
2010 წლის განმავლობაში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე 405 959 სარეგისტრაციო ტრანზაქცია (საშუალოდ თვეში 33 830 ერთეული) განხორციელდა. მსგავსი აქტიურობა უძრავი ქონების ბაზარზე წინა წლებში არ დაფიქსირებულა: აქამდე პიკურად მიჩნეულ 2007 წელთან შედარებით სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობა 2.1%-ით, 2008 წელთან შედარებით - 17.1%-ით, ხოლო 2009 წელთან შედარებით - 22.0%-ით გაიზარდა.
2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას ზრდა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით ცალსახად ზრდის ტენდენცია ახასიათებს: იანვრის თვეში - 32.2%-ით, თებერვalSi - 11.7%-ით, მარტში - 35.8%-ით, აპრილში - 40.1%-ით, მაისში- 52.8%-ით, ივნისში - 30.9%-ით, ივლისში - 16.8%-ით, აგვისტში - 13.3%-ით, სექტემბერიში - 5.6%-ით, ოქტომბერში - 4.5%-ით, ნოემბერში - 18.4%-ით, დეკემბრის თვეში კი - 22.0%-ით. ამასთან, დეკემბრის თვეში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვესთან შედარებით 30.6%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 45 590 ერთეული (საშუალოდ დღეში 1 982 ერთეული) შეადგინა.
2010 წლის დეკემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.470 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს მნიშვნელოვნად (1.205) აღემატება.
აშკარაა, რომ უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა, როგორც წინა თვესთან (შესაბამისად 30.5%-ით და 30.6%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 14.7%-ით და 23.7%-ით). 2010 წლის დეკემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 8 006, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 37 584 ერთეული შეადგინა; სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.861 და 1.731 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილიუმნიშვნელოდ გაიზარდა. 2010 წლის დეკემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.4%-ს მეორადი, ხოლო 17.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენდნენ (2009 წლის დეკემბერში კი - შესაბამისად 81.3% და 18.7%).