომდევნო კვირაში "არსი" დაფინანსებას საქართველოს ბანკიდან მიიღებს. პროექტი არსი ავლაბარში –დოლაბაურის ობიექტი $ 3,243,000–ით
ხოლო პროექტი "ორთაჭალის ტურფა" $4,000,000 დაფინანსდება.