ნანახია: 724
მოუხსნიან თუ არა რუსუდან კერვალიშვილს იმუნიტეტს
"ცენტრ-პოინტის” დაზარალებული კლიენტები მთავარი პროკურატურისგან კომპანიის საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ. ამ შინაარსის განცხადებები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გაისმა. აქციის მონაწილეები "ცენტრ–პოინტის" ერთ–ერთი დამფუძნებლის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისი საკანონმდებლო საქმიანობისგან ჩამოშორებასაც ითხოვენ. მათივე თქმით, თბილისის ზედამხედველობის სამსახურმა უნდა შეისწავლოს ჩაბარებული და დაუმთავრებელი მშენებლობები და გააკეთოს დასკვნა. "ცენტრ–პოინტის" კლიენტები ასევე მოითხოვენ, შესრულდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების ყველა პირობა ან დაუბრუნდეთ თანხა, `ცენტრ–პოინტის~ მმართველმა "დექსუსმა” კი მაისის ბოლომდე წარმოადგინოს ვალდებულებების შესრულების გარანტიები, გამყარებული კომპანიის ქონებითა და ფინანსებით.
|