საერთაშორისო კვლევების კომპანია Knight Frank–მა, უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის კვლევის საკმაოდ საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის ივლისიდან მოყოლებული, 2011 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთში ბინებზე ფასმა 12.1 პროცენტით დაიკლო.ეს ერთ–ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, რუსეთი მხოლოდ ირლანდიის ბაზარს ჩამორჩება, სადაც უძრავი ქონება 12.9 პროცენტით არის გაიაფებული.ანალიტიკოსთა ცნობით, კვლევაში მონაწილე მსოფლიოს 50 ქვეყნიდან, რუსეთისა და ირლანდიის გარდა, რეიტინგში, უკრაინა ( –7.8%), კვიპროსი (–7,7%) და ბულგარეთი (–6.4%) მოხვდნენ.
კომპანიამ იმ ქვეყნების რეიტინგიც გამოაქვეყნა, სადაც ბინებზე ფასმა, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საგრძნობლად მოიმატა. ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჩინეთში (+26.5%), ინდოეთში (+21.3%), ტაივანში (+12.7%), ესტონეთსა (+10.6%) და ისრაელში (+9.7%).
აზიაში უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის პარალელურად, შესაბამისმა სამსახურებმა დაიწყეს ზრუნვა ამ პროცესის შესაჩერებლად, ზემოთ აღნიშნული კომპანიის ექსპერტების მოსაზრებით, მიღებული ზომები ეფექტური აღმოჩნდა.ოფისების ფართის გაიაფების მხრივ, ლონდონი ლიდერობს, მას ტოკიო მოჰყვება, სამეულს მოსკოვი ასრულებს.
presa.ge