
2010 წლის ნოემბერში უძრავი ქონების ბაზარზე სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა თვეს-თან შედარებით 5.4%-ით გაიზარდა და ქვეყნის მასშტაბით 34 913 ერთეული შეადგინა.
2010 წელს უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობას ზრდა წინა წლის იმავე თვეს-თან შედარებით ცალსახად ზრდის ტენდენცია ახასიათებს: იანვრის თვეში - 32.2%-ით, თებერვლის თვე-ში - 11.7%-ით, მარტის თვეში - 35.8%-ით, აპრილის თვეში - 40.1%-ით, მაისის თვეში - 52.8%-ით, ივნი-სის თვეში - 30.9%-ით, ივლისის თვეში - 16.8%-ით, აგვისტოს თვეში - 13.3%-ით, სექტემბრის თვეში - 5.6%-ით, ოქტომბრის თვეში - 4.5%-ით, ნოემბრის თვეში - 18.4%-ით. 2010 წლის 11 თვის განმავლობაში განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა წინა წლის იმავე პერიოდის ინდიკატორს 22.0%-ით აღემატება და შეადგენს 360 369 ერთეულს (საშუალოდ თვეში 32 761 ერთეული), რაც 27 654 ერთეულით აღემატება 2009 წლის 12 თვის ინდიკატორს და 13 725 ერთეულით - 2008 წლის 12 თვის ინდიკატორს.
ნოემბრის თვეში სარეგისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსიც (დეკემბერი 2007=100) გაიზარდა და დაფიქსირდა 1.126 დონეზე, რაც წინა წლის იმავე თვის ინდექსს (0.951) აღემატება.
უძრავი ქონების პირველადი და მეორადი ბაზრები გაიზარდა როგორც წინა თვესთან (შესაბამისად 0.3%-ით და 6.6%-ით), ისე წინა წლის იმავე თვესთან შედარებით (შესაბამისად 6.9%-ით და 21.2%-ით). 2010 წლის ნოემბრის თვეში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 6 133, ხოლო მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ - 28 780 ერთეული შეადგინა; სარე-გისტრაციო ტრანზაქციების თვის ინდექსი კი პირველადი და მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების მიხედვით შესაბამისად 0.659 და 1.326 დონეებზე დაფიქსირდა.
რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, უმნიშვნელოდ გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: ნოემბერში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 82.4%-ს მეორადი, ხოლო 17.6%-ს - პირველადი სარეგისტრაციო ტრან-ზაქციები შეადგენდნენ (2009 წლის ნოემბერში კი - შესაბამისად 80.5% და 19.5%).
ეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მონაცემებია, რომელიც უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობის ზრდას მომავალშიც ვარაუდობს. ექსპერტთა აზრით კი კარგა ხანია თბილისში ბინების ფასები ერთ ადგილას გაიყინა და მათზე მოთხოვნაც რეალურად არ არსებობს.
”ვინ იყიდის ამ ბინებს? უნდა იყიდოს ქართველმა. თბილისში ხომ ძირითადად უძრავ ქონებას ქართველი ყიდულობს, შეიძლება 5 უცხოელმა იყიდოს. ფასებზე, ამ უცხოელების ნაყიდი 5 ბინა ვერ იმოქმედებს, ეს გამორიცხულია. მარტივი თემაა - ადამიანებს, ვინც უნდა იყიდონ ეს ბინები, არ აქვთ ფული. ასეთ ვითარებაში როგორ უნდა მოხდეს ფასების გაძვირება. ეს საუბარი იმიტომ არის, რომ მაკლერების სურვილია, უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა იწინასწარმეტყველონ, მაგრამ ასე არ მოხდება.
ასეთი დაბალი ფასები, რაც დღეს არის, იქნება მანამ, სანამ მოთხოვნა არ გაიზრდება, ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკაა. რეალური მოთხოვნა უძრავ ქონებაზე არ არის ანუ იმ ადამიანებზე ვსაუბრობ, ვისაც ფული აქვს. როცა ფული არ აქვს ადამიანს, შესაბამისად, ვერ ყიდულობს, ამ დროს კი მოთხოვნა და ფასები იკლებს”, - განმარტავს უძრავი ქონების ექსპერტი ნიკო კახეთელიძე.