“დექსუსი“ კლიენტებს დამატებითი თანხის გადახდას აიძულებს » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : “დექსუსი“ კლიენტებს დამატებითი თანხის გადახდას აიძულებს
ნანახია: 729

“დექსუსი“ კლიენტებს დამატებითი თანხის გადახდას აიძულებს “ცენტრ-პოინტის“ ვალდებულებების შესრულება ”დექსუსმა” ახალი ხელშეკრულებებით სცადა, რომელიც ბინების იპოთეკაში ჩასმას, ახალ გრაფიკით დავალიანების დაფარვას და 18%-იანი დღგ-ს გადახდას აიძულებდა კლიენტებს.
”ჩემთვის გაუგებარია, რას ფიქრობდა ”ცენტრ-პოინტის” მენეჯმენტი, როცა ხელშეკრულებებში დღგ-ს არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოსახლეობას დღგ-ს გადახდას ამ ეტაპზე არ ვთხოვთ. კერძოდ, ჩვენ ავაშენებთ ბინებს, ჩავაბარებთ თეთრ კარკასებს, მოსახლეობას გასაღებს გადავცემთ და მათ მხოლოდ ამის შემდეგ მოუწევთ სახელმწიფოსთვის დღგ-ს გადახდა”, - განაცხადა ქანანაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღგ-ს გადაიხდიან როგორც ამხანაგობების მობინადრეები, ასევე შპს-ები. ამასთან, დღგ-ს გადახდა მოუწევთ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებმაც ბინები „ცენტრ-პოინტისგან“ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად - 200-300 დოლარად შეიძინეს.
ამ ფაქტმა კრედიტორების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ არაერთი აქცია გამართეს, ძველი პირობების შეუცვლელად შესრულებას მოითხოვდნენ და საქმის სასამართლოში შეტანით იმუქრებოდნენ, თავის მხრივ კი ”ცენტრ-პოინტის” შთამომავალი პირობების შეუსრულებლობით და ბინების გაყიდვით იმუქრება.
რამდენიმე დღის წინ კი „ცენტრ–პოინტის“ მმართველმა კლიენტებს დაუსრულებელი ბინების სანაცვლოდ მიწის ნაკვეთები ან დაბალსართულიან კორპუსებში ბინები შესთავაზა. მენეჯმენტის განცხადებით, კლიენტთა უმრავლესობასთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა, დარჩენილია მხოლოდ ისეთი კორპუსების მოსახლეობა, რომელთა მშენებლობის განახლებას კომპანია აღარ აპირებს. მათ შორისაა ღრმაღელის, დაკიდული ბაღების და ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სახლები.
მენეჯმენტის თქმითვე, მოსახლეობის ნაწილი მიწის ნაკვეთის მიღებას დათანხმდა, ხოლო მათ, ვისაც ბინა სურს, კვადრატულ მეტრზე დამატებით 200 დოლარის გადახდა მოუწევს.
ქვეყანაში, სადაც კანონს ძალა არა აქვს, „დექსუსის” მსგავსი სამშენებლო კომპანიები განაჩენს მარტივად გამოგიტანენ, ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება კი „ცენტრ-პოინტის“ კლიენტებს მაინც მოუწევთ.

ნინო დარბაისელი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48