ინტერვიუ ჯუმბერ ხატიაშვილთან » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : ინტერვიუ ჯუმბერ ხატიაშვილთან
ნანახია: 1326

"ბაგები სითი ჯგუფი" პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ომის შემდეგ ახალ დეველოპმენტს ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკას, რბილად რომ ვთქვათ, ცუდი დროება უდგას. კრიზისი განსაკუთრებით საფინასო და სამშენებლო სექტორებს შეეხო. დეველოპერებისა და სამშენებოლო კომპანიების უმეტესობა უკვე დაწყებული პროექტების დასრულებასაც ვეღარ ახერხებს. პირველი კომპანია, რომელმაც ომის შემდგომ საქართველოში ახალი კომპლექსის მშენებლობა დაიწყო "ბაგები სითი ჯგუფია". ახალ პროექტზე, კომპანიაში არსებულ მდგომარეობაზე, სამომავლო გეგმებსა და ზოგადად სექტორში არსებული ვითარების თაობაზე გაზეთს "ბანკები და ფინანსები" სამშენებლო კომპანია "ბაგები სითი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯუმბერ ხატიაშვილი ესაუბრა.
- ბატონო ჯუმბერ, "ბაგები სითი ჯგუფი" სამშენებლო სექტორში პირველი კომპანიაა, რომელმაც ომის შემდგომ ახალ პროექტს მოჰკიდა ხელი. საინტერესოა, რა მასშტაბის პროქტზეა საუბარი?
- ჩვენი კომპანია უკვე რამდენიმე წელია, რაც კუს ტბის ასახვევში, სადაც 5 ჰექტარამდე ფართობი გვეკუთვნის, დევეპოლმენტს ახორციელებს. რამდენიმე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულდა და იქ მობინადრეები უკვე ცხოვრობენ. ვფიქრობ, საქართველოში ეს დეველოპმენტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. მეორე ფაზა ამ დეველოპმენტისა, რომელსაც "პარკ გეიტი" ჰქვია, რამდენიმე თვეში დასრულდება. ჩვენ 2008 წელსვე ვგეგმავდით მესამე ფაზის დაწყებას, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან, საომარი მოქმედებების შედეგებიდან და სხვა მოვლენებიდან გამომდინარე, ეს პროექტი რამდენიმე თვით გადაიდო და მისი დაწყება ახლახანს გადავწყვიტეთ. ეს დეველოპმენტი, რომელსაც "პარკ სტრიტი" ჰქვია 2 ბლოკისგან შედგება. პირველი ბლოკი უკვე ხორციელდება. მე, ცხადია, მეამაყება, რომ "ბაგები სითი ჯგუფი" საქართველოში პირველი კომპანიაა აღმოჩნდა, რომელმაც ომის შემდეგ ხელი ახალ დეველოპმენტს მოკიდა. პროექტის წარმატებაში დარწმუნებული ვარ, რამდენადაც ადგილი კუს ტბის ასახვევში, სადაც "პარკ სტრიტის" მშენებლობა დავიწყეთ უკვე კარგად განვითარებული, სრულად ინფრასტრუქტურირებული და ცნობილია საზოგადოებისათვის.
- რით იქნება ეს პროექტი განსხვავებული წინათ განხორციებული პროექტებისგან?
- ბევრი არაფრით, თუმცა მსგავსება და გაუმჯობესება იქნება ხარისხში. ჩვენი ბრენდის, ბიზნესის, ასე ვთქვათ, ფილოსოფია არის ის, რომ ბინებს დასრულებული სახით ვაბარებთ. ყველა იმ უახლესი სპეციფიკაციის ჩათვლით, რომელიც ჩვენს მყიდველებთანაა შეთანხმებული. ჩვენდა სასიამოვნოდ, სანამ ამ პროექტის მშენებლობას დავიწყებდით, წინასწარი გაყიდვების მეშვეობით 50%-ზე მეტი ბინებისა უკვე რეალიზებულია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია კომპანიისაათვის, და ასევე მთლიანად საზოგადოებისათვის, რამდენადაც, დღეს, როდესაც ყველა კრიზისზე ლაპარაკობს, უძრავი ქონებისა და დეველოპმენტის ბიზნესი განაგრძობს საქმიანობას. ცხადია, კრიზისი მართლაც სახეზეა და არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუმცა, სასიამოვნო და დამაიმედებელი მოულოდნელობაა, რომ თანამედროვე საცხოვრებელ ფართზე მოთხოვნა კიდევ არსებობს. ვითარების გაანალიზებისას რეალობას არ უნდა გავექცეთ და უნდა ითქვას, რომ დეველოპმენტის სექტორის განვითარების ტემპებმა საგრძნობლად იკლო. თუმცა ბიზნესის ეს მნიშვნელოვანი მიმართულება არ ჩამკვდარა და არ ჩამოშლილა. ბევრი ექსპერტი სრულ კრახს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ, ყველას სასიკეთოდ, ეს ასე არ ხდება. რა თქმა უნდა, სირთულეები არის, მაგრამ ეს სირთულეები დაძლევადია, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა სერიოზულადაა დაინტერესებული ეკონომიკის სტიმულირებით და შესაბამისად, დიდი ძალისხმევით მუშაობს ამ მიმართულებით. ეს ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ის კრიზისული მომენტები, რომლებიც დღესდღეობით საქართველოს ეკონომიკაშია, უმოკლეს დროში დაიძლევა.
- რა ვადებში გეგმავთ "პარკ სტრიტის" პროექტის დასრულებას?
- როგორც წესი, ჩვენ პროექტებს საძირკვლის მომზადების მომენტიდან დაწყებული, მაქსიმუმ ორ წელიწადში ვასრულებთ. ასე რომ, ამ ვადაში, სულ ცოტა, 50 ოჯახი იზეიმებს ახალ, კომფორტულ და ყოველმხრივ მოწყობილ საცხოვრებელ ბინაში გადასვლას.
- რა ასახვა ჰპოვა სამშენებლო სექტორში არსებულმა კრიზისულმა მდგომარეობამ საცხოვრებელი ფართის ღირებულებაზე?
- საერთოდ, "ბაგები სითი ჯგუფზე" ლეგენდები დადიოდა, რომ თურმე ჩვენ კვარდატულ მეტრს 5000 დოლარად ვყიდდით და ა.შ. ეს, ცხადია, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენი კომპანიის მიერ აშენებული ბინები ყველასათვის ხელმისაწვდომი არ არის, მაგრამ ამ სპეციფიკაციების, ასეთი ხარისხის და ასეთ მიკრო-გარემოში განთავსებული საცხოვრებელი ფართი, შედარებით ძვირი უნდა ღირდეს კიდეც. კრიზისმა ფასებზე იმოქმედა, მათ შორის ჩვენთანაც. ახლა საინტერესო ვითარებაა, - დასრულებული ბინის კვ. მეტრის ფასი 1500 დოლარიდან იწყება. თუმცა, ისევე, როგორც წინა ყველა დეველოპმენტშიც, ჩვენ ბინებს კვადრატული მეტრობის მიხედვით არ ვყიდით, ყველა ბინას აქვს თავისი ფასი, რომელიც განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რომელ სართულზეა, როგორი ხედი აქვს, რომელ მხარესაა განთავსებული და ა.შ. ამ კონცეფციამ საკმაოდ წარმატებულად იმუშავა და არ მგონია, რომ მისი შეცვლა ღირდეს. მომხმარებლის მოთხოვნები იხვეწება და მას აღარ აკმაყოფილებს თეთრი კარკასი და სხვა დაუმთვრებელი სახით ფართის მიღება. ჩვენ ვიყავით პირველი კომპანია, რომელმაც ბინები დასრულებული სახით ჩავაბარეთ მომხმარებელს. ეს იყო 2 წლის წინ და ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან წარმატებული იყო.
- განვადების სისტემით სარგებლობა თუ შეუძლიათ თქვენს მომხმარებლებს?
- მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით ბანკები თავს იკავებენ იპოთეკური სესხების გაცემისგან, "ბაგები სითი ჯგუფი" ერთ-ერთი ის გამონაკლისი და განსაკუთრებული შემთხვევაა, როცა ბანკები სიამოვნებით მოდიან თანამშრომლობაზე და მათ შორის, ჩვენი მყიდველების იპოთეკური სესხით უზრუნველყოფაზე. თუ მყიდველი აკმაყოფილებს გარკვეულ ნორმებს, ანუ მას გააჩნია სტაბილური სამსახური და შემოსავალი, ისეთი ბანკები, როგორიც არის "საქართველოს ბანკი", "თიბისი", HSBC, რომელმაც სულ ახლახანს დაიწყო იპოთეკურ სესხებზე მუშაობა, დიდი სიამოვნებით თანამშრომლობენ ჩვენთან. "ბაგები სითი ჯგუფს" მათთან ურთიერთობის დიდი და წარმატებული ისტორია გაგვაჩნია. ეს HSBC -ის ჯერ ნაკლებად ეხება, რადგანაც ახლახანს დაიწყო ოპერირება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მათთან ურთიერთობისასაც ყველაფერი წესრიგში იქნება. ერთი სიტყვით, თუ განვადებაზე დაინტერესება იქნება, ჩვენ შვძლებთ, ამ ბანკებთან ერთად, მომხმარებლის ინტერესის მისაღები პირობებით დაკმაყოფილებას.
- კრიზისი პირობებში სამშენებლო კომპანიები თავს იკავებენ ახალი პროექტების დაწყებისგან. თქვენ ამ მხრივ გამონაკლისი აღმოჩნდით. კიდევ ხომ არ აპირებთ ახალი პროქტების წამოწყებას უახლოეს მომავალში?
- 2008 წელს ეკონომიკის განვითარება შენელდა, მაგრამ ის არ გაჩერებულა. ჩვენ, სხვადასხვა პროექტებზე ვმუშაობთ, მათ შორის, არა მარტო თბილიში. მაგალითად, წელს დაგეგმილი გვაქვს "ბათუმი პლაზას" კომპლექსის დასრულება, სადაც არის, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული ფართი. დახურული აუზის მშენებლობაც, რომელსაც მოძრავი სახურავი ექნება და ვფიქრობ, რომ იგი ისეთივე პოპულარობას მოიპოვებს, როგორითაც ვაკეში "ბაგები სითი ჯგუფის" საცურაო აუზი სარგებლობს. სხვა მხრივ, მომავალს, ასე ვთქვათ, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ და შესაბამისად ვგეგმავთ განვითარების სტრატეგიასა და ტემპს.
- 2008 წელი, - რამდენად წარმატებული გამოდგა იგი "ბაგები სითი ჯგუფისთვის"?
- ნამდვილად მძიმე წელი იყო. ეს ყველაფერზე აისახა. როდესაც მეზობელი ქვეყნისგან ამგვარი მასშტაბის აგრესია გატყდება თავს, ეს დაღს ყველა ბიზნესს დაასვამს. თუმცა, ჩვენ 90-იანი წლების დასაწყისიც კარგად გვახსოვს, როცა ეკონომიკა მთლიანად ჩამოიშალა და ქვეყანაში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირიც კი სანატრელი იყო. რა თქმა უნდა, იმ პერიოდთან შედარებით, 2008 წელს მომხდარ კონფლიქტს და მისგან გამოწვეულ წნეხს ჩვენმა სახელწიფომ და ბიზნესსექტორმა ერთიანი ძალისხმევით გაუძლეს. რაც შეეხება "ბაგები სითი ჯგუფს", კომპანიაში, მართალია პატარა, მაგრამ ზრდა მაინც იყო. გავიზარდეთ, დაახლოებით 10%-ით. ცხადია, ეს მაჩვენებელი მცირეა იმ სექტორისათვის, რომელსაც წლიდან წლამდე თითქმის 100%-იანი ზრდა ჰქონდა. მაგრამ იმ სამხედრო თუ ეკონომიკური უბედურების ფონზე, რასაც 2008 წელს საქართველოში ჰქონდა ადგილი, ჩვენი კომპანიის განვითარებით უკმაყოფილო მაინც ვერ ვიქნები.


ესაუბრა მერაბ ჯანიაშვილი


 
  ბეჭდვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48