"საქართველოს რკინიგზა" ნაწილ-ნაწილ იყიდება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : "საქართველოს რკინიგზა" ნაწილ-ნაწილ იყიდება
ნანახია: 819

"საქართველოს რკინიგზის" გასხვისების საკითხი დღის წესრიგში იმაზე ადრე დადგა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. გაყიდვის საკითხი კი, რკინიგზის ანგარიშზე არსებული ვალების მოცულობამ გახადა. შეგახსენებთ, თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჯამური ბიუჯეტი დაახლოებით 360 მლნ ევრდაა შეფასებული, აქედან "საქართველოს რკინიგზა" 100-100 მლნ ევროს, 9 წლიანი კრედიტებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისA(EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკისგან (EIB) იღებს. გარდა ამისა, რკინიგზის სესხს უკვე დაემატა 25 მლნ ევროს ოდენობის ობლიგაციები, რომელიც საქართველოს მთავრობამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსა. ეს კი კვლავ დამატებითი სესხის აღებას ნიშნავს.
საქართველოს მთავრობის განცხადებით კი, რკინიგზის გასხვისებას არ აპირებენ, მათი განმარტებით რკინიგზის სახელმწიფო საკუთრებაში არსებობა, როგორც სახელმწიფოს, ასევე დონორთა სტრატეგიებშიც შედის. მაგრამ გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით, ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის შენობა-ნაგებობები და ტერიტორა უკვე გასხვისებულია. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ბორჯომის და ბაკურიანის რკინიგზის სადგურები კერძო კომპანიას გადაეცა დროებით მმართველობაში, სამწუხაროდ რა პერიოდით და რა ფასად ამის დადგენა ვერ შევძელით.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "საქართველოს რკინიგზას" შემდეგი კითხვებით მივმართეთ: რა თანხად გაიყიდა ეს ტერიტორიები? ან ვის გადაეცა დროებით მმართველობაში და რა ინფორმაციას ფლობენ ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის ახალი მფლობელის შესახებ. ჩატარდა თუ არა ტენდერი, რა პირობებით მოხდა ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის გადაცემა, ევალება თუ არა ახალ მმართველს გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუნარჩუნოს რკინიგზას პროფილი? და ა.შ. მაგრამ "საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მოწოდება კატეგორიულად არ ისურვა.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ შემთხვევაშიც არ უღალატა თავის ჩვეულ წესს და ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზა ჯერ გაარემონტა და შემდეგ გაასხვისა. სარემონტო სამუშაოები ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზაზე 2008 წლის ივლისში დასრულდა და მისი გარემონტება მილიონობით ლარი დაჯდა. მაგრამ გაურკვეველია რატომ დახარჯა სახელმწიფომ ამდენი თანხა რემონტზე, თუ მისი გასხვისება გეგმაში იყო.
გაზეთ "ბანკები და ფინანსების" ინფორმაციით ბორჯობ-ბაკურიანის რკინიგზის სადგური, მოსაცდელი დარბაზი, შემნახველი კაბინეტები, სალაროები უქმდება, ბილეთი შესაძლოა მატარებელში გაიყიდოს.
ჩვენივე ინფორმაციით, ბორჯობ-ბაკურიანის რკინიგზის სადგურში 142 ადამიანი მუშაობდა, ახალმა მმართველმა მათი ნაწილი დაითხოვა და დღეისთვის მხოლოდ 79 ადამიანი დაიტოვა სამუშაოდ. მაგრამ ამ ადამიანთა მუშაობის საკითხიც სამომავლოდ გაურკვეველია, რადგან ახალმა მმართველმა შესაძლოა ეს ხალხიც დაითხვოს, რადგან ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის შენობა პროფილს შეიცვლის და ეს ხალხიც აღარავის დასჭირდეს.
ამ შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტი იკვეთება. ბორჯომი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკურორტო ზონაა და როდესაც ჩვენი ხელისუფლება ძირითადად ორიენტირებულია ტურისტების მოზიდვაზე, გაუგებარია რატომ ყიდის ბორჯომ-ბაკურიანის რკინიგზის სადგურებს. მატარებლის ბაქანზე მდგომ რომელ უცხოელ ტურისტს შეუქმნის კომფორტს სასტუმროდ ან რესტორნად ქცეული რკინიგზის სადგური? ან რომელიმე ინვესტორმა თუ მოინდომა ბორჯომ-ბაკურიანის ტერიტორიაზე ინვესტიციის განხორციელება, რკინიგზის სადგურის გარდა, ამ რაიონში სხვა შენობა-ნაგებობა არ მოინახა?
მართალია, ხელისუფლება აცხადებს რომ "საქართველოს რკინიგზის" გასხვისებას არ აპირებს, მაგრამ ფაქტია, რომ რკინიგზის სადგურების ნაწილ-ნაწილ გასხვისება უკვე დაწყებულია. მაგრამ ამ შემთხვევაში რკინიგზის სადგურის პრივატიზებამ ნამდვილად არ გაამართლა, რადგან ამ პროცესმა ათობით ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა.

თეონა ჭიტაძე


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48