ნანახია: 465
თბილისის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავებისთვის ადმინისტრაციული სასჯელი დაწესდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა"კოდექსში ცვლილებები შედის.
კანონპროექტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, რომელიც კომიტეტის წევრებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა, პარლამენტის წევრმა, ანდრო ალავიძემ გააცნო. ცვლილებების თანახმად, პირი, რომელიც მიწათსარგებლობის უფლების გარეშე დაეპატრონება მიწის ნაკვეთს, დაჯარიმდება 2000 ლარით, განმეორებით შემთხვევაში კი ჯარიმის ოდენობა 3500 ლარს შეადგენს. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სასჯელს თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოუვლელობის, დაზიანების, თვითნებურად გაჩეხვის და გადატანისთვისაც. აღნიშნული სამართალდარღვევით გათვალისწინებულია 500 ლარიანი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1000 ლარიანი ჯარიმის ოდენობა
|