"სამშობლოს" ბედი დღემდე გაურკვეველია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : "სამშობლოს" ბედი დღემდე გაურკვეველია
ნანახია: 443

"დღეს ჩვენ გვიწევს ანტიეროვნული ხელისუფლებისთვის იმის მტკიცება, რომ ეს სახლი ეკუთვნოდა კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძეს, ირაკლი აბაშიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს და არა სახელმწიფოს"

გამომცემლობა "სამშობლო" ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის სამართალმემკვიდრეა. ამ შენობაში განთავსებული იყო მაშინდელი მედიაგამოცემების რედაქციები - "ახალგაზრდა ივერიელი", ახლანდელი "საქართველოს რესპუბლიკა", "ნერგი", "იბერია-სპექტრი" და სხვა ასამდე გამომცემლობა. ამ ტიპის გამომცემლობები საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, 14 რესპუბლიკაში, იქ განთავსებული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს თავიანთი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ერთადერთი გამონაკლისი ამ საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო იყო, რომლის მმართველობაში მოსულმა სამხედრო საბჭომ, მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო.
ვარდების რევოლუციის შემდგომ მთავრობამ ამ შენობის გასხვისებაზეც დაიწყო ფიქრი. 2007 წელს 10 აგვისტოს გამთენიისას ცინიკურად, დამცირებით და ძალადობით ყველანი შენობიდან გამოყარეს. გაზეთები, ჟურნალები, საინფორმაციო სააგენტოები და ა.შ. დაახლოებით, ასამდე გამომცემლობა იყრიდა თავს ამ შენობაში. თუმცა, მოხდა ისე, რომ ინვესტორი არ გამოჩნდა, ვინც ამ შენობას იყიდდა. ამას იმანაც შეუწყო ხელი, რომ გამომცემლობა "სამშობლოს" ქვევით მეტროს კომუნიკაციებია განთავსებული და თუ რომელიმე ინვესტორს რეკონსტრუქციის გაკეთება მოუნდებოდა, ბევრს ვერაფერს შეცვლიდა. აგვისტოს ომის შემდეგ შენობაში ლტოლვილები შეასახლეს, თუმცა არც მათ დასცალდათ იქ დიდხანს ყოფნა.
2010 წლის ივლისში გამომცემლობა 'სამშობლოს' შენობიდან ეკონომიკის მდგრადი განვითარების მინისტრმა იქ შესახლებული დევნილების გამოსახლება დაიწყო. უფრო ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სამშობლო" 23 ივლისს გამართულ აუქციონზე უნდა გაყიდულიყო. თუმცა, გამომცემლობის შენობის გასხვისება გადაიდო. როგორც სამინისტროში განმარტავენ, საპრივატიზაციოდ მისი განმეორებით გამოტანა შენობის ხელახალი აზომვითი და ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ მოხდება. გამომცემლობა "სამშობლოს" საწყისი გასაყიდი ფასი 12 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა.
"მწერალთა სასახლე 90 წელზე მეტია მწერალთა კავშირის საკუთრებას წარმოადგენს, როგორც სამწერლო ორგანიზაცია. საქართველოს კონსტიტუციით კი საკუთრების უფლება ხელშეუვალია და მისი ხელყოფის უფლება არვის აქვს. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ გვიწევს ანტიეროვნული სახელმწიფოსთვის იმის მტკიცება, რომ ეს სახლი ეკუთვნოდა კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძეს, ირაკლი აბაშიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს და არა სახელმწიფოს. როდესაც ქვეყანაში კნინდება მწერლობა, თავისთავად კნინდება კინო, დრამატურგია. განათლების სისტემაში არსებული რეფორმები სწორედ ამას ემსახურება. მაშინ როდესაც სასწავლო პროგრამიდან ამოღებულია გრიგოლ ხანცთელი, ბარათაშვილი, გამსახურდია და მათ ნაცვლად შემოღებულია სულელური ტესტები, რომელიც არანაირ სამწერლობო განათლებას არ მოითხოვს", - განაცხადა მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილემ, პოეტმა ვაჟა ოთარაშვილმა.
ხელისუფლებამ გამომცემლობა "სამშობლოდან" ლტოლვილების გამოყრის შემდეგ შენობის გაყიდვაზე ფიქრი აქტიურად დაიწყო. თუმცა, გასაკვირი ალბათ არაფერია, მაშინ როდესაც ეკონომიკის მინისტრი აქტიურად ფიქრობს გაზარდოს საპრივატიზაციო ნუსხა. საინტერესო სხვა რამ არის - რატომ მოხვდა თვალში ეკონომიკის მინისტრს მაინცდამაინც "სამშობლო". ერთი სიტყვით, დევნილმა ვერა ქობალიამ დევნილები "სამშობლოდან" გაასახლა. თუმცა, ამ დროისთვის "სამშობლოს" შენობა სხვადასხვა მიზეზების გამო არ გასხვისებულა. შესაძლოა მთავრობა იმიჯი გაიკეთილშობილოს და "სამშობლო" დააბრუნოს, მაგრამ მერეც იქნება პრობლემები - მედიასახლში, თუ ასეთი რამ ჩამოყალიბდება, ვინ დაიდებს ბინას, ვინც იქ ადრე ბინადრობდა, თუ ვინც იქ ფართს ქირაობდა, ან იქნებ მთავრობა მათზე მიყიდულ მედიასაშუალებებს დაუთმობს შენობას.
თუმცა, ეკონომიკის სამინისტროს საპრივატიზაციო გეგმა წლის ბოლომდე შესასრულებელი აქვს, მათ ნუსხაში კი მხოლოდ წვრილი ობიექტებია შემორჩენილი. ალბათ, სამშობლოს შენობაც გაიყიდება და სხვა ობიექტების პრივატიზებაც მოხდება, ალბათ, ინვესტიციებიც შემოვლენ და ამ ყველაფრის ხარჯზე ბიუჯეტიც შეივსება, მთავარია, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან საპრივატიზაციო გეგმის შესრულებას.
ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც თავის დროზე ამ შენობის ყიდვაზე ბადრი პატარკაციშვილმა უარი თქვა. მან ჟურნალისტების ცოდვა არ დაიდო. სხვათაშორის, 1992 წელს ამ შენობას ჯაბა იოსელიანმაც არ ახლო ხელი, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა და ამ შენობით იყო დაინტერესებული. მან ჟურნალისტები დაინდო. შევარდნაძის დროსაც არავინ მოქცევია მათ ასე ბარბაროსულად, მაშინ მწერლებმა სასამართლოც მოიგეს. უბრალოდ, ვარდების რევოლუციით მოსული მთავრობის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ აღსრულდა.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48