იპოთეკარების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციულია » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : იპოთეკარების მიმართ საქართველოს კანონმდებლობა დისკრიმინაციულია
ნანახია: 693

საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის პრეამბულაში ვკითხულობთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა ურყევ ნებას წარმოადგენს საქართველოში დაამკვიდრონ: “დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო”. სამართლებრივი სახელმწიფოს არსებობა თავის მხრივ გულისხმობს: ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, დამოუკიდებელ და სამართლიან სასამართლოს, კანონების სამართლიანობას, მხარეთა თანასწორობას და ა.შ. კონსტიტუციის პრინციპები შემდგომში წარმატებით იქნა ასახული ქვეყნის კანონმდებლობაში და დადგენილი წესის თანახმად გარიგება, ხელშეკრულება დადებული მხარეებს შორის, წარმოადგენს თავისუფალ ნების გამოვლენას, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, რომელიც მიმართულია რაიმე სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. კანონის თანახმად მხარის ნების გამოვლენა, თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე, გულისხმობს სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსის სრულად გაცნობას, მხარეები ეყრდნობიან გონივრული განსჯის, კამათის შედეგად მიღებულ დათქმას და არა მხოლოდ გარიგების ზეპირი, სიტყვასიტყვითი აზრიდან გამომდინარე იდეას. ხელშეკრულება, როგორც წესი, შეიძლება დაიდოს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, რომელიც აუცილებლად გულისხმობს ვალდებულებას, რაც უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. წერილობითი ფორმის არსებობისას, კანონით იმპერატიულად გათვალისწინებულ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ნამდვილობისთვის გარიგება უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან კანონით განსაზღვრული საჯარო უფლებამოსილების მქონე მოხელის მიერ, რაც გარიგებას მტკიცებულებით ძალას ანიჭებს.
სამოქალაქო კერძო ხასიათის გარიგებები ფართოდაა გავრცელებული, მათი არეალი პრაქტიკულად შეუძლებელია წინასწარ კანონით განსაზღვრო, ვინაიდან განუწყვეტლივ ვითარდება საზოგადოება და ცხოვრებაც უამრავ ახალ სამართლებრივ იდეას გვთავაზობს. პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებულ გარიგებებს განეკუთვნება: ნასყიდობა, ქირავნობა, სესხი და ა.შ.
სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი (კრედიტორი) დროებით საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს (მოვალეს) ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსეხებელი (მოვალე) იღებს ვალდებულებას დაუბრუნოს გამსესხებელს (კრედიტორს) იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი (გირავნობა, იპოთეკა და ა.შ.) ან უზრუნველყოფის გარეშე, პირადი პერსონალური პასუხისმგებლობით.
იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დროს მხარეთა შეთანხმებით, მსესხებლის (მოვალეს) საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, შესაძლებელია ისე იქნეს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოყენებული, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს, მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).” მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად: იპოთეკა იურიდიული ძალის მქონეა, ანუ სამართლებრივი შედეგი დგება მას შემდეგ, როდესაც განხორციელდება ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია, ეს უკანასკნელი ხორციელდება მხარეთა მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე. მხარეთა შეთანხმებით სავსებით შესაძლებელია ერთი უძრავი ნივთი რამდენჯერმე დაიტვირთოს იპოთეკით, რიგითობა, მოთხოვნის უფლება განისაზღვრება იპოთეკის შესახებ განცხადების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღის მიხედვით. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც გარიგების მონაწილე მხარე, ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას, რაც, ბუნებრივია, წარმოშობს მხარეთა შორის დავას სასამართლო წესით. სასამართლო სრულდება შესაბამისი გადაწყვეტილებით და სათანადო პირობების შექმნისთანავე მიექცევა აღსასრულებლად. სააღსრულებო ფურცლის გაცემა და ამით სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება, პრაქტიკულად გულისხმობს გარიგების მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის დასრულებას, ვინაიდან სააღსრულებო კანონმდებლობით დადგენილი წესით სამართლებრივად დატვირთული ქონება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გადადის კრედიტორის საკუთრებაში, რაც მოვალეს ართმევს ყველა სამართლებრივ შესაძლებლობას დაიბრუნოს კუთვნილი ქონება.
მთავარი საკითხი, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის არის შემდეგი გარემოება: კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების იძულებით აუქციონზე აღსრულების დროს უძრავი ნივთის, ქონების შემძენი ხდება ახალი მესაკუთრე, რაც სავსებით გასაგებია, მაგრამ ამავე დროს საქართველოს კანონი “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად: ”თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს არაუზრუნველყოფილი კრედიტორი, საკუთრების გადასვლის მიუხედავად, საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლებები უცვლელი რჩება, ხოლო თუ იძულებით აღსრულებას ახორციელებს იპოთეკარი, საკუთრების გადასვლის შედეგად უქმდება ყველა ის იპოთეკა და სანივთო უფლება, რომლებიც ნივთზე რეგისტრირებულია იძულებითი აღსრულების განმახორციელებელი კრედიტორის იპოთეკის შემდეგ. ადრე რეგისტრირებული უფლებები ნივთზე უცვლელი რჩება.”
კანონის მოთხოვნიდან გამომდინარე სავსებით შესაძლებელია, იძულებითი აღსრულება, მოთხოვნის დაკმაყოფილება დაიწყოს და განახორციელოს I რიგის იპოთეკარმა, მან შესაძლოა შეძლოს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილება და შემდგომ ვეღარ მოხერხდეს დანარჩენი კრედიტორი მხარეების, იპოთეკარების დაკმაყოფილება რაც სავსებით რეალურია. კანონის ეს დათქმა აშკარად არ გულისხმობს კანონიერებას და მხარეთა თანასწორობას.
ნებისმიერი გარიგება დადებული მხარეებს შორის გულისხმობს თანაბარუფლებიან ხელშეკრულებას, რაც ყოველთვის შეიცავს გარკვეულ რისკს, მიუხედავად ამისა, კანონმდებელი ვალდებულია თანაბარი პირობები შეუქმნას მხარეებს და არ ეცადოს, რომელიმე მხარის ლობირებას, მსგავსი მიდგომა დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში დაუშვებელია.


ლაშა ქურდაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48