DataLife Engine > ენერგეტიკა > ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მომარაგება უფრო საიმედო გახდება

ქვემო ქართლის რეგიონში ელექტროენერგიის მომარაგება უფრო საიმედო გახდება


11 ივნისი 2009. : merabi
ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები 140 000 აბონენტის ელექტროენერგიის მომარაგება უფრო საიმედო და ხარისხიანი გახდება.
"ენერგო-პრო ჯორჯია" სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას მთელი დაფარვის არეალის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს, მათ შორის ქვემო ქართლის რეგიონში. აღნიშნულ რეგიონში სარემონტო სამუშაოებზე ამ დროისთვის უკვე ასობით ათასი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ რეგიონში მცხოვრები 140 000 აბონენტის ელექტროენერგიის მომარაგება უფრო საიმედო და ხარისხიანი გახდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლნისში დაბალი ძაბვის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიმდინარეობს, ამასთან რეაბილიტაცია 35/10 და 110/10 კვ ქვესადგურებს „თეთრი წყარო” და „მანგლისი”; აგრეთვე ქვესადგურებს „მარჯვენა სანაპირო” და „პატარა რუსთავი” უტარდება. რეგიონის მასშტაბით ახლო მომავალში 140 სატრანსფორმატორო პუნქტის გადახურვაც იგეგმება.
გარდა ამისა, ქ. რუსთავში მე-15 მიკრორაიონში განთავსებული კორპუსების სარდაფებიდან ხდება ძალოვანი კაბელების გამოტანა და საჰაერო სადენებით ჩანაცვლება, რაც უპირველეს ყოვლისა მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და დადგენილი ნორმების სრულფასოვან დაცვას ითვალისწინებს. ანალოგიური ღონისძიებები დასრულებულია მე-7 მიკრორაიონში.