DataLife Engine > უძრავი ქონება > რა პრობლემები აქვთ ”ნიბა დელისის” თანამშრომლებს

რა პრობლემები აქვთ ”ნიბა დელისის” თანამშრომლებს


8 ოქტომბერი 2009. : merabi
დედაქალაქის განვითარებამ საჭირო და აუცილებელი გახადა თანამედროვე ფუნქციური დატვირთვისა და უახლესი არქიტექტურული მოდელის, დელისის მოედნის რეკონსტრუქცია. ამ ტერიტორიაზე კომპანია “ნიბა ინვესტმა” უდიდესი საინვესტიციო პროექტის “ნიბა დელისის” განხორციელება 2008 წლის თებერვალში დაიწყო. შენობის არქიტექტურასა და დიზაინზე ქართველ არქიტექტორებთან ერთად ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუქსასი მუშაობდა. მრავალფუნქციური ცათამბჯენი გამორჩეული და მიმზიდველი იქნება, არამარტო თბილისის, არამედ მთელი ამიერკავკასიისთვის.
პროექტი ორი ეტიპისგან შედგება. პირველი ეტაპი სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გულისხმობს, რომელიც 2010 წლის დეკემბერში დასრულდება. მეორე ეტაპი კი 166 მ. სიმაღლის კოშკია, სადაც განთავსებული იქნება ოფისები და სასტუმრო “ჰილტონი”. მის დასრულებას კომპანია 2012 წლის ბოლოს ვარაუდობს.
მრავალფუნქციური ცენტრის სამშენებლო სამუშაოებს ქართული კომპანია “აქსმშენი” ახორციელებს. ამ ეტაპზე ობიექტზე 150 ადმიანია დასაქმებული.
პროექტის დასრულების შემდეგ “ნიბა დელისში” 870 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. შენობაშივე მოეწყობა ავტომანქანების პარკირების ადგილი. 750 მანქანის მძღოლი უსაფრთხოდ და კომფორტულად შეძლებს მანქანის გაჩერებას.
მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე ასეთი მასშტაბის მშენებლობა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უდიდესი სტიმულია.