არსებობს თუ არა რეალური ძვრები უძრავი ქონების ბაზარზე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : არსებობს თუ არა რეალური ძვრები უძრავი ქონების ბაზარზე
ნანახია: 1273

ბოლო დროს სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ კრიზისის დასრულების ნიშნები შეინიშნება და ამის დასადასტურებლად, არც თუ ისე იშვიათად, მათ უძრავ ქონებაზე კლიენტურისა და ფასების მომატება მოჰყავთ.
მათი ინფორმაციით, 2009 წლის დასაწყისიდან მეორად უძრავ ქონებაზე დადებული გარიგებების მოცულობა წლის პირველად მაჩვენებელთან შედარებით 0.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო იპოთეკის ხელმისაწვდომობამ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს 6.3 ათასს მიაღწია, რაც სექტემბერთან შედარებით 7 პროცენტით მეტია.
მეორადი ქონების რეგისტრაცია 2007 წელთან შედარებით 10, ხოლო იპოთეკის ხელმისაწვდომობამ 7.1 პროცენტით მოიმატა. ახალ მშენებლობებზე თბილისის მერიის ნებართვების გაცემა წლის დასაწყისიდან დღემდე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 4.5 პროცენტით შემცირდა, თუმცა 2007 წლის მაჩვენებელს 57 პროცენტით აჭარბებს.
უძრავი ქონება თავისთავად ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მამოძრავებელი რგოლია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკისა და რადგანაც ამ უკანასკნელზე საქართველოში კატასტროფულად სავალალო მდგომარეობა იყო, მერიამ მათ დასახმარებლად უკვე ყველასთვის ცნობილი პროექტი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" შეიმუშავა და ამით დეველოპერებს მუშაობის განახლების საშუალება მისცა. ამ პროექტის ავ-კარგიანობასა და პრობლემებზე, რომელიც მათ ბანკების მხრიდან შეექმნათ, ჩვენი გაზეთის ფურცლების მეშვეობით არაერთგზის გვისაუბრია და ამჯერად ამ საკითხზე მკითხველთა ყურადღების შეჩერებას არ ვაპირებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ვაჯამებთ უძრავი ქონების რეალურ მდგომარეობას, სურვილისგან განსხვავებულად, ზუსტ ინფორმაციაზე დაყრდნობით კომპეტენტური პირების დახმარებით. ამისთვის კი "ბ&ფ" უძრავი ქონების სააგენტოს წარმომადგენლებს დაუკავშირდა.
"უძრავი ქონების რეგისტრაციის ზრდა ყიდვა-გაყიდვის მაჩვენებლის ზრდას არ ნიშნავს, რეგისტრაციის ეს ზრდა იმის ხარჯზე მოხდა, რომ დღევანდელი კანონმდებლობით მშენებარე ბინის დარეგისტრირება საძირკვლის ჩაყრისთანავეა შესაძლებელი, ადრე კი რეგისტრაცია მხოლოდ მას შემდეგ ხდებოდა, რაც მეპატრონე ბინას მიღება-ჩაბარების აქტით ჩაიბარებდა", - განაცხადა უძრავი ქონების სააგენტო "ბერუკას" დირექტორმა ავთანდილ გუგეშაშვილმა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ დღეისათვის უძრავ ქონებაზე არათუ 30 პროცენტიანი (როგორც ამას ზოგ-ზოგიერთები ამბობენ), არამედ 5 პროცენტიანი მატებაც არ შეინიშნება. არსებობს ქირაზე 3 - 4 პროცენტამდე, ხოლო ყიდვაზე 2 პროცენტიანი ძვრები.
აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს "თბილისის საინფორმაციო სააგენტოს" წარმომადგენელი ზურაბ ფეიქრიშვილიც. მისი განცხადებით მატება ამ სფეროში დღემდე ნულის ტოლია.
უძრავი ქონების სააგენტო "ელიტ გრუპში" ასევე აცხადებენ, რომ აქტივობა არ გაზრდილა, ხოლო რეგისტრაციების ზრდას მოსახლეობის მხრიდან საკუთრებაში არსებული ქონების დაკანონების სურვილი განაპირობებს. კომპანიის დირექტორის ზაქარია ლომაძის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში უძრავი ქონების რეგისტრაციის ზრდა იმან გამოიწვია, რომ მოსახლეობამ არა მარტო საკუთრებაში არსებული ქონების, არამედ უკანონო ქონების დაკანონებაც დაიწყო. ამასთან, თუ ადრე ქონება მარტო ინვენტარიზაციის ბიუროში აღირიცხებოდა, ახლა იურიდიული პროცედურების ჩასატარებლად საჯარო რეესტრში დარეგისტრირებაა აუცილებელი. ეს კი ეკონომიკურ აქტივობას ნაკლებად უკავშირდება.
ხოლო რაც შეეხება სააგენტო "ერდო ჯგუფს", მის დამფუძნებელ გურამ ფალავანდიშვილს ყველასგან განსხვავებული სტატისტიკა აქვს და აცხადებს, რომ უძრავი ქონების ბაზარზე პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდა. მისი ინფორმაციით არამარტო უძრავი ქონების რეგისტრაციის მაჩვენებლი, არამედ მიმდინარე წლის ზაფხულიდან ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების სტატისტიკაც გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა 30%-ს მიაღწია.
ინფორმაციის სრულყოფილების მიზნით, ჩვენ დეველოპერულ კომპანიებსაც მივმართეთ.
დეველოპერულ კომპანია "იბერიაში" აცხადებენ, რომ გაყიდვების მომატება ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება და ისინი კვლავ მოლოდინის რეჟიმში არიან. -"მოიმატა ზარების რაოდენობამ, თუმცა რეალური მყიდველი ამ დრომდე არ არსებობს. მოსახლეობაში გაჩნდა სურვილი მზა პროდუქციის შეძენისა. შესაბამისად, ჩვენ იმედს ვიქონიებთ, რომ ის ოთხი პროექტი, რომელიც ჩვენ დაწყებული გვქონდა და ახლა ამერიკული კომპანიის ფინანსური დახმარებით გრძელდება, დასრულებისთანავე სასურველ შედეგს გამოიღებს", – განაცხადა სამშენებლო კომპანია "იბერიის" პიარ-სამსახურის წარმომადგენელმა ნინო ტყეშელაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
რაც შეეხება დეველოპერულ კომპანია "ცენტრ-პოინტი ჯგუფს", ის ჩვენთან ჩვეულებისამებრ კონტაქტზე არ გამოვიდა, შესაბამისად, რა მდგომარეობაა კომპანიაში ამ თვალსაზრისით, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობთ.
კომპანია "არსში" ამ თემაზე გაყიდვების მარკეტინგის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაიდარაშვილს გავესაუბრეთ, - "გაყიდვების მაჩვენებელს არ მოუმატია, შესაბამისად, მკვეთრი ნახტომები ამ ეტაპისთვის არ შეინიშნება. თუმცა მოიმატა ზარებმა, რაც ნიშანია იმის, რომ მოსახლეობაში გაჩნდა ფული და შეგრძნება იმისა, რომ მათ არავინ ატყუებს და აღარც ბინების ფასი დაეცემა მეტად. ანუ გაქრა არასტაბილურობის შეგრძნება და ამის გამო პოტენციურ მყიდველებს გაუჩნდათ სურვილი, რომ კვლავ იყიდონ საცხოვრებელი ფართები.
ამ დრომდე რომ ასეთი მდგომარეობა იყო, ეს იმ ექსპერტთა კომენტარებმა გამოიწვია, რომლებიც გამუდმებით საუბრობდნენ, რომ ფასები 200 დოლარამდე დავარდებოდა, მოსახლეობაც სწორედ ამ დროს ელოდა, ახლა კი მიხვდა, რომ ეს აღარ მოხდება და სწორედ ეს გახდა ძვრების მიზეზი".
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ლადო პაპავა კი დღემდე უპირისპირდება დეველოპერების დახმარების მცდელობას სახელმწიფოს მხრიდან და ამბობს, რომ საქართველოში სამშენებლო კომპანიებისა და საბანკო სექტორის ხელოვნურად გადარჩენა მიმდინარეობს და ამის შედეგად "ძველი თბილისის რეაბილიტაციის" პროექტში "ფინანსური პირამიდის" პრინციპით მომუშავე კომპანიებიც მოხვდნენ. ამ ფსევდო-ბიზნესმენების დაფინანსება კი, პაპავას მტკიცებით, ქვეყანას არაფერში წაადგება, რადგან ისინი ხალხისგან აღებულ ფულს საკუთარი კეთილდღეობისთვის ფლანგავენ. ლადო პაპავა აცხადებს, რომ გასაკოტრებელი კომპანია უნდა გაკოტრდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუდმივად კრიზისის მოლოდინში ვიქნებით.

თათია ჩაფიჩაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48