"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - კორუფციული პროექტია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - კორუფციული პროექტია
ნანახია: 1278

"ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე" - კორუფციული პროექტია სანამ პროექტის "ძველი თბილისი ახალი სიცოცხლე" შესახებ ჩემს მოსაზრებებს გავუზიარებდე საქართველოში ერთადერთ ეკონომიურ გაზეთს ქართულ ენაზე, პირადად მე, სულმოუთქმლი ველოდები თქვენი გაზეთის მორიგ ნომერს.
რომ არ გადაგღალოთ, მინდა ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ პროექტ "ძველი თბილისის ახალ სიცოცხლესთან" დაკავშირებით. სამ თვეზე მეტი მოუნდა თბილისის მერიიდიან (23 ივნისიდან – 8 ოქტომბრამდე) საჯარო ინფორმაციის მიღებას, რომელმა კომპანიებმა გაიმარჯვეს კონკურსში და რამდენი თანხა მიიღეს მათ მერიისგან. მე არ შევეცდები კომპანიების ჩამოთვლას, მთავარია, რა რაოდენობის თანხა გამოუყო მათ მერიამ და რა რაოდენობის (კვ.მ) მიწა გადაეცა მერიას და რამდენი გადავიდა ახალ საცხოვრებელ ბინებში. მერიიდან მიღებული პასუხით (წერილი #11/84974-7 8.10.2010წ.) მაცნობეს, რომ მერიას საკუთრებაში გადაეცა დაახლოებით 30,7 ათასი კვ.მ. მიწის ფართობი და 202 ოჯახი გადავიდა ახალ საცხოვრებელ ბინებში.
აქ მინდა მარტივი მათემატიკური გაანგარიშებით ჩემებურად გამოვთვალო, თუ რა თანხად შეიძინა მერიამ მიწები და ბინები.
პირველ ეტაპზე კომპანიებს გადაეცა 53 000 000 ლარი. მერიას ერთი კვ.მ მიწა დაუჯდა 53 000 000/30 000 =1760 ლარი. მერიას ერთი კვ.მ მიწა დაუჯდა 170 ლარი, ხოლო თითოეული ოჯახის ბინა მერიას საშუალოდ 53 000 000/202 = 247 000 ლარი. თუ ავიღებთ, რომ თითოეულ ოჯახს საშუალოდ გადაეცა დაახლოებით 100 კვ.მ ფართის ბინა, მაშინ 1 კვ.მ ფართი მერიას დაუჯდა 247 000 000/100 = 2470 ლარი. საგანგაშო ციფრია, ალბათ, თქვენც დამეთანხმებით.
მეორე ეტაპის ბიუჯეტი 47 მლნ ლარით განისაზღვრა. თბილისის მერიას საკუთრებაში გადაეცა დაახლოებით 30,9 ათასი კვ.მ მიწის ფართობი და ბინები 223 ოჯახს.
ჩემი მათემატიკური გათვლებით 1 კვ.მ მიწა მერიას დაუჯდა 47 000 000/ 30,9 =1566 ლარი, ხოლო თითოეული ოჯახის ბინა მერიას 47 000 000/223=210 ათსი ლარი დაუჯდა.
ამ გათვლებიდან კარგად ჩანს, თუ რა რაოდენობის თანხები იხარჯება თითოეულ ოჯახზე. ამ თანხებით ათასობით უსახლკარო, უბინაო და უმძიმეს მდგომარეობაში მყოფები მიიღებენ ბინას, თუნდაც შეღავათიანი კრედიტებით 20-25 წლიანი ხანგრძლივობით. ამით არც სახელმწიფო დაზარალდებოდა და უსახლკაროებიც დაკმაყოფილდებოდნენ.
პრეზიდენტი თითქმის ყველა გამოსვლაში ამბობს, რომ საქართველოში კორუფცია აღმოიფხვრაო. "ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო".
ჩემი გამოთვლებით, მიღებული თანხების ხარჯვა კორუფციულია, თუ სხვა სახელი შეიძლება დავარქვათ, ეს თქვენთვის მომინდია პატივცემულო კოლეგებო.
ამასთან მინდა გაცნობოთ, ეს გაანგარიშება წერილობით ვაცნობე, გავუგზავნე საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, ამჟამად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თბილისის მერს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს საკრებულოში ქალბატონ ინგა გრიგოლიას.
"არსაიდან ხმა, არსით ძახილი".
გთხოვთ, ჩემი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებლობის მიხედვით გაიზიაროთ და თუ გექნებათ საშუალება, წერილი გამოაქვეყნოთ თქვენს გაზეთში.

პატივისცემით რევაზ ფახურიძე
ჟურნალ "კვალის" მთავარი რედაქტორის მოადგილე
19.10.2010 წ.


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48