DataLife Engine > ენერგეტიკა > ''ენერგო პრო ჯორჯია'' რეგიონებს ელექტროენერგიას საიმედოდ აწვდის
''ენერგო პრო ჯორჯია'' რეგიონებს ელექტროენერგიას საიმედოდ აწვდის18 ივნისი 2009. : merabi |
|
მას შემდეგ რაც ''ენერგო პრო ჯორჯიამ'' დისტრიბუციის გაუმჯობესების მიზნით 28 მილიონი ევროს ინვესტიცია მოახდინა და რიგითი სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა. საქართველოს ტერიტორიაზე გაუარესებული ამინდების მიუხედავად, "ენერგო-პრო ჯორჯია" რეგიონებს ელექტროენერგიას ხარისხიანად აწვდის.
ელექტროენერგეტიკული ქსელის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, ''ენერგო-პრო ჯორჯია'' სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელებას განაგრძობს; ამ დროისთვის რეაბილიტაცია 0.4 კვ ქსელში მიმდინარეობს. ქსელის რეაბილიტაციასთან ერთად კომპანია ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოების წარმოებას აქტიურად განაგრძობს, ამ დროისთვის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 10 ქალაქში მიმდინარეობს. |