სამშენებლო კომპანიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : სამშენებლო კომპანიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან
ნანახია: 673

სამშენებლო კომპანიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან მერია დეველოპერებისგან ფართებს 400 დოლარად შეისყიდის

პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მესამე ეტაპის გამოცხადება 2010 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა მისი განხორციელება 2011 წლისთვის გადაიდო. ამ დროისთვის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მეორე 2012 წლის ბოლომდე დამთავრდება.
სახელმწიფოს მხრიდან პროექტი აღიქმება, როგორც კარგი და დროული გათვლა უძრავი ქონების ბაზრის გადარჩენისთვის. უძრავი ქონების დარგის ზოგიერთი სპეციალისტიც განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო სივრცეში საუკეთესო მაგალითი, რამაც სამშენებლო სეგმენტს კრიზისის დაძლევის შანსი მისცა და მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნა ის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისია და სამშენებლო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი ხდება.
პროექტის ფარგლებში სამშენებლო კომპანიებმა კრედიტები სახელმწიფოს გარანტიით მიიღეს. გიგი უგულავა განმარტავდა, რომ ამ პროექტს დიდი ეკონომიკური ეფექტი ექნებოდა, რადგან ხელი შეეწყობოდა როგორც სამშენებლო, ისე საბანკო სექტორის გამოცოცხლებას, რომლებიც გლობალურმა კრიზისმა აგვისტოს ომმა მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო, იქვე იმასაც დასძენდა, რომ სახელმწიფო აღნიშნული სექტორის საქმიანობაში მხოლოდ კრიზისის დასრულებამდე ჩაერეოდა.
მთავრობაში ამტკიცებენ, რომ საქართველოში კრიზისი დასრულდა, გამონაკლისი არც თბილისის მერი გიგი უგულავაა, თუმცა მიუხედავად ამისა, ის კვლავ განაგრძობს სამშენებლო და საბანკო სექტორის `დახმარებას~, უფრო მეტიც, თბილისის მერიის პროექტი `ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე~ ახალ ეტაპზე ახალი პირობებით გადადის.
მოდიფიცირებული პროექტი უფრო ფართომასშტაბიანი იქნება და მის ფარგლებში ნებისმიერ სამშენებლო კომპანიას, რომელსაც ახალი მშენებლობის დაწყება ან შეჩერებულის დასრულება სურს, თბილისის მერია ნასყიდობის ხელშეკრულებას წინასწარ გაუფორმებს.
ხელშეკრულების თანახმად, სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მერია ერთ კვადრატულ მეტრს 400 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში შეისყიდის, რაც ნიშნავს, რომ დასრულებულ მშენებლობას გარანტირებული მყიდველი ეყოლება. სამშენებლო კომპანიებს ასევე შესაძლებლობა ექნებათ, უკეთესი ფასის შეთავაზების შემთხვევაში, ფართი ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირს მიყიდონ.
კომერციული ბანკები სამშენებლო კომპანიებს, რომელთაც თბილისის მერიასთან ნასყიდობის ხელშეკრულება ექნებათ გაფორმებული, მარტივად გამოუყოფენ საჭირო კრედიტს, რადგან მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულება ბანკისთვის კრედიტის დროულად დაფარვის გარანტიაა.
ბინებს, რომლებსაც თბილისის მერია სამშენებლო კომპანიებისგან შეისყიდის, მერიაში შექმნილი "უძრავი ქონების განვითარების ფონდი" განკარგავს.
თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელმაც ახალი ეტაპის შესახებ თავად გამოაცხადა, პროექტი "მშენებლობის უფასო დაზღვევად" შეაფასა და სამშენებლო კომპანიებს აქტიურობისკენ მოუწოდა.
საინტერესოა, რატომ აზღვევს უფასოდ სამშენებლო სექტორს მერია და არც კი ეხმარება სხვა უფრო მნიშვნელოვან სექტორს, როგორიც არის ვთქვათ, სოფლის მეურნეობა, მითუმეტეს, რომ პრეზიდენტის განცხადებით საქართველო აგრარულ სახელმწიფოდ გადაიქცევა.
პროექტის ხანგრძლივობა ერთი წელია. მერიის შეთავაზება ძალაში 2012 წლის აპრილამდე არის.
საბოლოოდ კი სამშენებლო კომპანიებს გარანტირებული კრედიტი და გარანტირებული მყიდველი ეყოლებათ, თუმცა რატომ ყიდულობს ამ ბინებს თბილისის მერია და გადასცემენ თუ არა ფართს დაზარალებულ მოსახლეობას, უფრო და უფრო საეჭვო ხდება, რადგან "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" პირველი და მეორე ეტაპის ფარგლებში სამშენებლო კომპანიები ჯერ მყიდველების მოძიებას ცდილობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ აშენებდნენ ბინებს, ეს კი, თავის მხრივ, დაზარალებულ მოსახლეობას იმის შანსს მაინც უტოვებდა, რომ აღნიშნულ ფართს მიიღებდნენ. ამ პირობებით კი არსებობს იმის შიში, რომ სახელმწიფომ ბინების არამიზნობრივად გაანაწილოს და მასში არა გაჭირვებული და ავარიულ სახლებში მცხოვრები ხალხი მოხვდს, არამედ სახელმწიფო ჩინოვნიკებთან დაახლოებული ადამიანები.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48