გაცრეცილი ბანერის მიღმა არსებული სიცარიელე » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : გაცრეცილი ბანერის მიღმა არსებული სიცარიელე
ნანახია: 724

გაცრეცილი ბანერის მიღმა არსებული სიცარიელე სად არის ძველი უნივერმაღის ნაცვლად დაპირებული ფეშენებელური სავაჭრო ცენტრი

ყველაფერი იმდენად კარგი იყო, შეუძლებელია რეალობა ყოფილიყო


საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლების თემა, კარგა ხანია, თბილისში მიმდინარე ძვირადღირებული მშენებლობები აღარ არის. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის და რუსეთ-საქართველოს ომის გამო შეჩერებული სამუშაოების განახლება და მშენებლობების დასრულება კომპანიების უმეტესობამ დღემდე ვერ მოახერხა. ერთ-ერთი ფეშენებელური პროექტი, რომლითაც თბილისი მსოფლიო დონის სავაჭრო ცენტრით იამაყებდა, დღემდე ელოდება განხორციელებას.
"ვილბრუკ-პლატინიუმ თბილისი პლაზა" რუსთაველის გამზირზე, ყოფილი უნივერმაღი "თბილისის" ადგილას უნდა აშენებულიყო. 2008 წლის აპრილში, სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, საქართველოს ეკონომიკური განვითარების ექს-მინისტრი ეკა შარაშიძე და კორპორაცია "უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალ"-ის გენერალური დირექტორი დაიანა ვოიკუ დაესწრნენ.
ცენტრის საერთო ფართი 85 ათას კვ.მ-ია. მისი ორი შენობიდან ერთი, სავაჭრო და გასართობი, მეორე კი - საოფისე დანიშნულების იქნება.
პროექტის მიხედვით, შენობას შემინული ჭერი და მინისავე წინა ფასადი ექნება. მასში განთავსებული იქნება გარე და მიწისქვეშა ავტოსადგომები, რესტორნები, კაფეები, შიდა და გარე ბარები, ბოულინგი და ფიტნეს ცენტრი, კინოდარბაზები და ა.შ. ცენტრის შუაში კვლავ დარჩება ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრი.
დედაქალაქის მერმა პროექტის და მაკეტის გაცნობის შემდეგ აღნიშნა, რომ ეს ცენტრი თბილისს დაამშვენებს და რუსთაველის გამზირის საერთო კონცეფციაში კარგად ჩაეწერება.
საერთაშორისო კორპორაცია "უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალ"-ის მიერ მთელს მსოფლიოში სხვადასხვა პროფილის არაერთი თანამედროვე და გამორჩეული პროექტია განხორციელებული. კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, პროექტის ღირებულება 100 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში კი 1000-მდე ადამიანი დასაქმდება.
"ჩვენ თბილისში ვაშენებთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ სავაჭრო ცენტრს. ჩვენი კომპანია მთელ მსოფლიოში მოღვაწეობს და ჩვენს გამოცდილებას თბილისშიც გამოვიყენებთ. ცენტრში განთავსებული იქნება კინო-თეატრი, რესტორნები, ბოულინგი და უამრავი კაფე თუ მაღაზია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის მერიას მხარდაჭერისთვის. ასევე მადლობა საქართველოს ელჩს ისრაელში - ლაშა ჟვანიას, რომელმაც ჩამოგვიყვანა საქართველოში და ეს ლამაზი ქვეყანა და ხალხი გაგვაცნო", - განაცხადა თავის დროზე დაიანა ვოიკუმ, კორპორაცია "უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალ"-ის გენერალურმა დირექტორმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ცენტრს ერთობლივად მულტინაციონალური კორპორაცია "უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალი" და არქიტექტურისა და მშენებლობის მენეჯმენტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანია "ბოვის ლენდ ლიზი" აწარმოებენ. ცენტრის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2010 წლის დეკემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ყველაფერი მალევე შეიცვალა, კორპორაციის "უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალი"-ს საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ივანე ნაკაიძის განცხადებით, ამ ეტაპზე ცენტრის ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მისი თქმით, კომპანიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, "თბილისი პლაზას" საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 3-ჯერ, 40 მლნ. აშშ დოლარამდე, შემცირდა. შეიცვალა პროექტი და სავაჭრო ცენტრის მშენებლობა 2011 წლის აპრილში დასრულდება, ნაცვლად 2010 წლის დეკემბრისა. თუმცა, დღეისთვის "თბილისი პლაზას" გაცრეცილი ბანერის უკან, კვლავ უნივერმაღის ძველი შენობა დგას, იქ არათუ ახალი ცენტრის მშენებლობა, ძველი შენობის დემონტაჟიც კი არ მიმდინარეობს. ამდენად საეჭვოა, რამდენად რეალურია 3 თვეში 3 წლის განმავლობაში მიმდინარე პროექტის დაწყება და დასრულება.
პირვანდელი გეგმის მიხედვით, ძველი ნაგებობა მთლიანად უნდა დანგრეულიყო და მის ადგილას თანამედროვე მრავალფუნქციური კომპლექსი აგებულიყო. კომპლექსი გააერთიანებდა მიწისქვეშა პარკინგს, საცხოვრებელ და სავაჭრო ბლოკებს. თავისუფლების მეტროს სადგურის შესასვლელიც ახალი შენობის კონტურში მოექცეოდა. პროექტი იმდენად მასშტაბური იყო, მაშინვე გაჩნდა ეჭვი მისი არარეალურობის შესახებ.
პროექტის განხორციელების რეალობას ისიც საეჭვოს ხდის, რომ არქიტექტურისა და მშენებლობის მენეჯმენტში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის `ბოვის ლენდ ლიზ~-ის ვებ-გვერდზე (http://www.bovislendlease.com), რომელიც, როგორც ითქვა, ამ პროექტის ერთ-ერთი დამფინანსებელია, არაფერია ნახსენები `თბილისი პლაზას~ შესახებ, უფრო მეტიც, ვებ-გვერდზე არსებულ სამომავლო და უკვე არსებულ პროექტებში საერთოდ არ არის ნახსენები საქართველო. რაც შეეხება `უილბრუკ მენეჯმენთ ინტერნეიშენალს~, კომპანიის ვებ-გვერდზე (http://www.willbrook.ro/) არსებული პროექტის შესახებ, მხოლოდ მცირე ინფორმაცია არის, თუმცა, მისი დაწყების და დასრულების ვადები მითითებული არ არის.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მომრავლდა სავაჭრო ცენტრები და მათი რაოდენობა დღითიდღე იზრდება, ფართობის უმეტესობა ან აუთვისებელია ან დალუქული, რაც დიდ პრობლემას უქმნის მათ მფლობელებს. კრიზისული პერიოდის გამო კი ბიზნეს-კომპანიები გაფართოებას ჯერ კიდევ ერიდებიან, რადგან პოსტკრიზისული გაყიდვები კვლავაც დაბალია. პრეზიდენტის იდეის, რომ საქართველო ევროპის ტურისტული ცენტრი და საერთაშორისო ბრენდების სამშობლო გახდება, ახლა მხოლოდ ბათუმსა და სვანეთში თუ სჯერათ.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48