"დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელები » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : "დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელები
ნანახია: 906

"დექსუსი" - ახალი პირობები და ძველი მფლობელებითითქმის 4 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტმა" და საინვესტიციო და სამშენებლო კომპანია "დექსუსმა" საზეიმოდ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმად ამ უკანასკნელმა სამწლიან მმართველობაში გადაიბარა "ცენტრ-პოინტის" მთელი ქონება თავისი დავალიანებებითურთ. მაშინ `ცენტრ-პოინტისგან~ ახალი ბინის მომლოდინე მრავალმა ოჯახმა შვებით ამოისუნთქა, გვეშველაო, მაგრამ როგორც ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გვაჩვენა, სადღეისოდ შექმნილი მდგომარეობა მოლოდინისგან ძალიან შორსაა.
"დექსუსი", რომელიც სინამდვილეში იგივე "ცენტრ-პოინტია" და გიორგი ქანანაშვილს მხოლოდ შირმად იყენებს, კლიენტებს ახალ ხელშეკრულებას სთავაზობს, რომლის თანახმადაც კომპანია 18%-იანი დღგ-ის დაფარვას მოითხოვს. გარდა ამისა, '"დექსუსის" მიერ შეთავაზებული ხელშეკრულების პროექტში არაერთი საშიში პუნქტია ჩადებული.
"ისინი ბინების იპოთეკაში ჩადებას გვთავაზობენ, რათა ბანკიდან კრედიტი აიღონ. სავარაუდოდ, კრედიტის დავალიანებაც ჩვენი დასაფარი გახდება.
გარდა ამისა, "დექსუსი" ამხანაგობებისგან საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების კომპანიისთვის დათმობას ითხოვს, რაც ასევე უსამართლობაა. მოქმედი კონტრაქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის ჩაბარების ნაცვლად, ისინი შავ კარკასს გვთავაზობენ, რასაც მერია არ ჩაიბარებს და ეს სარემონტო სამუშაოებიც ჩვენი სახსრებით გვექნება გასატარებელი", - განაცხადა "დექსუსის" დაზარალებულ კლიენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა მაია მერაბიშვილმა.
თავიანთი პრეტენზიების გამოსათქმელად, "ცენტრ-პოინტის" კლიენტთა მრავალრიცხოვანმა ჯგუფმა `დექსუსის~ ცენტრალურ ოფისთან არაერთი აქცია გამართეს.
აქციის ინიციატორები აღნიშნავდნენ, რომ დამატებული ღირებულების გადასახადი, რომელიც სამშენებლო კომპანიას უნდა გადაეხადა (ამ შემთხვევაში "ცენტრ-პოინტს"), სახელმწიფოსთვის თავად მას უნდა მიეცა, თუმცა იმის ოდენობა, ცხადია, სახლის კვადრატული მეტრის ფასში უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული. თავის დროზე "ცენტრ-პოინტმა", კლიენტთა მოსაზიდად, მრავალ ობიექტზე კვ.მ. ფართზე დაბალი ფასი დააწესა, მაგრამ დღგ-ს თანხები არ გადაუხდია. ახლა კი, "სხვისი ვალების" გადახდას, ადრე ნაკისრი პირობების მიუხედავად, აღარავინ აპირებს.
ამ და სხვა მრავალი საკითხის გადასაწყვეტად, კომპანია "დექსუსმა" რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაცია გამართა და მომხმარებელს ახალი გრაფიკით დავალიანების გადახდა შესთავაზა, წინააღმდეგ შემთხვევაში მშენებლობების დასრულება შეუძლებელი იქნება. კომპანიის ინფორმაციით, "დექსუსი" "ცენტრ-პოინტის" ყოფილ კლიენტებს 18-დან 30 დეკემბრამდე შეხვდება. გეგმა მოიცავს 30 დეველოპერულ პროექტს და "ცენტრ-პოინტ ინვესტის" ვალდებულებებს.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო `დექსუსის~ რეაბილიტაციის ფორმულა, რომლის მიზანია "ცენტრ პოინტის" მიერ დაზარალებული 6200 ოჯახის გამოყვანა შექმნილი მდგომარეობიდან. კომპანიაში განმარტავენ, რომ პრობლემების მიუხედავად პირველი 100 დღე პროდუქტიული იყო, `ცენტრ პოინტის~ რეაბილიტაციის პროცესი კი დაწყებულია.
"დექსუსის" განცხადებით, 2400-მდე მომხმარებელი მალე მიიღებს საკუთარ სახლებს. თუმცა, ეს იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულებების ორმხრივი შესრულება მოხდება.
პრეზენტაციაზე საუბარი შეეხო `ცენტრ-პოინტში~ შექმნილი კრიზისის გამომწვევ მიზეზებს. გიორგი ქანანაშვილის განმარტებით, `ცენტრ-პოინტს~ არ გააჩნდა მართვის რესურსი და უნებართვო პროექტებზე ხდებოდა წინასწარი გაყიდვების წარმოება, სწორედ ამან გამოიწვია აღნიშნული სიტუაცია.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი მარჟის სტანდარტი. გვაქვს საწყისი ინვესტიცია, მართვის რესურსი და ვიცით, როგორ ვმართოთ სიტუაცია, ჩვენ ამის კარგი გამოცდილება და პრაქტიკა გვაქვს. ასევე გვაქვს მოზიდული ინვესტიცია, რომელიც არის კატალიზატორი ამ სიტუაციაში და რამდენიმე მილიონი თანხა, რომლითაც დავძარით ეს მშენებლობები, თვეში ამ პროექტებზე ერთ მილიონს ვხარჯავთ. ”ცენტრ-პოინტში” კი მართვის ერთიანი სისტემა არ არსებობდა", - განმარტავს "დექსუსის" დირექტორი.
"დექსუსის" დამფუძნებლებისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არ იყო ხელშეკრულებებში დღგ-ს პირობა ჩადებული, გიორგი ქანანაშვილი აღნიშნულ ფაქტს ”ცენტრ-პოინტის” დაუდევრობად აფასებს.
”ჩემთვის გაუგებარია, რას ფიქრობდა ”ცენტრ-პოინტის” მენეჯმენტი, როცა ხელშეკრულებებში დღგ-ს არ ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენ მოსახლეობას დღგ-ს გადახდას ამ ეტაპზე არ ვთხოვთ. კერძოდ, ჩვენ ავაშენებთ ბინებს, ჩავაბარებთ თეთრ კარკასებს, მოსახლეობას გასაღებს გადავცემთ და მათ მხოლოდ ამის შემდეგ მოუწევთ სახელმწიფოსთვის დღგ-ს გადახდა”, - განაცხადა ქანანაშვილმა.
მისივე განმარტებით, დღგ-ს გადაიხდიან როგორც ამხანაგობების მობინადრეები, ასევე შპს-ები. ამასთან, დღგ-ს გადახდა მოუწევთ იმ ფიზიკურ პირებსაც, რომლებმაც ბინები `ცენტრ-პოინტისგან~ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად - 200-300 დოლარად შეიძინეს.
თუმცა, შეგახსენებთ, რომ `დექსუსმა” ვალდებულება `ცენტრ-პოინტისგან” მთელი თავისი გათვალისწინებული თუ გაუთვალისწინებელი ხარჯებით აიღო, ახლა კი კრედიტორებს დღგ-ს გადახდას აიძულებს.
გიორგი ქანანაშვილის თქმით, ”დექსუსი” და ”ცენტრ-პოინტი” არ წარმოადგენს ერთიდაიგივე კომპანიებს, ხოლო მიზეზი, თუ რატომ არ დაიწყო ახალმა სანვესტიციო კომპანიამ ნულიდან და `ცენტრ-პოინტის” ვალდებულებების აღება გადაწყვიტა ანუ უძრავი ქონების ბაზარზე არსებობა მინუსებიდან დაიწყო, ერთ-ერთი ჩვეულებრივი ბიზნესმომენტია.
”ზოგი როგორ აკეთებს ბიზნესს, ზოგი როგორ. ეს ჩვეულებრივი ბიზნესმომენტია. `ცენტრ-პოინტმა” ნულიდან რომ დაიწყო, მოიგო? თუ რატომ ავიღეთ ვალდებულებები: პირველი – ჩვენთვის უინტერესოა ერთ კორპუსიანი 100 მოსახლიანი პროექტები. მასშტაბურობა იყო მთავარი ფაქტორი. შეგახსენებთ, რომ `ცენტრ-პოინტს” საქართველოს უძრავი ქონების ბაზრის მესამედი უჭირავს – ეს მასშტაბურობა ჩვენთვის მიმზიდველი აღმოჩნდა. მეორე, ის ინვესტიციები, რომლებიც ჩვენ მოვიზიდეთ, მხოლოდ მასშტაბურ პროექტებზე წამომსვლელი ინვესტიციებია და ამიტომ ჩვენთვის უინტერესო იქნებოდა ერთი კორპუსის შენება. ეს არის რეალობა და თან შესაძლებელია. მიუხედავად ამ უზარმაზარი მოცულობის სამუშაოსი, რაც 6200 ადამიანისთვის სახლის აშენებას გულისხმობს, მიუხედავად ასეთი მასშტაბურობისა, ჩვენ შეგვიძლია ეს სამ წელიწადში დავასრულოთ”, - აღნიშნავს ქანანაშვილი.
ქართულ სამშენებლო ბიზნესში მსგავსი პარადოქსები მას შემდეგ მომრავლდა, რაც მენაშენეები, რომლებსაც ბიზნესი ფაქტობრივად'ჰაერის ანუ წინასწარი გაყიდვებით ჰქონდათ აწყობილი, შემოსავლების გარეშე დარჩნენ. არადა, ვირტუალური ბინების მფლობელთა წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს გასტუმრება და შესრულება უნდა. სწორედ აღნიშნული სიტუაციიდან თავის დასაღწევად, რჩეულიშვილების ოჯახმა `დექსუსი” აირჩია. ეჭვი იმისა, რომ ახალი კომპანია რჩეულიშვილების მორიგი ფარსია, თავიდანვე გაჩნდა, როდესაც გაირკვა, რომ `დექსუსი” გარიგების ხელმოწერამდე რამდენიმე დღით ადრე შეიქმნა, შემდეგ დღგ-ს ამოღების მცდელობა და ბოლოს, რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, `დექსუსის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი `ცენტრ-პოინტის” ფიარ-მენეჯერია.
თუმცა, ქვეყანაში, სადაც კანონს ძალა არა აქვს, `დექსუსის” მსგავსი სამშენებლო კომპანიები განაჩენს მარტივად გამოგიტანენ, მთავრობა კი ასე, შეგნებით თუ შეუგნებლად, უწყობს ხელს საქართველოში თაღლითებს და იმას, რომ უამრავი ადამიანის მიერ ბინის შესაძენად შეკოწიწებული ფული სწორედ თაღლითებმა მიითვისონ. მითუმეტეს მაშინ, თუ კომპანიის მფლობელი ვანო მერაბიშვილია. ასე რომ, უკვე დაზარალებულ მობინადრეებს წინ კიდევ ბევრი პრობლემა ელოდებათ.

ნინო თამაზაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48