თბილისის ტერიტორიაზე მიწის გადასახადები გაიზარდა » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : თბილისის ტერიტორიაზე მიწის გადასახადები გაიზარდა
ნანახია: 849

თბილისის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე გადასახადი თითქმის გაორმაგდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქალაქის საკრებულომ უკვე მიიღო.
აქამდე, ქალაქ თბილისში მდებარე "კარგ მიწებზე" ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე წლიურად 57 ლარი იყო, "მწირ მიწებზე" ჰექტარზე 31 ლარი. საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, ქონების გადასახადი თბილისში "კარგ მიწებზე" ჰექტარზე 100 ლარი იქნება, ხოლო "მწირ მიწებზე" – 74 ლარი.
რაც შეეხება თბილისის დასახლებებს - წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი, ახალდაბა, დიდი ლილო და ვარკეთილი, აქ ქონების გადასახადი ადრე კარგ მიწებზე 52 ლარი იყო, მწირ მიწებზე კი ჰექტარზე 27 ლარი. საკრებულოს უახლოესი გადაწყვეტილებით, ამ დასახლებების სასოფლო-სამეურნეო მიწებზე ქონების გადასახადი კარგ მიწებზე 95 ლარი იქნება, მწირზე კი - 70 ლარი.
თბილისის დასახლებებს მიკუთვნებულ სოფლებში მიწის გადასახადი გაიზარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება დედაქლაქის საკრებულომ მიიღო.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე ქონების გადასახადის გაზრდა შეეხოთ სოფლებს: დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, სოფელ გლდანიდან ავჭალის დასახლებამდე – საბაღე ნაკვეთები, გიორგიწმინდა – საბაღე ნაკვეთები, მუხიანის მიმდებარე საბაღე ნაკვეთები, ხევძმარის მიმდებარე "ავშიანის" დასახლება, ლოტკინის დასახლების სანერგე მეურნეობა, რესის მიმდებარე დასახლება და თბილისის ზღვის არსებული დასახლება.
კერძოდ, ამ სოფლებსა და დასახლებებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ქონების გადასახადი ერთ ჰექტარზე, წელიწადში, "კარგ მიწებზე" 39 ლარი იყო, "მწირ მიწებზე" კი 21 ლარი. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, "კარგ მიწებზე" გადასახადი წელიწადში 82 ლარი იქნება, "მწირ მიწებზე" კი გასამმაგდება და 64 ლარი გახდება.
ქონების გადასახადი იზრდება თბილისის ტერიტორიაზე არსებულ სათიბებსა და საძოვრებზეც.
აქამდე, სათიბების მფლობელებს 1 ჰექტარზე წელიწადში 6 ლარის გადახდა უწევდათ, საძოვრების მფლობელებს კი 3 ლარის. გაკულტურებული სათიბების გადასახადი წელიწადში 8 ლარი იყო, საძოვრების კი 4.
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, სათიბებზე ქონების გადასახადი წელიწადში 18 ლარი იქნება, საძოვრებზე 15 ლარი. გაკულტურებულ სათიბებზე – 20 ლარი, ხოლო საძოვრებზე 16 ლარი. საკრებულოს გადაწყვეტილება უკვე ძალაშია.
თბილისის ტერიტორიაში შედის სოფლები დიღომი, მშრალხევი, დაბა ზაჰესი, გლდანი, დიდგორი, ზურგოვანა, თელოვანა, ძველი ვეძისი, აგარაკი, თხინვალი, წავკისი, კოჯორი, ტაბახმელა, შინდისი, დიდება, კვესეთი, სამადლო, კიკეთი, ნასაგურალი და ახალდაბა.
თბილისში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მეტის და ორმანქანიანი ავტოფარეხების მფლობელებს ქონების გადასახადის გადახდა მოუწევთ. დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქში ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია პირი, რომლის საცხოვრებელი სახლიც 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის ფართობზეა.
ასევე, ქონების გადასახადისგან გათავისუფლებულია ავტოფარეხებზე მიმაგრებული 18 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რაც მხოლოდ ერთ მანქანას იტევს.
რაც შეეხება ქონების გადასახადის ოდენობას, ის მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გადასახადის საბაზისო განაკვეთის შესაბამის ტერიტორიულ კოეფიციენტზე გადამრავლებით გამოიანგარიშება. გადასახადის საბაზისო განაკვეთი ერთ კვადრატულ მეტრზე 0,24 ლარია.
ამასთან, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას დედაქალაქში მოქმედ ორგანიზაციებს ქონების გადასახადი შეუმცირეს.
აქამდე, ადგილობრივი სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვისას მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტისა და ავტობუსებისთვის (M3 კატეგორია - 5 ტონაზე მეტი) გადასახადის წლიური განაკვეთი, მათ ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივების, დაუმონტაჟებელი მოწყობილობების, დაუმთავრებელი მშენებლობის და არამატერიალური აქტივების, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემული ქონების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულების 0,2 პროცენტს შეადგენდა.
დედაქალაქის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, წლიურმა განაკვეთმა 0,01 პროცენტამდე დაიწია. საკრებულოს გადაწყვეტილებითვე, ეს განაკვეთი 2013 წლის 1-ელ იანვრამდე შენარჩუნდება.
დედაქალაქის საკრებულომ მხოლოდ სამგზავრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ნაწილში მიიღო განაკვეთის შემცირების გადაწყვეტილება, დანარჩენ მიმართულებებში განაკვეთები იგივე დარჩა ან გასამმაგდა და გაორმაგდა.
საკრებულომ გადაწყვეტილებები 2011 წლის 28 იანვარს მიიღო და 10 თებერვალს გამოაქვეყნა.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48