თბილისში მდებარე 12 საავადმყოფო ისევ საფრთხეშია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : თბილისში მდებარე 12 საავადმყოფო ისევ საფრთხეშია
ნანახია: 855

"რაც შეეხება 100 უფასო საავადმყოფოს აშენებას, მოგვჭამა ჭირი, რადგან ძირშივე მკვდრადშობილი იყო“

დაახლოებით 5 თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 12 საავადმყოფოს პრივატიზება იგეგმებოდა, მთელი პერსონალი კი დიღმის ორ საავადმყოფოში გადაყავდათ. თანაც, უფასოდ კი არა, თითოელს ვინც ამ საავადმყოფოებში გადავიდოდა კვადრატში 250-დან 270 დოლარამდე უნდა გადაეხადათ. თუმცა, მაშინ ეს პროცესი არ განხორციელდა, რაშიც ლომის წილი ექიმთა პროფკავშირებს მიუძღვის.
დღეს კი, როცა ამ საკითხის ირგვლივ სიტუაცია დაწყნარდა, ექიმთა პროფკავშირების ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ამ საავადმყოფოების შენობები ისევ გამოაქვს საპრივატიზაციოდ.
თუმცა, ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ გასაყიდთა ნუსხაში მსგავსი დასახელების საავადმყოფოები არ ფიგურირებს. საავადმყოფოების გაყიდვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ არც ჯანდაცვის სამინისტროში.
პროფკავშირების ცნობით კი, საპრივატიზაციოდ გამოტანილი საავადმყოფოების სია ასეთია:
1. ს.ს. "ტრავმატოლოგი" (ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული კლინიკა);
2. ქ. თბილისის შ.პ.ს. "#2 სამშობიარო სახლი";
3. სსიპ "თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ალ. ალადაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკა;
4. შ.პ.ს. "ვ. სანიკიძის სახ. ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალი";
5. შ.პ.ს. "ქ. თბილისის #2 მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო";
6. შ.პ.ს. "ი. ჟორდანიას სახ. ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი";
7. შ.პ.ს. "ფსიქოკორექციისა და ნარკოლოგიური ექსპერტიზის ცენტრი";
8. შ.პ.ს. "ქ. თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი";
9. ს.ს. "კანისა და ვენერიულ სნეულებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი";
10. შ.პ.ს. "ქ. თბილისის კანისა და ვენსნეულებათა კლინიკური დისპანსერი";
11. შ.პ.ს. "გადაუდებელი თერაპიის კლინიკა";
12. ს.ს. "ი. ფაღავას სახ. პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი".
"სარწმუნო წყაროებიდან გვაქვს ეს ნუსხა. ერთი უკვე დადასტურდა, ალბათ იცით, რომ ჟორდანიას ინსტიტუტი გაიყიდა. ჩემი ინფორმაციით, ამ 12 საავადმყოფოს 2 კლინიკაში გადაანაწილებენ, რადგან ყველა საავადმყოფოს არ გააჩნია სახსრები, რომ შენობა შეისყიდოს. ამის თაობაზე პროფკავშირებმა 5 თვის წინ ავტეხეთ განგაში. არაერთხელ გავმართეთ აქციები და პრესკონფერენციები. მიმდინარე წლის 1 მაისს გავმართეთ საპროტესტო აქცია, რომელზეც 2 000 ექიმი გამოვიდა. ეს იყო არნახული შემთხვევა. მივმართეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს და კონსტიტუციის ფარგლებში რისი გაკეთებაც შეიძლებოდა გავაკეთეთ; ერთი შიმშილობისთვის არ მიგვიმართავს", - ამბობს ექიმთა პროფკავშირების თავმჯდომარე ჯონი ჯანაშია.
მისივე თქმით, საავადმყოფოების გაყიდვა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - ბიუჯეტის შევსებას - "ეს ყველაფერი ხდება ბიუჯეტის შესავსებად. ამ ექიმებს ელით უმუშევრობა და ქუჩაში დარჩენა. რაც შეეხება 100 უფასო საავადმყოფოს აშენებას, მოგვჭამა ჭირი, რადგან ძირშივე მკვდრადშობილი იყო. ჩვენს ქვეყანაში ექიმების უფლებები ძალიან დაუცველია".

გოგა აბრამიშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48