DataLife Engine > ენერგეტიკა > ყაზბეგის რაიონში ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღდგება
ყაზბეგის რაიონში ელექტროენერგია დღის ბოლომდე აღდგება29 სექტემბერი 2009. : merabi |
|
დღეს დილიდან ყაზბეგის რაიონში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა ბრიგადებმა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების წარმოება განაახლეს. ელექტროენერგია ამ ეტაპზე მიეწოდება მხოლოდ დაბა ყაზბეგში არსებულ სასტუმროსა და საავადმყოფოს.
რთული კლიმატური პირობების გამო, სარემონტო სამუშაოების წარმოება ფერხდება, თუმცა ს.ს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" სპეციალისტები განაგრძობენ მუშაობას საგანგებო რეჟიმში, რათა დღის ბოლომდე აღადგინონ ელექტროენერგიის მომარაგება მთლიანად დაბა ყაზბეგსა და მის მიმდებარე რამდენიმე სოფელში. დიდთოვლობამ სერიოზული ზიანი მიაყენა ელექტროენერგეტიკულ ქსელს, გაწყვიტა ელექტროენერგიის გადამცემი ხაზები და გამოიწვია ფიდერების ავარიული გათიშვა. აღნუშნული ზიანის აღმოფხვრის მიზნით, "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკოსები განაგრძობენ აღდგენითი სამუშაოების წარმოებას და სავარაუდოდ 2-3 დღეში სრულიად აღადგენენ დენის მიწოდებას ყაზბეგის რაიონში. გათიშული აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების დროული აღდგენის მიზნით, გუშინ რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, "ენერგო-პრო ჯორჯიას სპეციალისტები" მაინც განაგრძობდნენ სარემონტო სამუშაოების წარმოებას; მუშაობის პროცესში "ენერგო-პრო ჯორჯიას" ერთერთმა სპეციალისტმა ტრავმაც მიიღო. ამჟამად, აღნიშნული პიროვნება მსუბუქი ტვინისშერყევით ამბოლატორიულ მკურნალობას გადის. |