უძრავი ქონება » banksandfinance.ge
  მთავარი ჩვენს შესახებ არქივი პარტნიორები ფორუმი კონტაქტი
   
 
მთავარი თემები
ბანკები და ფინანსები პოლიტიკა საზოგადოება ბიზნესი ტურიზმი უძრავი ქონება ენერგეტიკა სოფლის მეურნეობა მსოფლიო ეკონომიკა უცხოური პრესა
 
სისტემაში შესვლა
სახელი
პაროლი:
 
კალენდარი
«    მაი 2012    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
ვალუტა
 
 
გამოკითხვა
 
სტატიების არქივი
მაისი 2012 (123)
აპრილი 2012 (99)
მარტი 2012 (175)
დეკემბერი 2011 (41)
ნოემბერი 2011 (152)
ოქტომბერი 2011 (143)
სექტემბერიr 2011 (148)
აგვისტო 2011 (141)
ივლისი 2011 (134)
ივნისი 2011 (146)
მაისი 2011 (184)
აპრილი 2011 (121)
მარტი 2011 (135)
თებერვალი 2011 (143)
იანვარი 2011 (85)
დეკემბერი 2010 (143)
ნოემბერი 2010 (113)
ოქტომბერი 2010 (97)
სექტემბერიr 2010 (26)
აგვისტო 2010 (120)
ივლისი 2010 (98)
ივნისი 2010 (77)
მაისი 2010 (92)
აპრილი 2010 (40)
მარტი 2010 (37)
თებერვალი 2010 (40)
იანვარი 2010 (59)
დეკემბერი 2009 (34)
ნოემბერი 2009 (51)
ოქტომბერი 2009 (121)
სექტემბერიr 2009 (49)
აგვისტო 2009 (17)
ივლისი 2009 (94)
ივნისი 2009 (91)
მაისი 2009 (50)
აპრილი 2009 (56)
მარტი 2009 (121)
თებერვალი 2009 (85)
იანვარი 2009 (51)
დეკემბერი 2008 (40)
ნოემბერი 2008 (47)
ოქტომბერი 2008 (26)
მთვლელები
 
 


უძრავი ქონება : “ცენტრ-პოინტი” უკვე ყაჩაღობაზე გადავიდა

“ცენტრ-პოინტი” უკვე ყაჩაღობაზე გადავიდა“ცენტრ-პოინტი” საკუთარი კლინეტების ძარცვას ისევ აგრძელებს. ეს, რა თქმა უნდა, არ გაუჭირდება, რადგან რუსუდან კერვალიშვილი ჯერჯერობით კვლავ პარლამენტის ვიცე-სპიკერია და სადეპუტატო სავარძლის ბრალდებულის სკამზე გაცვლას სულაც არ აპირებს.
“ცენტრ-პოინტის” მიერ დაზარალებული ადამიანები პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნას მოითხოვენ. კომპანიისაგან დაზარალებული ადამიანები პარლამენტში ოპოზიციური ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წევრებს შეხვდნენ და საკუთარ პრობლემებზე ესაუბრნენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : „კემპინსკი” თბილისის სასტუმროს მშენებლობის ვადებს ვერ ასახელებს

„კემპინსკი” თბილისის სასტუმროს მშენებლობის ვადებს ვერ ასახელებსმსოფლიო ბრენდ “კემპინსკის” თბილისური სასტუმროს ბედი ამ დრომდე გაურკვეველი რჩება. „კემპინსკის“ სათაო ოფისში თბილისურ სასტუმროსთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ ჯერჯერობით გარკვეული არაფერია და უცნობია პროექტის დაწყება-დასრულების ვადები. „კემპინსკის“ თბილისური სასტუმრო „იმელის“ ყოფილი შენობის ადგილზე უნდა გაიხსნას.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დაზარალებული მხარე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ცენტრ-პოინტის” კონტრაქტორები კომპანიას ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ

სამშენებლო კომპანიის `ცენტრ-პოინტი” დაუსრულებელ მშენებლობებში ბინათმესაკუთრეები პარლამენტის დროებითი კომისიის შექმნას ითხოვენ.
კომპანიის დაზარალებული კლიენტები ამბობენ, რომ მათ ~ცენტრ-პოინტ ჯგუფის” დირექტორისგან ხელმოწერილი შეტყობინება მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ თუ 7 დღის განმავლობაში ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, მაშინ მათთან ძველი კონტრაქტი შეწყდება.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ვისი ინტერესების გათვალისწინება ხდება ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში”

ვისი ინტერესების გათვალისწინება ხდება ”ძველი თბილისის ახალ სიცოცხლეში”დეველოპერები, რომლებიც რეალურად ცუდ მდგომარეობაში არიან, პროექტში მონაწილეობას ვერ იღებენ


  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ვისთვის ან რისთვის შეიქმნა "დექსუსი”

ვისთვის ან რისთვის შეიქმნა "დექსუსი”მომხმარებლების დასახმარებლად თუ კიდევ ერთხელ მათ მოსატყუებლად

კომპანია ~ცენტრ-პოინტის” საქმიანობის შედეგად დღეს დაზარალებულად საქართველოს 6200 -მდე მოქალაქე მიიჩნევს. ამ ადამიანებმა თავის დროზე უარი თქვეს ბევრ ამქვეყნიურ სიკეთეზე და დანაზოგით ბინის შეძენა სწორედ ამ კომპანიისგან გადაწყვიტეს. თუმცა, მათი უდიდესი უმრავლესობა დღეს საცხოვრებელი ფართის გარეშეა დარჩენილი.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : 5-ვარსკვლავიანი "ჰაიათი - თბილისი” აღარ აშენდება

5-ვარსკვლავიანი "ჰაიათი - თბილისი” აღარ აშენდება ამერიკულმა OPIC -მა და EBRD -მა "ჰაიათი თბილისის" დაკრედიტებაზე უარი თქვეს

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ევროპაში ბინები გაიაფდა, აზიაში კი გაძვირდა

ევროპაში ბინები გაიაფდა, აზიაში კი გაძვირდა საერთაშორისო კვლევების კომპანია Knight Frank–მა, უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზრის კვლევის საკმაოდ საინტერესო შედეგები გამოაქვეყნა. 2010 წლის ივლისიდან მოყოლებული, 2011 წლის ივნისის ჩათვლით, რუსეთში ბინებზე ფასმა 12.1 პროცენტით დაიკლო.ეს ერთ–ერთი ყველაზე დიდი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით. ამ მხრივ, რუსეთი მხოლოდ ირლანდიის ბაზარს ჩამორჩება, სადაც უძრავი ქონება 12.9 პროცენტით არის გაიაფებული.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : მთავრობამ ''სამშობლო'' გაყიდა

გამომცემლობის შენობა ერთი კვირის წინ დაფუძნებულმა კომპანიამ იყიდა
მთავრობამ ''სამშობლო'' გაყიდა
"სამშობლოს" შენობა პირდაპირი მიყიდვის წესით კომპანია "სითი ლოფტს" გადაეცა

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : უძრავი ქონების ბაზარზე პოზიტიურ მოლოდინს დეველოპერები ხელოვნურად ქმნიან

“აქსისი”: ჩვენს ბინებზე მოთხოვნა 30%-ით გაიზარდა

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დაუმთავრებელ მშენებლობებში ფულს დებენ

დაუმთავრებელ მშენებლობებში ფულს დებენუცხოური კომპანიებისათვის თბილისურ დაუმთავრებელ მშენებლობებში ფულის ჩადება მომგებიანი აღარ არის – ამის შესახებ რადიო “კომერსანტთან” უძრავი ქონების სააგენტო “გორო ჯგუფის” ხელმძღვანელი აკეთებს. ამ სააგენტოსთან პარტნიორობით ისრაელური კომპანიები კაპიტალის დაბანდებას დაუმთავრებელ მშენებლობებში გეგმავდნენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ვინ არის ”თბილისის კარიბჭის” მფლობელი ნატა კვანტალიანი

ვინ არის ”თბილისის კარიბჭის” მფლობელი ნატა კვანტალიანირომელი ხელისუფლის თიკუნია იგი

”თბილისის კარიბჭე” 12 სართულიანი იქნება

ნატა კვანტალიანი, რომელიც დღეს ”თბილისის კარიბჭის” მეპატრონედ სახელდება, აქამდე ბიზნეს-წრეებისთვის უცნობი სახელი და გვარია

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : რუსთავს კონკურენტი გამოუჩნდა

რუსთავს კონკურენტი გამოუჩნდათბილისთან ახლოს „ოლიმპიური ვარსკვლავის“ თურქი პარტნიორი ელიტურ მინი-ქალაქებს ააშენებს

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის

უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არისზაფხულის ბოლოს ქართული უძრავი ქონების ბაზარზე ოდნავი გამოცოცხლება შეიმჩნევა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოები აცხადებენ, ბაზრის გააქტიურებას სექტემბრიდან ელიან, რის იმედსაც ბოლო დღეების ოდნავ მომატებული გაყიდვების მაჩვენებელი აძლევთ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : იყიდება „ვალში ჩარჩენილი" ბინები

იყიდება „ვალში ჩარჩენილი" ბინები  უძრავი ქონების ბაზარზე კვლავ არასტაბილური მდგომარეობაა

„თბილისში ბინების უმეტესობა იპოთეკითაა დატვირთული, რის გამოც ხშირად ძალიან იაფად იყიდება. დღეისათვის, ძირითადი მოთხოვნა სწორედ ასეთ ბინებზეა," - ამბობენ ბროკერები.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : აშშ-ში სახლის შეძენა 10 000 დოლარად შეიძლება

აშშ-ში სახლის შეძენა 10 000 დოლარად შეიძლებარატომ არ იაფდება ბინები საქართველოში

აშშ-ში უძრავ ქონებაზე ფასები რეკორდულად ეცემა. სახლების მესაკუთრენი თვეების განმავლობაში ვერ პოულობენ კლიენტებს და ფასს დღითიდღე ამცირებენ.
განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა აშშ-ის აღმოსავლეთით. მაგალითად ბალტიმორში, მერილენდის შტატის უმსხვილეს ქალაქში, კარგი სახლის ფასი 10 000 დოლარამდე დაეცა.
მაკლერების განცხადებით, ბაზარი გადატვირთულია უძრავი ქონებით, რომლებიც მფლობელთა მიერ იპოთეკის გადაუხდელობის გამო იყიდება. ბანკებს მათი სწრაფად გაყიდვა სურთ და ამიტომ მზად არიან, ფასები მინიმუმამდე დაწიონ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : მოსალოდნელია თუ არა კრიზისი უძრავი ქონების ქართულ ბაზარზე

მოსალოდნელია თუ არა კრიზისი უძრავი ქონების ქართულ ბაზარზეის, რომ დღეს საქართველოში კრედიტების გაცემა თითქმის შეჩერებულია, სიახლეს არ წარმოადგენს. კარგი საბანკო მომსახურება არ გულისხმობს ისეთი კრედიტების გაცემას, რომელიც გამიზნულია მხოლოდ ტელევიზორის, მაცივრის, მობილური და ა.შ. შესყიდვისთვის. საქართველოში მოქმედი არც ერთი კომერციული ბანკი არ გასცემს სესხს ბიზნესის წამოწყების დასაფინანსებლად. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა, რითაც შეიძლება ხელი შეეწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. დღეს კრედიტები უმეტესწილად საყოფაცხოვრებო ნივთების, უძრავი ქონების შესაძენად გაიცემა, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ აკმაყოფილებთ ბანკის მკაცრ მოთხოვნებს. აღსნიშნავია, რომ ბოლო პერიოდში იპოთეკით დატვირთული ბინების რაოდენობა ძალიან მომრავლდა. თუ გასულ წლებში იპოთეკით უმეტესწილად მშენებარე ბინები იყო დატვირთული, კრიზისის შემდგომ მოსახლეობამ, რომელმაც ბანკების სესხების დაფარვა ვერ შეძლო, იძულებული გახდა ძველი ბინებიც ბანკებში ჩაედო. ამან კი, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა უძრავი ქონების ბაზარზე კიდევ ერთი კრიზისი გამოიწვიოს.
ის, თუ რატომ ვერ ხდება ბიზნესის სექტორის სტიმულირება, გვემუქრება თუ არა უძრავი ქონები ბაზარზე კრიზისი და საერთოდ, რა ბედი ელის ჩვენს ეკონომიკას, გთავაზობთ ეკონომიკის ექსპერტის დემურ გეორხელიძის და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, `ეროვნული ფორუმის~ ერთ-ერთი ლიდერის ნოდარ ჯავახიშვილის მოსაზრებებს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თბილისის "შერატონის” რეკონსტრუქცია დაიწყო

თბილისური "შერატონის” რეკონსტრუქცია დაიწყო. ეს პროცესი ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს. თუმცა, რეკონსტრუქცია ეტაპობრივად მოხდება და სასტუმროს ფუნქციონირებას ხელს არ შეუშლის.
მთლიანად პროექტის განხორციელება 16 მილიონი დოლარი ჯდება. განახლებული "შერატონი” მომხმარებელს სხვადასხვა სიახლეებთან ერთად ბიზნეს ცენტრსაც შესთავაზებს. შეგახსენებთ, "შერატონი” "სტარვუდის" სასტუმროებისა და კურორტების საერთაშორისო კორპორაციის ბრენდია. სასტუმროების მსოფლიო ბრენდებიდან თბილისში ის ყველაზე პირველი შემოვიდა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ფინანსური ამნისტია სამშენებლო კომპანიებისთვის

ფინანსური ამნისტია სამშენებლო კომპანიებისთვისკონკრეტული ბიზნესის ინტერესების დაცვა საზოგადოების ხარჯზე

რამდენიმე დღის წინ კანონში შესული ცვლილებების შესაბამისად, სამშენებლო კომპანიებს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერებათ. დაუმთავრებელი მშენებლობები და ათასობით დაზარალებული კლიენტი საკმაოდ მწვავე პრობლემაა. რამდენად გადაჭრის ახალი კანონი ამ პრობლემას, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია, რომ კანონი ძალაში შევიდა და უკვე მომავალი კვირიდან დეველოპერები ამნისტიას მიიღებენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "სამშობლოს" ბედი დღემდე გაურკვეველია

"დღეს ჩვენ გვიწევს ანტიეროვნული ხელისუფლებისთვის იმის მტკიცება, რომ ეს სახლი ეკუთვნოდა კონსტანტინე გამსახურდიას, ტიციან ტაბიძეს, ირაკლი აბაშიძეს, გალაკტიონ ტაბიძეს და არა სახელმწიფოს"

გამომცემლობა "სამშობლო" ყოფილი საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გამომცემლობის სამართალმემკვიდრეა. ამ შენობაში განთავსებული იყო მაშინდელი მედიაგამოცემების რედაქციები - "ახალგაზრდა ივერიელი", ახლანდელი "საქართველოს რესპუბლიკა", "ნერგი", "იბერია-სპექტრი" და სხვა ასამდე გამომცემლობა. ამ ტიპის გამომცემლობები საბჭოთა კავშირის ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში არსებობდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, 14 რესპუბლიკაში, იქ განთავსებული ჟურნალ-გაზეთების რედაქციებს თავიანთი ფართები საკუთრებაში გადაეცათ. ერთადერთი გამონაკლისი ამ საბჭოთა ქვეყნებიდან საქართველო იყო, რომლის მმართველობაში მოსულმა სამხედრო საბჭომ, მაშინ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დაგირავებული ქონების ჩამორთმევა მარტივდება

დაგირავებული ქონების ჩამორთმევა მარტივდებასაქართველომ მსოფლიო საფინანსო კრიზისი ერთ-ერთმა პირველმა დაძლია მსოფლიოში, - ასეთია ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების განცხადებების მთავარი შინაარსი. ძალიან კარგი, კარგი თუ დაძლია, თან ერთ-ერთმა პირველმა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : ბათუმური "კემპინსკის" მშენებლობამ შესაძლოა თბილისურის ბედი გაიზიაროს

ბათუმური "კემპინსკის" მშენებლობამ შესაძლოა თბილისურის ბედი გაიზიაროსბათუმში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული სასტუმროს 15 სართულიანი "კემპინსკის" მშენებლობა სადაც დიდი რაოდენობით ხალხის დასაქმება იგეგმება 2013 წლისთვის უნდა დასრულდეს. უნიკალური კომპლექსი Kempinski Hotel Batumi განთავსდება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ ნაწილში და ის 4 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსდება. სასტუმროს შიგნით ერთ-ერთი ყველაზე დიდი გასართობი ზონა ექნება შავი ზღვის რეგიონში, საკმაოდ საინტერესო სპორტული კომპლექსით, რამდენიმე საცურაო აუზით. სასტუმრო სხვადასხვა კატეგორიის 253 ნომრისგან შედგება და მას ექნება ცალკე მდგომი, კერძო აპარტამენტების ბლოკი. ყველაფერ ამის მართვას სასტუმროების ცნობილი ბრენდის - Kempinsk-ის ჯგუფი განახორციელებს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა გრძელდება

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გაყიდვა გრძელდება ბათუმში ეროვნული ბანკის შენობა საპრივატიზაციო ნუსხაში მოხვდა

"ბათუმის ცენტრში განთავსებული ყველა სახელმწიფო დაწესებულება ადგილმდებარეობას შეიცვლის და ქალაქის გარეუბანში გადავა", - განაცხადა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ აბესალომ გურგენიძემ. სახელმწიფოს კუთვნილი შენობები გაიყიდება იმ პირობით, თუ მათ ადგილზე აუცილებელი ტურისტული ობიექტები განთავსებდა.
უკვე ცნობილია, რომ გაიყიდება ბათუმის ცენტრში მდებარე პროკურატურის და ეროვნული ბანკის ყოფილი შენობები. ასევე გასხვისდება ცენტრში მდებარე ყოფილი მე-6 სკოლის და სახელმწიფო დაცვის შენობებიც.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : მორიგი პიარი და გაფლანგული 60 მილიონი დოლარი

მორიგი პიარი და გაფლანგული 60 მილიონი დოლარი "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" სამივე ეტაპზე ბიუჯეტიდან ფული უყაირათოდ დაიხარჯა

თბილისელების ყურადღება უკვე დიდი ხანია მიიპყრო ქალაქის რეაბილიტაციის ახალმა პროგრამამ შთამბეჭდავი სახელწოდებით _ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე". ამ პროგრამამ სერიოზული იმედები გაუჩინა მოსახლეობას.
ამ პროექტის არსი შემდეგია: ძველ თბილისში, სადაც შენობა-ნაგებობები ინგრევა, ამ სახლებიდან ხალხი უნდა გამოსახლდეს, დაკმაყოფილდეს ნორმალური საცხოვრებელი ფართით, ხოლო იმ ადგილას, ახალი, ტექნიკურად გამართული შენობა უნდა აშენდეს. თითქოს ყველაფერი მარტივადაა, თუმცა აქ რამდენიმე სერიოზული შეცდომაა დაშვებული. პირველი - თბილისის ხელმძღვანელობამ ჩართო ბინების შესყიდვაზე გარანტიის სახელის მქონე მექანიზმი - სინამდვილეში ის გარანტია არ იყო, ამავე გარანტიის საფუძველზე სამშენებლო კომპანია ბანკიდან იღებდა სესხს. როგორც კი ეს შენობა დასრულდებოდა, თბილისის მერია ბიუჯეტიდან ფარავდა მშენებლობაზე დაწეულ ხარჯებს და ბანკის პროცენტებს.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : რიყის ტერიტორია რეკრეაციულ ფუნქციას კარგავს

თბილისის მერიამ რიყის, როგორც ქალაქის ძველი, ისტორიული ნაწილის კომპლექსური განვითარებისა და განაშენიანების პროექტზე მუშაობა 2009 წელს დაიწყო, პროექტი მიმდინარე წლის მაისში უნდა დასრულდეს. პროგრამა რამდენიმე მასშტაბურ პროექტს მოიცავს, რომელთა უმთავრესი მიზანი რიყის ტერიტორიის 95%-ის განაშენიანება, ლადშაფტური არქიტექტურისა და მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაა. პარკს რეკრეაციული ფუნქცია ექნება.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დაზარალებული კლიენტები "ცენტრ-პოინტის” საქმის შესწავლას მოითხოვენ

მოუხსნიან თუ არა რუსუდან კერვალიშვილს იმუნიტეტს

"ცენტრ-პოინტის” დაზარალებული კლიენტები მთავარი პროკურატურისგან კომპანიის საქმიანობის შესწავლას მოითხოვენ. ამ შინაარსის განცხადებები პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე გაისმა. აქციის მონაწილეები "ცენტრ–პოინტის" ერთ–ერთი დამფუძნებლის, პარლამენტის ვიცე–სპიკერ რუსუდან კერვალიშვილისთვის იმუნიტეტის მოხსნას და მისი საკანონმდებლო საქმიანობისგან ჩამოშორებასაც ითხოვენ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : სამშენებლო კომპანიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან

სამშენებლო კომპანიები ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან მერია დეველოპერებისგან ფართებს 400 დოლარად შეისყიდის

პროექტ "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" მესამე ეტაპის გამოცხადება 2010 წლის ბოლოს იგეგმებოდა, თუმცა მისი განხორციელება 2011 წლისთვის გადაიდო. ამ დროისთვის პირველი ეტაპი დასრულებულია, ხოლო მეორე 2012 წლის ბოლომდე დამთავრდება.
სახელმწიფოს მხრიდან პროექტი აღიქმება, როგორც კარგი და დროული გათვლა უძრავი ქონების ბაზრის გადარჩენისთვის. უძრავი ქონების დარგის ზოგიერთი სპეციალისტიც განმარტავს, რომ ეს არის საერთაშორისო სივრცეში საუკეთესო მაგალითი, რამაც სამშენებლო სეგმენტს კრიზისის დაძლევის შანსი მისცა და მოსალოდნელი კატასტროფისგან იხსნა ის, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანაში კრიზისია და სამშენებლო კომპანიების საქმიანობაში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელი ხდება.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დეველოპერების დაფინანსება გაიზარდა

დეველოპერების დაფინანსება გაიზარდა”კრიზისის დასრულების” მიუხედავად, მერია დეველოპერებს დაფინანსებას უზრდის
პროგრამა ”ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე” 2009 წლის 28 ივლისს დაიწყო და I კონკურსი 2009 წლის 25 სექტემბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 12-მა სამშენებლო კომპანიამ მიიღო, პროექტის ბიუჯეტი 53 მლნ ლარით განისაზღვრებოდა. მეორე ეტაპზე მონაწილეობდა 7 კომპანია, რომლებიც 2010 წლის მაისში ტენდერში მონაწილე 34-დან შეირჩა. პროექტის ბიუჯეტი 46,7 მლნ ლარით განისაზღვრა.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : "დექსუსი" "ცენტრ-პოინტის" შეცდომების გამეორებას არ აპირებს

"დექსუსი" "ცენტრ-პოინტის" შეცდომების გამეორებას არ აპირებს ინტერვიუ მენეჯმენტ კომპანია ”დექსუსის” დირექტორთან გიორგი ქანანაშვილთან

- ბატონო გიორგი, 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა დეველოპერულ კომპანიებს ფინანსური რესურსებისადმი ხელმისაწვდომობა გაურთულა. თუმცა, სამშენებლო კომპანია "ცენტრ-პოინტის" მიერ საკუთარი კლიენტებისადმი აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზეზად, ძირითადად, კომპანიის მმართველების არასწორი საქმიანობა სახელდება და არა გარეგანი ფაქტორები. თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე ამ ვითარებაში?
- კრიზისამდე დეველოპერული პროექტების დაფინანსება თითქმის მთლიანად ხდებოდა ე.წ. Pre-sale-ით, ანუ ჯერ აუშენებელ პროექტებში ბინების გაყიდვებით. რთულად თუ მოძებნით საქართველოში საერთაშორისო ფინანსური რესურსით დაფინანსებულ და ამგვარი დაფინანსების შეწყვეტის გამო შეჩერებულ მშენებლობას. კრიზისმა უბრალოდ თითქმის ნულამდე დაიყვანა "ჰაერის" გაყიდვები, სწორედ ეს გახდა დეველოპერების დღევანდელ სავალალო მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : თბილისში ფიზიკური პირები მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

თბილისში ფიზიკური პირები მიწის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ. ეს გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
როგორც საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ თამაზ შოშიაშვილმა განმარტა, აღნიშნული ცვლილების თანახმად, ქონების გადასახადისგან თავისუფლდებიან თბილისის მრავალბინიან სახლებში მცხოვრები ფიზიკური პირები, რომლებსაც თავისივე კორპუსში მიწის ნაკვეთები თანასაკუთრებაში აქვთ.

  სრულად ნახვა
 

უძრავი ქონება : დედაქალაქის კიდევ ერთი მეგაპროექტი დავიწყებას მიეცა

დედაქალაქის კიდევ ერთი მეგაპროექტი დავიწყებას მიეცა"არსენალის" პროექტთან დაკავშირებით, ვერა ქობალიას სამინისტროს პოზიცია გაურკვეველია
თბილისში, ქალაქის ხელმძღვანელობა განუწყვეტლივ აპელირებს მეგაპროექტებით, რომლებიც ქალაქს ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ყველა პროექტს განხორციელება არ უწერია. ერთ-ერთი ასეთი მეგაპროექტის განხორციელების იდეა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის კახი კალაძის კომპანია "კალა კაპიტალს" ეკუთვნოდა.

  სრულად ნახვა
 
 
სიახლეები
ახალი ნომერი

პარტნიორები

 

 

 

 
 
 
Copyright © banksandfinance.ge vaja pshavela str. Tbilisi. Georgia. Tel: 39 67 48