
პრივატიზაციის პროცესის წარმატება ჰოსპიტალური რეფორმის ჩავარდნამ გამოიწვია.
ეკონომიკის სამინისტრო, საპრივატიზაციო გეგმის გადაჭარბების მიუხედავად, სახელმწიფო ქონების გაყიდვას ჩვეული მონდომებით აგრძელებს. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ვერა ქობალიას საქმე ჰოსპიტალური რეფორმის ჩავარდნამ გაუჩინა. ბოლო პერიოდში სწორედ ის სამედიცინო და კვლევითი დაწესებულებების შენობები იყიდება, რომლებიც თავის დროზე "ბლოკ–ჯორჯიას“ დაჟინებული მეცადინეობით გაპარტახდა. ნაწილი უკვე გაიყიდა, მეორე ნაწილი კი უახლოეს მომავალში გაიყიდება.
– ამ დაწესებულებების უმრავლესობა ნოემბრის დასაწყისში გაიყიდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გაიყიდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემდეგი ობიექტები:
– შპს “რეფერალური ჰოსპიტალის” სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი - ქ. თბილისი, ქინძმარაულის შესახვ. 1 №1.
– სს “აკად. ნოდარ ყიფშიძის სახელობის თერაპიის ეროვნული ცენტრი”-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 1 ლარიანი ნომინალური ღირებულების 1446962 ცალი აქცია (სახელმწიფო წილი კაპიტალში 100%).
– ყოფილი ვეტერინალური სამკურნალო დაწესებულების შენობა და მიწის ფართი (2265 კვ.მ.) - ქ. ქარელი, ვაჟა-ფშველას ქუჩა.
– შპს ”აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდეოლოგიის ცენტრი”-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 100% წილი.
გარდა სამედიცინო დაწესებულებებისა ეკონომიკის სამინისტრო „საქართველოს ფოსტასაც“ გაყიდის. "საქართველოს ფოსტა" 100 პროცენტით სახელმწიფო მფლობელობაშია, იგი ადგილობრივ ბაზარზე უმსხვილესი საფოსტო კომპანიაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ფუნქციონირებს. მის კუთვნილებაშია დაახლოებით 87.000 კვ.მ. მიწის და 100.000 კვ.მ. შენობის ფართი. "საქართველოს ფოსტას" თბილისის გარდა, ფილიალების ქსელი ყველა რაიონულ ცენტრში აქვს. უშუალოდ თბილისში "ფოსტა" რამდენიმე ათეული განყოფილებითაა წარმოდგენილი, რაც "საქართველოს ფოსტას" საინვესტიციო თვალსაზირისით მიმზიდველს ხდის".
ასევე საინტერესოა, 29 ოქტომბერს უკვე გაყიდული ობიექტის მფლობელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ აუქციონზე გამოტანილი ქონება შპს „რუსმეტალმა" შეიძინა. "რუსმეტალმა" აუქციონზე რუსთავში მდებარე შენობა-ნაგებობები და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 285 ათას აშშ დოლარად შეიძინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტის საპრივატიზაციო აუქციონი 29 ოქტომბერს გაიმართა.