
ბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სასტუმროს 15 სართულიანი "კემპინსკის" მშენებლობა სადაც დიდი რაოდენობით ხალხის დასაქმება იგეგმება 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს. უნიკალური კომპლექსი Kempinski Hotel Batumi განთავსდება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში და ის 4 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. სასტუმროს შიგნით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი ზონა ექნება შავი ზღვის რეგიონში, საკმაოდ საინტერესო სპორტული კომპლექსით, რამდენიმე საცურაო აუზით. სასტუმრო სხვადასხვა კატეგორიის 253 ნომრისგან შედგება და მას ექნება ცალკე მდგომი, კერძო აპარტამენტების ბლოკი. ყველაფერ ამის მართვას სასტუმროების ცნობილი ბრენდის - Kempinsk-ის ჯგუფი განახორციელებს.
კომპანია GIMG-იმ საინვესტიციო პროექტში Kempinski Hotel Batumi 33 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია უკვე განახორციელა და, სავარაუდოდ, ამ თანხაზე სამჯერ მეტი სასტუმროს ექსპლუატაციაში გაშვებამდე დაიხარჯება. ბათუმელები იმედს გამოთქვამენ, რომ იქ მშენებარე "კემპინსკი” თბილისური ხუთვარსკვლავიანი "კემპინსკის” სასტუმროს ბედს არ გაიზიარებს, რომლის მშენებლობისთვის 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო გათვალისწინებული და მისი დასრულება 2011 წლისთვის იგეგმებოდა. თუმცა, მშენებლობა დღემდე არ დასრულებულა, ხოლო ყოფილი "იმელის” შენობა ბედის ანაბარა არის დარჩენილი. შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ სტატუსს არანაირი ძალა არ გააჩნია. მისი დანგრევა ხალხში და არქიტექტორთა საზოგადოებაში დიდი შეშფოთებას იწვევს, თუმცა სამწუხაროდ ხალხის პროტესტმა ისტორიული ძეგლი დანგრევისგან ვერ გადაარჩინა.
2008 წელს მემკვიდრეობის შესახებ მიღებული კანონის მიხედვით ინვესტორებს საქმე კიდევ უფრო გაუადვილდათ. მათ მიუხედავად ისტორიული ძეგლის სტატუსისა შეუძლიათ შენობის შეცვლა, დაშენება, ჩამონგრევა, მიშენება და ყველანაირი სამუშაოების ჩატარება, რასაც საზოგადოების პროტესტიც კი ვერ შეაკავებს. სოწრედ ამ კანონის მიხედვით იმოქმედა ინვესტორმა და "იმელის” შენობის მარჯვენა ფლიგელის დანგრევა დაიწყო, მაგრამ შუაში მიატოვა. დღეს შენობა უპატრონოდ არის დარჩენილი და მას არანაირი დატვირთვა არ აქვს. უფუნქციო, გამონგრეულ შენობაზე მხოლოდ "კემპინსკის” მომავალი სასტუმროს ბანერებია გამოკრული. ძეგლის სატუსმა სამშენებლო სამუშაოების ჩატარების პროცესს და ულამაზესი შენობის დანგრევა-განადგურებას ხელი ვერ შეუშალა.
თბილისური ხუთვარსკვლავიანი 'კემპინსკის” სასტუმროს 20%-ს "კაპიტალ ვოსტოკი” ხოლო 80% არაბული კომპანია "დაბი ჯგუფი” ფლობს. პროექტის მიხედვით სასტუმრო კოლპექსში 200 ნომერი, 50 მაღალი კლასის აპარტამენტი, ბარი, ორი რესტორანი, ფიტნესს და სპა კლუბები, სქვოშ მოედანი და საცურაო აუზი უნდა განთავსდეს, ასევე იქნება საქმიანი შეხვედრებისა და საკონფერენციო დარბაზები, მაგრამ საეჭვოა საერთოდ იხილავს თუ არა ახალ და დასრულებულ `კემპინსკს” თბილისი.
Yყოფილი `იმელის” შენობას რაც შეეხება `კაპიტალ ვოსტოკმა” ის გასულ წელს 15 მლნ დოლარად სახელმწიფოსგან შეიძინა, სამშენებლო სამუშაოებს კი კომპანია `ევორდთან” ერთად ახორციელებდა. მომავალში დადებული ხელშეკრულების თანახმად კი მთლიანი ინვესტიციის 80 % დაფინანსება `დაბი ჯგუფმა” იტვირთა, რომელიც 40 წელზე მეტა არსებობს და საინვესტიციო საქმიანობას აზიის, აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ეწევა. Hჰოლდინგი რამოდენიმე ბანკს, სადაზღვევო და სატელეკომუნიკაციო კომპანიებს აერთიანებს. ქართულ ბაზარზე 2007 წელს შემოვიდა და მისი ინვესტიციების მოცულობა ჩვენ ქვეყანაში 250 დოლარს შეადგენს, მაგრამ რის გამო გაჩერდა თბილისური `კემპინსკის” მშენებლობა და რატომ ვერ შეასრულა ~დაბი ჯგუფმა” ნაკისრი ვალდებულებები ამის რეალური მიზეზი არავინ იცის. საქართველოში `დაბი ჯგუფის” კოორდინატორმა გიორგი სეთურიძემ სამინისტროს პროექტის 2012 წლამდე გადავადება მოსთხოვა. მისი თქმით "დაბი ჯგუფმა” ნაკისრი ვალდებულებები გლობალურ ფინანსური კრიზისისა და 2009 წელს ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარების გამო ვერ შეასრულა.
უმცირესობის წარმომადგენლებს კი უფრო რეალურ მიზეზს ითხოვენ, მათ აინტერესებთ სინამდვილეში რა არის `კემპინსკის” მშენებლობის გაჩერების მიზეზი, რომლისთვისაც საცხოვრებელი კორპუსის დანგრევა გახდა საჭირო. `ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა ლალიშვილმა ეკონომიკის სამინისტრო გეგმის არარსებობაში დაადანაშაულა, მან პარლამენტში ეს საკითხი კითხვის ქვეშ დააყენა და დაინტერესდა ამ ბრენდის უკან წვრილი ბიზნესჯგუფები ხომ არ დგანან, რომლებიც გაპარტახებულ ქვეყანას სვავებივით შეესევიან ხოლმე და მაქსიმალურად იაფად ან იოლი გზებით ცდილობენ მიისაკუთრონ ღირებული ქართული რესურსები.
საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ასეთივე ზარზეიმით წამოწყებულმა ბათუმის "კემპინსკიმა”, იგივე ბედი არ გაიზიაროს რაც რუსთაველის გამზირზე მშენებარე "კემპინსკმა”, რადგან ამ ბრენდის უკანა უკვე დიდი ხანია წვრილი ბიზნესჯგუფები მოიაზრება და მათი მრავალმილიონიანი ინვესტიცია დიდ ეჭვს იწვევს.
რუსუდან გაბესკირია