კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა გრძელდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა გრძელდება
ნანახია: 390

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა გრძელდება ბათუმში ეროვნული ბანკის შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა

"ბათუმის ცენტრში განთავსებული ყველა სახელმწიფო დაწესებულება ადგილმდებარეობას შეიცვლის და ქალაქის გარეუბანში გადავა", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ აბესალომ გურგენიძემ. სახელმწიფოს კუთვნილი შენობები გაიყიდება იმ პირობით, თუ მათ ადგილზე აუცილებელი ტურისტული ობიექტები განთავსებდა.
უკვე ცნობილია, რომ გაიყიდება ბათუმის ცენტრში მდებარე პროკურატურის და ეროვნული ბანკის ყოფილი შენობები. ასევე გასხვისდება ცენტრში მდებარე ყოფილი მე-6 სკოლის და სახელმწიფო დაცვის შენობებიც.
ეროვნული ბანკის შენობა, რომელიც ბათუმშია განთავსებული და რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, ჯერ პრეზიდენტის რეზიდენციად გადაკეთდა, მოგვიანებით კი საპრივატიზაციო შენობების ნუსხაში მოხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ბათუმში არსებული ეროვნული ბანკის საპრივატიზაციო ნუსხაში შეტანის თაობაზე კომენტარს არ აკეთბს. პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხზე ჟურნალისტებმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ან ბათუმის მერიას უნდა მიმართონ.
ეროვნული ბანკის ყოფილი ფილიალის შენობის მეოთხე სართულზე უნიკალური და იშვიათი ასტრონომიული საათის დამონტაჟება იგეგმება. ასტრონომიული საათის დამზადება გერმანიაში შეუკვეთეს, რაც აჭარის მთავრობას საკმაოდ ძვირი, 1.7 მილიონი და მეტიც, უჯდება. ბათუმის საკრებულოს სხდომაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, გიგანტური საათი-კოშკის სახით, ტურისტულ ქალაქს, უმნიშვნელოვანესი იობიექტი შეემატება. ამგვარი საათი-კოშკის სულ რამდენიმე ანალოგი არსებობს მსოფლიოში და ამით ის კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება ტურისტებისთვის. ის ქალაქის ერთ-ერთი საჩვენებელი ღირსშესანიშნაობა უნდა გახდეს.
ბათუმის მერის, რობერტ ჩხაიძის წერილით ირკვევა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე `ბათუმის ისტორიულ უბნების და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის” სამუშაოები მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს. პროექტს ქალაქის ვიცე-მერი, ავთანდილ დარჩია კურირებს.
თუმცა, წერილობით დოკუმენტით ირკვევა, რომ მემედ აბაშიძის და კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩების კვეთაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სარემონტო სამუშაოებზე ნებართვა აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს არ გაუცია. ამ ფაქტთან დაკავშირებით `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” აჭარის წარმომადგენლობის წევრმა და იურისტმა გია ქარცივაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ვინაიდან ბათუმის ისტორიული ძეგლების რეაბილიტაციის დაწყების პროცესზე აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროები ინფორმირებულები არ იყვნენ, გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ შესაბამისი თანამდებობის პირები, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ ჩართულიყვნენ ნებართვის გაცემის პროცესში, კანონს მიღმა მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და იურიდიულად, რომელიღაც თანამდებობის პირმა ან ადმინისტრაციულმა ორგანომ გულგრილად იმუშავა. რესპუბლიკური პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურმან დუმბაძე კი ამბობს, რომ ეს არის ბიუჯეტის არაყაირათიანი და არამიზნობრივი ხარჯვა.
აჭარის საზოგადოებაში სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს ის ფაქტი, რომ ეს შენობა ისტორიული ძეგლის სტატუსის მატარებელია და საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტროს მისი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის არანაირი ნებართვა არ გაუცია. ბათუმის ეროვნული ბანკი, თავის მხრივ, ღირსშესანიშნავი ძეგლია. იგი ძველი და ლამაზი ნაგებობაა, მისი, როგორც ისტორიული შენობის, ხიბლი სწორედ მის სიძველეშია და მასზე საათის დადგმის არანაირი საჭიროება არ არსებობს, კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი შენობის გასხვისება კი უფრო დიდ პრობლემას ქმნის.
რუსუდან გაბესკირია


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48